აკაკი ჩხენკელი
აკაკი ჩხენკელი (დ. 19 მაისი, 1874, ოქუმი — გ. 5 იანვარი, 1959) — ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი, საქართვლოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს ელჩი საფრანგეთში.
ციტატები
[რედაქტირება]მე მეშინია რაღაცისა, არ ვარ დაიმედებული, სკეფსი მიპყრობს. არ ვარ ისე მტკიცეთ დარწმუნებული ჩემს ერში, ის ცუღლუტია, ყველაფერს ადვილათ ითვისებს, და აქედან ადვილათ ივიწყებს. მე არ მჯერა მაინცდამაინც, რომ ის სერიოზულათ უყურებს თავის ნამოქმედარს ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში. არ მჯერა, რომ მან შეიყვარა თავისუფლება, დამოუკიდებლობა, რომ ის მზათაა მისთვის თავი განსწიროს, რომ ის გრძნობს სრულს პასუხისმგებლობას მისგან გადადგმულ ისტორიულ ნაბიჯისა, რომ მან აქცია მოპოვებული თავისუფლება თავის არსად ან უკეთ მასში ჩააქსოვა მან მთელი თავისი არსი... ამბობენ, ყური გამომიჭედეს, საქართველო უკვე დასრულებული სახელმწიფო ორგანიზმიაო. მისი აღმშენებლობა სრულიად ნორმალურია, მისი წაქცევა, გარდა სტიქიურ ძალმომრეობისა რომელსამე უძლიერეს გარეშე ძალისა, არაფერს შეუძლიაო. არ მჯერა, წარმოიდგინეთ. და ეს იმიტომ კი არა, თითქო მე არ ვაფასებდე ქართველის ნიჭსა, უნარსა, ხერხსა და სხ. პირიქით, ყველა ამას მე დიდათ ვაფასებ, დარწმუნებულიც ვარ, რომ ქართველს შეუძლია შეჰქმნას თავისი სახელმწიფო და სულ ცოტა ხანში აქციოს ის სამაგალითოდ სხვებისთვის. მე რას ვამბობ ეს ისაა, რომ ქართველი ერი ჯერ კიდევ არაა ძირიან-ფესვიანათ შენძრეული, არა აქვს მას აღებული ახალი ცხოვრების გემო, არ არის გაღრმავებული მისი გრძნობა და გონება, აკლია მას პასუხისმგებლობის გრძნობა, ერთობ ზეზეურია ხახალაკი, არ გრძნობს ის ნეტარებას იმაში, რომ თვით არის გამომჭედელი თავის სვე-ბედის... მას აქვს სახელმწიფო, ყოველგვარი დაწესებულებანი: სკოლა, სამსაჯულო, ჯარი, პოლიტიკა შინაგანი, გარეშე ... მაგრამ ჩემის წინაგრძნობით თითქო ყველა ეს დედოფალაა, არა სერიოზული, რომელიც პირველივე ქარიშხლის დაბერვას ვერ გაუძლებს |
ციტატის წყარო: აკაკი ჩხენკელის დღიურები, ნაწილი 1, 2021
