ცხოველების ფერმა

ვიკიციტატიდან

„ცხოველების ფერმა“ (ინგლ. Animal Farm) — ჯორჯ ორუელის სატირული ალეგორია საბჭოთა ტოტალიტარიზმზე.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

მაშ განა დღესავით ნათელი არ არის, ამხანაგებო, რომ ჩვენი ცხოვრების ყველა ბოროტება ადამიანის ტირანიიდან მოდის?

  ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“

  •  

ადამიანი მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იღწვის.

  ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“

  •  

ადამიანის ყველა ჩვეულება ბოროტებაა.

  ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“

  •  

ჩვენი ცხოვრება, საბრალო, მძიმე შრომით გადატვირთული მოკლე წუთია. დაბადების შემდეგ ჩვენ გვეძლევა მხოლოდ იმდენი საკვები, რომ სული არ გავაფრთხოთ, ხოლო ჩვენ შორის შრომისუნარიანთ ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებენ და ბოლოს როცა აღარ ვჭირდებით, ყველას ამაზრზენი შეუბრალებლობით გვხოცავენ.

  ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“

  •  

გააქრეთ ადამიანი და ამით საბოლოოდ გააუქმებთ შიმშილსა და მონური შრომის უმთავრეს მიზეზს.

  ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“

  •  

ყველა ადამიანი მტერია, ყველა ცხოველი მეგობარი.

  ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“

  •  

ჭეშმარიტი ბედნიერება მკაცრ შრომასა და მომჭირნე ცხოვრებაში მდგომარეობს.

  ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“

  •  

არაფერი შეიცვლებოდა უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ, რადგან შიმშილი, სიძნელეები თუ გულისაცრუება, ცხოვრების მარადუცვლელი წესია.

  ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“

  •  

ახლა კედელზე ერთადერთი მცნება ეწერა: „ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები“.

  ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“

  •  

ღორებისა და ადამიანების ინტერესები არასდროს დაპირისპირებიან და არც უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

  ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“

  •  

ირონიულადაც გეღიმება, როცა გაიფიქრებ თუ რამდენი ღორის ხელშია ქვეყანა.

  ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“

  •  

ტოტალიტარული სახელმწიფო, როგორც წესი ცდილობს ქმედითი კონტროლო გაუწიოს არა მხოლოდ ქცევას, არამედ მათ აზრებსაც და გრძნობებსაც.

  ციტატის წყარო: „ცხოველების ფერმა“

  • „ოთხი ფეხი კარგია, ორი - ცუდი“
  • „მათ ანუგეშებდათ კიდევ ერთხელ იმის გაგონება, რომ, ბოლოს და ბოლოს, ნამდვილად თავიანთი თავის ბატონ- პატრონები იყვნენ და რომ საკუთარი თავისთვის შრომობდნენ. ასე, რომ ამ მთელი სიმღერების, რიტუალების, სქუილერის დავთრების, საზეიმო გასროლის, მამლის ყივილისა თუ დროშის ფრიალის წყალობით მათ ავიწყდებოდათ (ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროით მაინც), რომ შიმშილით კუჭი უხმებოდათ.“
  • „თორმეტივე ერთად ერთ ხმაზე ღრიალებდა. ახლა კი მიხვდნენ ცხოველები, რა ემართებოდათ ღორებს, რატომ ეცვლებოდათ სახეები. ფანჯარასთან გაყუჩებულები ხან ღორებს აკვირდებოდნენ, ხან - ადამიანებს და ვეღარ არკვევდნენ, ვინ ვინ იყო, რომელი იყო ღორი და რომელი - ადამიანი.“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]