ჰაინრიხ ჰაინე

ვიკიციტატიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაინრიხ ჰაინე

კრისტიან იოჰან ჰაინრიხ ჰაინე (Christian Johann Heinrich Heine) ( 13 დეკემბერი, 1797 – 17 თებერვალი, 1856) - ესეისტი, ჟურნალისტი და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი გერმანელი რომანტიკოსი პოეტებისა. წარმოშობით ებრაელი, მოწიფულობის ასაკში მოექცა ქრისტიანობაზე.


  • სიყვარული - ეს ტკბილი ტკივილია გულში.


  • იქ, სადაც წვავენ წიგნებს, საბოლოოდ, ადამიანებსაც დაწვავენ.


  • თუ მკერდში გული არ გიცემს, ვერასოდეს დაწერ ფართო მასებისათვის.


  • მზისა და ბედნიერების საპოვნელად დავდიოდი ... შიშველი და უძლური დავბრუნდი უკან და სამოსიცა და იმედიც ამ უქმად სიარულში გავცვითე .


  • როცა სიტყვები უძლურია, ისინი ადგილს მუსიკას უთმობენ.


  • გამოცდილება საუკეთესო სკოლაა, უბრალოდ აქ სწავლა ძვირი ღირს.


  • ანგელოზები ამას ციურ ნეტარებას უწოდებენ, ეშმაკები — ჯოჯოხეთურ წამებას, ადამიანები კი — სიყვარულს.


  • ბრიყვების რიცხვი დედამიწაზე გაცილებით აღემატება მოსახლეობის რაოდენობას.


  • უღრმეს ჭეშმარიტებას შობს მარტო უღრმესი სიყვარული და სხვა არაფერი.


  • რამდენი ცრემლიც არ უნდა დაღვარო, ბოლო მაინც ერთი იქნება - ცხვირის მოხოცვა.


  • ყოველი ქალი სამყაროს საჩუქარია ჩემთვის.


  • უნდა მიუტევო შენს მტრებს, რაღა თქმა უნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ სახრჩობელაზე ჩამოკიდებენ.


  • ჩემი გული ყოველთვის აღსავსე იქნება სიყვარულით, ვიდრე ქვეყნად ქალები არსებობენ.


პირადი ხელსაწყოები