ჯორჯ ბერნარდ შოუ
ვიკიციტატიდან
ჯორჯ ბერნარდ შოუ (ინგლ. George Bernard Shaw, ძველი ირლანდიური გვარი Shaw მართებულად იკითხება როგორც შო); (*26 ივლისი, 1856, დუბლინი ― † 2 ნოემბერი, 1950, ეიოტსენტლორენსი) — ირლანდიელი დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1925).
- ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი არ უსწავლია.
- გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა.
- ჭკვიანები ეგუებიან სამყაროს, სულელები კი ცდილობენ, სამყარო შეიგუონ, ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან სამყაროს და ქმნიან ისტორიას.
- არცერთი კითხვა არ არის იმდენად რთული რამდენადაც ის, რომელზეც პასუხი აშკარაა.
- სულელები მზად არიან ყველაფერი გაიღონ ორი რამისთვის-ბედნიერებასა და თავისუფლებისთვის, მაგრამ სასტიკად ისჯებიან როდესაც ორივეს იღებენ, რადგან ბედნიერების განცდა მათ არ ძალუძთ, ხოლო რა მოუხერხონ თავისუფლებას წარმოდგენა არ აქვთ.
- დაკარგული რეპუტაცია დამსხვრეულ ბროლის ჭურჭელს ემსგავსება: ნამუსრევის დაწებება შეიძლება,მაგრამ დაზიანებული ადგილები გამოჩნდება.
- სანამ სურვილი მაქვს, მაქვს მიზეზი სიცოცხლისთვის. კმაყოფილება სიკვდილია.
- პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს.
- ცხოვრება არ არის საკუთარი თავის ძიება-ის საკუთარი თავის შექმნაა.
- რა უფრო აუცილებელია ადამიანისთვის ნიჭი თუ შრომისუნარიანობა?! მაშინ მიპასუხეთ რა უფრო აუცილებელია ველოსიპედისთვის-წინა თუ უკანა ბორბალი?!
- ხალხი მუდამ გარემოებებს ადანაშაულებს. მე არ მჯერა გარემოებების. მე მჯერა ხალხის, რომელთაც სიფხიზლე შეინარჩუნეს და მოძებნეს მათთვის ხელაყრელი გარემოებანი, და თუ ვერ იპოვეს ასეთი-თავად შექმნეს.
- გეშინოდეს ადამიანისა, რომლის ღმერთიც ზეცაში ცხოვრობს.
- ნუ გაუკეთებთ სხვას იმას,რაც თქვენთვის გინდათ.იქნებ, თქვენი გემოვნება არ ემთხვევა ერთმანეთს!
- ბოლოს და ბოლოს ჩვენი ურთიერთობა იმდენად გაფუჭდა, რომ დაგვრჩა მხოლოდ ერთი: მოგველაპარაკებინა, რომ ჩვენ უაღრესად დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს.
- ქალისა და მამაკაცის ზრდილობიანობის საზომი კონფლიქტურ სიტუაციაში ჩადენილი საქციელია.
- ვინც იცის აკეთებს , ვინც არა- სხვებს ასწავლის.
- შიშის მონობა - ყველაზე უარესი მონობაა.
- როდესაც საკითხი სამხიარულოა, ფრთხილად მოძებნე მასში ფარული ჭეშმარიტება.
- თუ კაცმა ორმოც წლამდე ვერავინ შეიყვარა, სჯობს აღარავინ შეიყვაროს.
- პროგრესს არაფერი ძალუძს, მაგრამ გვქმნის კი ჩვენ უკეთესება ვიდრე უწინ ვიყავით.

