Assassin's Creed: Revelations

ვიკიციტატიდან

Assassin's Creed: Revelations — კომპიუტერული თამაში სერიიდან Assassin's Creed, რომელიც გამოუშვა Ubisoft-მა. თამაშის მსვლელობისას ჩნდება სამი მთავარი პერსონაჟი — ეციო აუდიტორე, დესმონდ მაილსი და ალტაირ იბნ ლა აჰადი.

დიალოგები[რედაქტირება]

(იუსიფ თაზიმი, თურქი ასასინების ორდენის ლიდერი, ესალმება ეციო აუდიტორეს პირველი შეხვედრისას).

იუსუფ თაზიმი: Hoshgeldin, kardeshim! (გამარჯობა, ძმაო!) თუ ლეგენდა არ ცრუობს, თქვენ კაცი ხართ, რომელსაც დიდი ხანია უნდა შევხვედროდი. სახელგანთქმული ოსტატი და მენტორი — ეციო აუდიტორე დე, ლა-ლა-ლა.
ეციო: Prego? (ბოდიში?)
იუსუფი: მომიტევე. მე კარგა ხანია მიჭირს მაგ იტალიური გაუგებარი მეტყველების დამახსოვრება.
ეციო: დე Firenze (ფლორენცია). ქალაქი, სადაც მე დავიბადე.
იუსუფი: აჰა, გასაგებია! მაშინ, თქვენი ჩვეულებით , მე ვიქნები..."Yusuf Tazim da სტამბული" (იუსუფ თაზიმ დე სტამბული) მომწონს ასე!
ეციო: სტამბული? ქალაქის სხვა სახელი?
იუსუფი: Evet (კი), ეს არის ადგილობრიფი ფავორიტი. წამოდი, Mentor da Firenze. დაგათვალიერებინებ აქაურობას.

(ლეანდროსის, ბიზანტიელების მცირერიცხოვანი გარნიზონის მეთაურის ბოლო სიტყვები[1]).

ლეანდროსი: ბებერ ძაღლს ჯერ არ დაუკარგვია კბილები.
ეციო: წიგნი. სად არის?
ლეანდროსი: ა! ნიკოლო პოლოს დღიური? შენ ის ვეღარ დაგეხმარება. ჩვენ ვიპოვეთ ერთი მასიაფის გასაღები, და მალე გვექნება ყველა დანარჩენი.
ეციო: ის რაც ბიბლიოთეკაშია, არაა ტამპლიერებისათვის
ლეანდროსი: შეგიძლია ალტაირის წიგნი დაიტოვო, ეციო. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ მინიშნებები... რომლებიც გზას გვიჩვენებენ დიდ ტაძარში. აჰ...
ეციო: დიდი ტაძარი? რა არი ეს? თქვი!... Requiescat in pace, bastardo (ქართ. გამოემშვიდობე მსოფლიოს, ნა­ძი­რა­ლა).

სქოლიო[რედაქტირება]

  1. სტატია ლეანდროსის შესახებ AC ვიკიზე. http://ru.assassinscreed.wikia.com/wiki/%D0%9B%D0%B5%D0%B0%D0%BD%D0%B4%D1%80