შინაარსზე გადასვლა

ჰენრი ფორდი

ვიკიციტატიდან
ჰენრი ფორდი, 1919 წ.

ჰენრი ფორდი (30 ივლისი, 1863 – 7 აპრილი, 1947) — ჰენრი ფორდ მოტორ კომპანი-ს (Henry Ford Motor Company) დამაარსებელი. პირველი იყო, ვინც წარმოებაში დანერგა კონვეიერის მეთოდი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

მარცხი კიდევ ერთი შანსია იმისა, რომ ისევ თავიდან დაიწყო, ოღონდ ამჯერად უფრო ჭკვიანურად.


  •  

არ არსებობს დიდი პრობლემები, არსებობს ბევრი პატარა პრობლემა.


  •  

ხარისხი ნიშნავს რაიმეს სწორად კეთებას მაშინაც კი, როცა არავინ გიყურებს.


  •  

ადამიანთა ურთიერთგაგების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მას ჰქონდეს უნარი, საკითხს სხვა ადამიანის თვალით შეხედოს და ეს საკითხი გადაჭრას ისე, რომ გაითვალისწინოს როგორც თავისი, ისე სხვისი ინტერესები.


  •  

რეპუტაციას ვერ შეიქმნი იმ საქმეებით, რომელთა გაკეთებასაც მომავალში გეგმავ.

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ჰენრი ფორდი