ურბან II

ვიკიციტატიდან
ურბან II

ურბან II (ლათ.:Urbanus PP. II) (საერო სახელი ედ (ოდო) დე შატიიონ დე ლაჟერი, დ. 1042 — გ. 29 ივლისი, 1099) — რომის პაპი 1088 წლის 12 მარტიდან 1099 წლის 29 ივლისამდე. აგრძელებდა გრიგოლ VII-ს პოლიტიკას. 1095 წელს მის მიერ მოწვეულ კლერმონის საბჭოზე პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა მუსულმანთა წინააღმდეგ, რისთვისაც ლაშქრობის მონაწილეებს ცოდვების მიტევებას შეჰპირდა. რეიმსელმა ბერმა, რომელიც კლერმონის კრებას ესწრებოდა შემოგვინახა ურბან II-ის მიმართვა:

ციტატები[რედაქტირება]

  •  

„იერუსალიმიდან და კონსტანტინოპოლიდან ჩვენამდე ცუდი ამბები აღწევს. სელჩუკები, უცხო ტომის ურწმუნო ხალხი, შეიჭრა ქრისტიანთა მიწაზე და მახვილით, ძარცვით და ცეცხლით გაავერანა. განსაკუთრებით წმინდა საფლავის ბედი უნდა იყოს თქვენი გულის ნადები, რომელიც ამ ცოდვილი ხალხის ხელშია, ისევე როგორც სხვა წმინდა ადგილების, რომელთაც ეს უწმინდურები ბილწავენ...

უშიშარო რაინდებო, უძლეველთა შთამომავალნო, პატივი მიაგეთ მამების სიმამაცეს. სამფლობელოები თქვენ არ გაკავებთ, რადგან მიწა,რომელზედაც ცხოვრობთ, გარშემორტყმულია ზღვებითა და მთებით და მეტად ვიწროა თქვენი მრავალრიცხოვნების დასატევად. მას არ მოაქვს ნამატი სიმდიდრისათვის და ძლივს კვებავს მათ, ვინც მას ამუშავებს. ამის გამო თქვენ დავობთ, ერთმანეთს ეომებით და ხოცავთ. შეწყვიტეთ ურთიერთსიძულვილი და ერთმანეთთან ომი. გაემართეთ წმინდა საფლავისკენ, გამოჰგლიჯეთ ხელიდან ის მიწა წყეულ წარმართებს და დაისაკუთრეთ ის, რომლის შესახებაც დაწერილია, რომ რძე და თაფლი სდის. დაადექით გზას, რომელიც თქვენი ცოდვების მიტევებამდე მიგიყვანთ, იცოდეთ, თქვენია მარადიული ზეციური დიდება. მხოლოდ მოხუცებს, სუსტებს და იარაღის ხმარების არმცოდნეთ არ ვურჩევ გამგზავრებას.“


ლიტერატურა[რედაქტირება]

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია; გვ.170, თბ., 1986

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ურბან II