ფედერიკო ფელინი
ვიკიციტატიდან
ფედერიკო ფელინი (Federico Fellini ) (დ.20 იანვარი,1920 — გ. 31 ოქტომბერი,1993) , იტალიელი რეჟისორი. ფელინის ფილმები მოგონებების, სიზმრებისა და ფანტაზიის ნაზავს წარმოადგენს.
- მე რომ გადამეღო ფილმი თავზე წასაკრავ ლანჩის ზონარზე, ისიც კი ჩემზე იქნებოდა.
- ისაუბრო სიზმრებზე, ეს ნიშნავს, ისაუბრო ფილმებზე, რადგანაც ფილმები სიზმრების ენაზე მეტყველებენ; წუთში შეიძლება განვლო წლები და გადახტე ერთი ადგილიდან მეორეზე. ეს არის გამოსახულებების ენა. ნამდვილ ფილმში ყოველი საგანი და ყოველი სინათლე ნიშნავს რაიმეს, ისევე, როგორც სიზმარში.
- ყოველგვარი ხელოვნება ავტობიოგრაფიულია; მაგალითად, ხამანწკას ავტობიოგრაფია მარგალიტია.
- შენ არსებობ მხოლოდ მასში, რასაც ქმნი.
- ყველამ იცის, რომ დრო- ეს სიკვდილია. სიკვდილი, რომელიც იმალება საათებში.
- არ არსებობს დასაწყისი... არც დასასრული... არსებობს მხოლოდ უსასრულო ვნება სიცოცხლისა.
- ტკივილი ცოდნაა და ყოველგვარი ცოდნა- ტკივილი.
- გამოცდილება, ეს ისაა, რასაც იძენ ხოლმე სხვა რამის ძებნის დროს.
- ნუ მეუბნებით, რას ვაკეთებ. არ მსურს, ვიცოდე ეს.
- ნიცშე იჩემებდა, რომ მისი გენია იყო მისსავე ნესტოებში. ჩემი აზრით, საუცხოო ადგილია გენიისათვის.
- სხვა ენა- განსხვავებული ხედვაა ცხოვრებისა.
- კინო ჰგავს ძველ ბორდელს, ცირკს და ა. შ., ანუ მათ, ვინც იცის, რიგორ მოგანიჭოს მრავალგვარი სიამოვნება.