ფრიდრიხ შილერი

ვიკიციტატიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიდრიხ შილერი

იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი (გერმ.: Johann Christoph Friedrich von Schiller; დ. 10 ნოემბერი 1759, მარბახ ამ ნეკარი, ბადენ-ვიურტემბერგი; გ. 9 მაისი 1805, ვაიმარი, თიურინგია) — გერმანელი პოეტი, დრამატურგი და ისტორიკოსი. იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესთან ერთად იყო კლასიკური გერმანული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ციტატები[რედაქტირება]

  • ხელოვანმა უნდა აირჩიოს მოკლე მხედველობა კაცობრიობისა, რომლის სამოძღვრებოდაც იგი წერს და არა ღრმა განმჭვრეტელობა ყოვლისშემძლე ძალისა, ვისგანაც იგი თვითონ სწავლობს.
  • მსოფლიოს ისტორია მსოფლიოს სასამართლოა.
  • სამყაროს მართავენ სიყვარული და შიმშილი.
  • ვაი მაშინ მე... თუ ჩემი მრწამსი რყევას დაიწყებს ჩემი მაჯისცემის მიხედვით.
  • ხმები უნდა იქნას აწონილი და არა დათვლილი.
  • პატროკლეც მოკვდა, თუმცა იყო შენზე ძლიერი.
  • უკვე მოსული მწუხარება უფრო ასატანია, ვიდრე მოსალოდნელი.
  • თუ მკითხავენ, თუ რატომ არაა ჩემს გულში არცერთი რელიგია, მე ვუპასუხებ, რომ დავკარგე იგი, და დამნაშავე რელიგიაა.
  • იცხოვრე შენს ეპოქაში, მაგრამ ნურასოდეს იქცევი შენი ეპოქის ქმნილებად.
  • ვისაც არ ძალუძს, რომ დაიცვას მშვენიერება, ის ტრფობის ჯილდოს ვერასდროს დაიმსახურებს.
  • ბედნიერია ის კაცი, ვისაც შეუძლია იმის ატანა, რასაც ვერასდროს შეცვლის.
  • რომელ რელიგიას მივსდევ? შენს მიერ ჩამოთვლილთაგან არცერთს. რატომ არცერთს? გულში ერთი მარადიული რელიგიის განცდის გამო.
  • ბრძენმა შეიძლება მიაღწიოს ჭეშმარიტებას, მაგრამ მხოლოდ ფაქიზი სულის ადამიანს შეუძლია იყოს ბედნიერი.
  • ჩალის ფასი ედება ხუმრობას, თუკი მასზე თავად ხუმარაც იცინის .
  • ადამიანი იზრდება იმისდა კვალად, თუ როგორ იზრდება მისი მიზნები.
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ფრიდრიხ შილერი