შინაარსზე გადასვლა

შარლ მორის დე ტალეირანი

ვიკიციტატიდან
შარლ მორის დე ტალეირანი

შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორი (ფრანგ. Charles Maurice de Talleyrand-Périgord), (1754 - 1838) — ფრანგი პოლიტიკოსი და დიპლომატი, რომელსაც ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა სხვადასხვა რეჟიმის დროს, დაწყებული დირექტორიიდან დამთავრებული ლუი–ფილიპეს მთავრობით.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

თუ ახალი რელიგიის შექმნა გსურთ, მაშინ მიეცით ნება ჯვარს გაცვან და აღსდექით მესამე დღეს.


  •  

ვინც ფლობს ინფორმაციას – ის ფლობს მსოფლიოს.


  •  

ერთადერთი სწორი პრინციპია, - არ გქონდეს არავითარი პრინციპი.


  •  

სიტყვები – ეს ხმლებია.


  •  

ქორწინება ისეთი მშვენიერი რამაა, რომ მასზე მთელი ცხოვრება უნდა იფიქრო.


  •  

პოლიტიკაში ის, რაც ხალხს სჯერა, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სინამდვილე.


  •  

ფინანსისტები თავის საქმეებში წარმატებას მაშინ აღწევენ, როცა სახელმწიფო საკუთარს ვერ ერევა.


  •  

არსებობს ცილისწამებაზე უფრო საშინელი იარაღი; ეს არის ჭეშმარიტება.


  •  

ნუ ენდობით გულის პირველ წადილს - იგი, როგორც წესი, კეთილშობილია.


  •  

დიპლომატის საუკეთესო თანაშემწე მისი მზარეულია.


  •  

ინგლისში არის სულ 2 სოუსი და 300 კონფესია. საფრანგეთში კი, პირიქით, – სულ 2 კონფესიაა და 300 სოუსი.


  •  

ქალებს ისეთივე უფლებები აქვთ, როგორიც ჩვენ, მაგრამ მათსავე ინტერესებშია, რომ ეს უფლებები ვერ გამოიყენონ .


  •  

გრძელი სიტყვა ისევე ვერ წასწევს წინ საქმეს, როგორც გრძელი სამოსელი ვერ წაგვადგება სიარულში.