ჰერმან ჰესე
ვიკიციტატიდან
ჰერმან ჰესე (გერმ. Hermann Hesse; დ. 2 ივლისი, 1877 - გ. 9 აგვისტო, 1962) — გემანელი მწერალი; 1946 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურიატი ლიტერატურის დარგში.
ციტატები [რედაქტირება]
- იუმორი უბედურ, მაგრამ მაღალნიჭიერ ადამიანთა გამოგონებაა.
- ყოველი ჭეშმარიტების საწინააღმდეგო მტკიცება - ჭეშმარიტებაა
- თუკი ერთი ლუკმა საჭმელიც კი არ გაქვს, ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება,რომ მარხვა დაიწყო.
- ჩემსა და შენს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ შენ უცნაური დაჟინებით ეძებ ამ განსხვავებას.
- სხვებში ის გვეზიზღება, რაც ამავდროულად ჩვენი სულის ნაწილიცაა. საერთოდ არ გვანაღვლებს ის, რაც ჩვენც არ გვახასიათებს.
- სიყვარული ჩვენს გასაბედნიერებლად არ არსებობს. ეს გრძნობა იმისთვისაა შექმნილი, რომ დაგვანახოს, რამდენის ატანა შეგვიძლია.
- ფრინველი კვერცხიდან გამოჩეკას ცდილობს. კვერცხი სამყაროა. ვისაც უნდა, რომ იშვას, სამყარო უნდა დაანგრიოს.
- ჩვენ იმისთვის ვცოცხლობთ, რომ ჯერ სიკვდილის შიში გვქონდეს, მერე კი ერთმანეთი გვიყვარდეს. განა სწორედ სიკვდილის წყალობით არ არის ხოლმე ეს ცხოვრება ასე საოცრად წარმტაცი.
- გიჟთან ურთიერთობისას საუკეთესო გამოსავალი საღად მოაზროვნე ადამიანის როლის თამაშია.
- ბედნიერება ტალანტია და არა რაიმე ხელშესახები საგანი.
- ალბათ ჩემნაირ ადამიანებს არ შეუძლიათ სიყვარული. სწორედ ესაა რიგითი ხალხის საიდუმლო- ისინი სიყვარულის ნიჭით არიან დაჯილდოებულნი.
- ჩემს ნაწერებში მკითხველი კარგავს რეალობის განცდას...და როდესაც მე ვხატავ,ხეებს აქვთ სახეები,სახლებს- ღიმილი,ან კიდევ ცეკვავენ...ან-ტირიან....