შინაარსზე გადასვლა

ალკოჰოლი

ვიკიციტატიდან
  •  

„მე ვსვამ იმიტომ, რომ დავივიწყო, რომ სხვებმა დამივიწყეს.“

  ფრედერიკ ბეგბედერი
  •  

„ალკოჰოლი სიყვარულივითაა: თავიდან ძალიან მაგარია...“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„იქ, სადაც ლოთობენ, იმედი ისევ ღვივის ─ მოწესრიგებული ტოტალიტარული ჭანჭიკი ვერ დალევს.“

  ენტონი ბერჯესი

  ციტატის წყარო: “ჰუმანური რუსები” (1961 წ.)

  •  

„თუ რამე კარგი მოხდა, სვამ, რომ აღნიშნო. თუ რამე ცუდი მოხდა, სვამ, რომ გული გადააყოლო. თუ არაფერი მოხდა, სვამ, რომ რამე მოხდეს.“

  ჩარლზ ბუკოვსკი


  •  

„რამდენადაც მეტსა ვსვამ, იმდენად მეტსა ვგრძნობ. იმიტომაც ვსვამ, რომ სმაში სიბრალულსა და გრძნობიერებას ვეძიებ... იმიტომ ვსვამ, რომ მინდა ორკეცად ვიტანჯო.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„ზოგიერთ მსმელს მოთხოვნილებად აქვს გადაქცეული ელაპარაკოს ვისმე, მეტადრე თუ შინ სასტიკად ეპყრობიან და ჩაგრავენ.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„ცუდ სიმთვრალეს კიდე ეშველება, ცუდი სიფხიზლე თქვი შენ...“

  გურამ დოჩანაშვილი
  •  

„ღვინო ლოთმა გადახუხა ─ ღვინომ შური იძია, ლოთი გააგიჟა.“

  ლეონარდო და ვინჩი
  •  

„ალკოჰოლის გავლენით მთვრალს შეუძლია პირველ შემხვედრს გადაეხვიოს და მის მკერდზე ცრემლები ღვაროს, მისთვის სულ ერთია, მე ვარ ეს, თუ სხვა ვინმე. მაგრამ ეს ხვევნა მთვრალს მოსწონს და არა მე, არ მსურს წვეთი ვიყო შეუცნობელ ნიაღვარში. მე ─ მე ვარ.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)

  •  

„თქვენი ლოთობის მიზეზი თავად თქვენშია ─ ეს ცხოვრებისადმი ნეგატიური სულიერი დამოკიდებულების შედეგია.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”


  •  

„ლოთობა უგუნურობაში ვარჯიშია.“

  პითაგორა
  •  

„ლუდი სასმელზე მეტია; ის მიგვანიშნებს, რომ უსაფრთხოდ ხარ და თავისუფლად შეგიძლია გაშალო ფეხები და მოეშვა.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” (1929 წ.)

  •  

„იცი, ჭეშმარიტი კავალერი როგორ შეიცნობა? იმით, რომ მთვრალიც ღირსეულად იქცევა.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)


  •  

„ლოთობა ნებაყოფლობითი სიგიჟეა.“

  სენეკა
  •  

„განსაკუთრებით სახიფათოა ალკოჰოლის მარტოობასთან შერევა.“

  უილიამ ფოლკნერი
  •  

„გახსოვდეთ, რომ მე უფრო მეტი მივიღე ალკოჰოლისგან, ვიდრე მან ჩემგან.“

  უინსტონ ჩერჩილი
  •  

„არაყი თეთრია, მაგრამ აწითლებს ცხვირს და აშავებს რეპუტაციას.“

  ანტონ ჩეხოვი


  •  

„შარიანთან ღვინო არ დალიო.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„ღვინო იმდენად არის კარგი, რამდენადაც მას ცრემლების მოგვრა შეუძლია.“

  ტარიელ ჭანტურია
  •  

„ჭკვიანმა კაცმა ხანდახან უნდა დალიოს, თორემ გაგიჟდება...“

  ერნესტ ჰემინგუეი