ჰორას მანი
ვიკიციტატიდან
ჰორას მანი ( Horace Mann) (დ. 4 მაისი, 1796 - გ. 2 აგვისტო, 1859), ამერიკელი განათლების სისტემის რეფორმატორი და აბოლიციონისტი.
- მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს არ გაუღვიძებს სწავლის დაუოკებელ სურვილს, ისევე ამაოდ იშრომებს,როგორც მჭედელი, რომელიც ცივი რკინის გამოჭედვას ცდილობს.
- მოკვდე მაშინ, როცა არანაირი სარგებლობა არ მოგიტანია კაცობრიობისათვის, სირცხვილია.
- აუცილებელი არაა,ყველას უთხრათ სიმართლე, მაგრამ ყველაფერი, რასაც იტყვით, უნდა იყოს სიმართლე.
- ხასიათი ისაა, რაც ღმერთმა და ანგელოზებმა იციან ჩვენს შესახებ, რეპუტაცია კი ის, რასაც ხალხი ფიქრობს ჩვენზე.