ფრიდრიხ შილერი
ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა შილერი, ფრიდრიხ-დან)
იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი (გერმ.: Johann Christoph Friedrich von Schiller) (* 10 ნოემბერი 1759, მარბახ ამ ნეკარი, ბადენ-ვიურტემბერგი; † 9 მაისი 1805, ვაიმარი, თიურინგია) - გერმანელი პოეტი, დრამატურგი და ისტორიკოსი. იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესთან ერთად იყო კლასიკური გერმანული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი.
- ხელოვანმა უნდა აირჩიოს მოკლე მხედველობა კაცობრიობისა, რომლის სამოძღვრებოდაც იგი წერს და არა ღრმა განმჭვრეტელობა ყოვლისშემძლე ძალისა, ვისგანაც იგი თვითონ სწავლობს.
- მსოფლიოს ისტორია მსოფლიოს სასამართლოა.
- სამყაროს მართავენ სიყვარული და შიმშილი.
- ვაი მაშინ მე... თუ ჩემი მრწამსი რყევას დაიწყებს ჩემი მაჯისცემის მიხედვით.
- ხმები უნდა იქნას აწონილი და არა დათვლილი.
- პატროკლეც მოკვდა, თუმცა იყო შენზე ძლიერი.
- უკვე მოსული მწუხარება უფრო ასატანია, ვიდრე მოსალოდნელი.
- თუ მკითხავენ, თუ რატომ არაა ჩემს გულში არცერთი რელიგია, მე ვუპასუხებ, რომ დავკარგე იგი, და დამნაშავე რელიგიაა.
- იცხოვრე შენს ეპოქაში, მაგრამ ნურასოდეს იქცევი შენი ეპოქის ქმნილებად.
- ვისაც არ ძალუძს, რომ დაიცვას მშვენიერება, ის ტრფობის ჯილდოს ვერასდროს დაიმსახურებს.
- ბედნიერია ის კაცი, ვისაც შეუძლია იმის ატანა, რასაც ვერასდროს შეცვლის.
- რომელ რელიგიას მივსდევ? შენს მიერ ჩამოთვლილთაგან არცერთს. რატომ არცერთს? გულში ერთი მარადიული რელიგიის განცდის გამო.
- ბრძენმა შეიძლება მიაღწიოს ჭეშმარიტებას, მაგრამ მხოლოდ ფაქიზი სულის ადამიანს შეუძლია იყოს ბედნიერი.
- ჩალის ფასი ედება ხუმრობას, თუკი მასზე თავად ხუმარაც იცინის .
- ადამიანი იზრდება იმისდა კვალად, თუ როგორ იზრდება მისი მიზნები.