ჯიბრან ხალილ ჯიბრანი
ვიკიციტატიდან
ციტატები [რედაქტირება]
- მოგონებები დამაბრკოლებელი ქვაა ოცნების გზაზე.
- ამოისუნთქავს მიწა და ვიბადებით, შემდეგ ჩაისუნთქავს და ვიხოცებით.
- ჩვენგან ყველაზე ახლოს ღმერთთან ის არის, ვინც ყველაზე ახლოა ადამიანთან.
- სიყვარული - მოცახცახე ბედნიერებაა.
- მოლაყბეებისაგან მე ვისწავლე დუმილი, ტირანებისაგან- შემწყნარებლობა, ბოროტთაგან- სიკეთე ; უცნაურია, რომ მე არ ვემადლიერები ამ მასწავლებლებს.
- გიყვარს? მაშინ ნება მიეცი, წავიდეს. თუკი დაბრუნდება, ესე იგი მუდამ შენი იყო და თუ აღარასდროს დაბრუნდა უკან, ესე იგი, არც არასდროს ყოფილა შენი.
- მიაღწევ რა იმის ბოლოს, რაც უნდა იცოდე, აღმოჩნდები იმის დასაწყისში, რასაც მხოლოდ თუ შეიგრძნობ.
- შიშის სათავე თქვენსავე გულებში და არა მის ხელში, ვისიც გეშინიათ.
- როცა მამაკაცის ხელი ეხება ქალის ხელს, ორივენი ეხებიან გულს მარადიულობისა.
- ძალიან რთულია, აიძულო საკუთარ თავს ლაპარაკი. უფრო რთულია- აიძულო დუმილი. კიდევ უფრო რთულია- აიძულო ფიქრი. მაგრამ ყველაზე რთულია, დაატანო თავს ძალა, იგრძნოს.
- ბევრ ქალს შეუძლია მამაკაცის გულის დაპყრობა, მაგრამ მართვა ყველას არ შეუძლია.
- სატანის შიში ღმერთში დაეჭვების ერთ-ერთი გზაა.
- ღმერთს არ სწადია თაყვანიცემოდეს სულელისაგან, სხვებს რომ ბაძავენ.
- მოწადინება აღსრულების დასაწყისია.