ჯონი დეპი

ვიკიციტატიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონი დეპი

ჯონ „ჯონი“ ქრისტოფერ დეპი II (John "Johnny" Christopher Depp II) (*9 ივნისი, 1963) — ამერიკელი მსახიობი.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

მე ძველმოდური ბიჭი ვარ, რომელსაც სურს იყოს მოხუცებული, რომელიც ზის ღია ფანჯარასთან და გაჰყურებს ტბას.


  •  

მე ისეთი რაღაცას ვაკეთებ, რაც ჩემთვის სწორია და სამართლე. ერთადერთი რამ, რისი პრობლემაც მაქვს — არის ის, რომ არ შემიძლია რეალურ ცხოვრებაში თამაში.


  •  

ობიექტური რეალობა — სისხლში ალკოჰოლის შემცველობისგან გამოწვეული ბოდვაა.


  •  

მე არ მინდა მივიდე იმ მომენტამდე, როცა თავს ვიგრძნობ სრულიად დაკმაყოფილებულად. ვფიქრობ, რომ თუ ეს მომენტი დამიდგება, ეს ჩემთვის დასარული იქნება.


  •  

ჩემს სახეზე ჩნდება ნაოჭები, მაგრამ ეს არ მადარდებს, რადგან დავიმსახურე.


  •  

არასოდეს მეგონა საკუთარი თავი მაგარი, მითუმეტეს კი არასდოეს ვთვლიდი ჩემს თავს სიმპათიურად. ღმერთია მოწმე, რომ არ ვტყუი.


  •  

არფერი სჯობს დილით გაღვიძებას და შვილის ანგელოზის სახის დანახვას.


  •  

როდესაც მოზარდი ხარ და 30 წელზე ნაკლების, შენ უკვდავი და მიუწვდომელი ხარ, მოგვიანებით კი იწყებ გააზრებას, რომ შეიძლება მოკვდე.


  •  

შენი თავის პოვნა არ შეიძლება, შენი თავი უნდა შექმნა.


  •  

ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა არის გამრაჯვება სიკვდილზე და ჩვენ ყოველწამიერად უნდა ვზეიმობდეთ ამას.


  •  

არ შეგეშინდეთ მტრების, გეშინოდეთ მეგობრების, რადგან მეგობრები გაგვცემენ და არა მტრები.


  •  

შენ თუ გიყვარს ორი ადამიანი ერთდროულად, ამოირჩიე მეორე, რადგან შენ რომ გიყვარდეს პირველი, მაშინ არ შეგიყვარდებოდა მეორე.


  •  

მე არაფერი ვიცი ცხოვრების შესახებ, მაგრამ ძალიან მინდა სიცოცხლე.


  •  

ჩემში არ არის კონკურნცია, მე არ ვიტყვი რომ ვარ ვინმეს ან რამის ერთგული. მე ვარ ჩემი თავის ერთგული.


  •  

საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა ძალიან სახიფათოა, მაგრამ ძალიან სასარგებლო.


  •  

ხალხი ტირის არა იმიტომ, რომ სუსტები არიან, არამედ იმიტომ, რომ დიდხანს იყვნენ ძლიერნი.


  •  

დიდი თაყვანისმცემელი ვარ რწმენის, ეს ის გრძნობაა, რომლშიც თავს არ ვუტყდებით, მაგრამ ყველა გრძნობს ამას.


  •  

ბავშვზე ზრუნვა იგივეა, რაც იზრუნო შენს მთვრალ მეგობარზე: ისინი ზუსტად ისე ეცემიან, ტირიან და იცინიან.


  •  

მე ბევრ საბავშვო ფილმში მაქვს როლი, იმიტომ, რომ მინდა მათ სიხარული მივანიჭო. ტელევიზორში აჩვენებენ ომისა და ტერაქტების შედეგად დაშავებულ და დაღუპულ ადამიანებს, ბავშვებს კი სიყვარული, ბედნიერება და სიმშვიდე სჭირდებათ.


  •  

როცა იზრდები, ცხოვრება გტეხავს.


  •  

იცინე იმდენი, რამდენსაც სუნთქავ და გიყვარდეს იმდენ ხანს, რამდენსაც ცხოვრობ.


  •  

მამობამ მომცა მეტი ძალა, მეტი წინსვლა, სიმშივდე და თავდაჯერებულობა.


  •  

ქალები კაცებზე ძლიერები არიან. მათთვის ცხოვრებაში მთავარია მხოლოდ ბავშვები, ისინი მათ გარეშე ვერ ხედავენ ცხოვრების აზრს, არ იბრძვიან ქვეყნის მოპოვებისთვის, მათ ისედაც ეკუთვნით, იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ ახალი სიცოცხლის შექმნა.


  •  

ქალების გარემოცვაში მე ვკარგავ ლაპარაკის უნარს.


  •  

ქალებს ადვილად შეუძლიათ წავიდნენ მსხვერპლზე ჩვენ გამო და ჩვენ კაცები ვალდებულნი ვართ გავაღმერთოთ ისინი.


  •  

ცხოვრებას მართმევენ ქალები, მათ ფონზე მე უბრალოდ სუსტი ვარ.


  •  

ქალი უნდა იყოს როგორც ძვირადღირებული კონიაკი, მასავით მიუწვდომელი და მხოლოდ რჩეულთათვის განკუთვნილი, თუ მისი გემო ყველამ გასინჯა, მაშინ ის უბრალო ჩამოსასხმელი ლუდი ყოფილა.


  •  

სკოლა უცნაური და გაუგებარი სტრუქტურაა ჩემთვის. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ სკოლაში კარგად წყვეტენ ბავშვების მომავალს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ სკოლაში არსებობენ ისეთი მასწავლებლები, რომლებსაც ნაკლებად აინტერესებთ ბავშვის სწავლის დონე, მათ უფრო საკუთარი ხელფასი იზიდავთ.


  •  

ვფიქრობ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას გვაქვს ჩვენი უცნაური თვისებები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შეგგვრცხვეს ამის.


  •  

ჩემი სხეული არის ჟურნალი, ტატუ კი ჩემი ისტორია.


  •  

ცხოვრება უცნაურია და შესანიშნავი გზაცაა.


  •  

ოჯახი — ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მსოფლიოში. მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს არ აქვს ოჯახი, მაშინ მას არაფერი გააჩნია.


  •  

ჩემი ოჯახი — ჩემი წარმატების გასაღებია.


  •  

ყველა სიკეთეში დევს ბოროტება და სიკეთე.


  •  

ცხოვრება ის კი არ არის, რომ მარტო იცხოვრო, არამედ უნდა გრძნობდე, რომ ცხოვრობ და არსებობ.


  •  

ვიცი უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე არ მქონია ამბიციები გავმხდარიყავი რეჟიოსრი ან მსახიობი, მე ვიყავი და კვლავ ვრჩები მუსიკოსად, სხვა ყველაფერი თავად მოხდა.