შინაარსზე გადასვლა

ადამ სმითი

ვიკიციტატიდან

ადამ სმითი (სავარაუდოდ დ. 5 ივნისი, 1723, კერკოლდი, შოტლანდია ― გ. 17 ივლისი, 1790, ედინბურგი) — შოტლანდიელი პოლიტიკური ეკონომისტი და ფილოსოფოსი, შოტლანდიური განმანათლებლობის საკვანძო ფიგურა და თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

არ არსებობს ხელოვნება, რომელსაც მთავრობა უფრო სწრაფად ისწავლის, ვიდრე ხალხის ჯიბიდან ფულის გამოდევნა.

  ციტატის წყარო: ადამ სმითის 25 ციტატა

  •  

ვერც ერთი საზოგადოება ვერ იქნება აყვავებული და ბედნიერი, რომლის წევრების დიდი ნაწილი ღარიბი და უბედურია.

  ციტატის წყარო: ადამ სმითის 25 ციტატა

  •  

ზოგადად, თუ ვაჭრობის რომელიმე დარგი ან შრომის რომელიმე დანაწილება საზოგადოებისთვის ხელსაყრელია, რაც უფრო თავისუფალი და ფართოა კონკურენცია, მით უფრო მეტად ასეთი იქნება. — ადამ სმითის აზრი კონკურენციაზე

  ციტატის წყარო: [1]

  •  

ინდივიდუალური ამბიცია ემსახურება საერთო სიკეთეს.

  ციტატის წყარო: ადამ სმითის 25 ციტატა

  •  

ჩვენ ვახშამს არა ყასბის, ლუდისმხარშველის ან მცხობელის კეთილგანწყობიდან ველით, არამედ მათი საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.

  ციტატის წყარო: ადამ სმითის 25 ციტატა

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ადამ სმითი