ალფრედ ადლერი

ალფრედ ადლერი (გერმ. Alfred Adler; დ. 7 თებერვალი, 1870, ვენა — გ. 28 მაისი, 1937, აბერდინი, შოტლანდია) — ავსტრიელი ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი.
ციტატები
[რედაქტირება]„ვინც იცინის, მღერის და ცეკვავს, საკუთარ სულს მკურნალობს.“ |
„ერთადერთი „ნორმალური“ ადამიანები ისინი არიან, ვისაც კარგად არ იცნობ.“ |
„გაჰყევით თქვენს გულს, მაგრამ ტვინიც თან წაიღეთ.“ |
„ადამიანის განვითარების მთავარი მაჩვენებელია მისი სულის აქტიური წინსვლა.“ |
|- | | ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)
„რომ არა საკუთარი არასრულფასოვნების განცდა, ჩვენი მდგომარეობის შეცვლის სურვილი არ გაგვიჩნდებოდა.“ |
|- | | ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)
„არასრულფასოვნების განცდა იწვევს საპასუხო რეაქციას ─ ამბიციურობას, რომელიც ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.“ |
|- | | ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)
„ბავშვის განვითარება განისაზღვრება იმით, თუ როგორ აღიქვამს და როგორ ეპყრობა იგი გარე სამყაროს.“ |
|- | | ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)
„სოციალური გრძნობის ხარისხი ─ ბავშვური ნორმალურობის ბარომეტრია.“ |
|- | | ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)
„მშობლებმა ან აღმზრდელებმა ბავშვს არ უნდა მისცენ მხოლოდ ერთი ადამიანის სიყვარულის უფლება.“ |
|- | | ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)
„სოციალური სტანდარტიდან გადახრა ანადგურებს იმ საზოგადოებრივ იდეალს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი, შეგნებულად თუ შეუცნობლად, საკუთარ თავში ინახავს.“ |
|- | | ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)
„არსებითად, ესთეტიკაც კი სოციალურ ნორმებს ექვემდებარება.“ |
|- | | ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)
„ჩვეულებრივ, საღი აზრი მხოლოდ მას შემდეგ ვლინდება, რაც მცდარი თვალსაზრისები გამოიცდება.“ |
|- | | ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)
„ჭეშმარიტად ძლიერ ადამიანს არ ახასიათებს სისასტიკე.“ |
|- | | ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)
„ადამიანის მომავალ ქცევას მხოლოდ საღი აზრითა და ლოგიკით ვერ შევცვლით; საჭიროა გადავაფასოთ ადრეულ ბავშვობაში დაგროვილი გამოცდილებები და ის აღქმები, რომლებმაც მისი შინაგანი სამყარო ჩამოაყალიბა.“ |
|- | | ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)
„.“ |
|- | | ციტატის წყარო: “ადამიანის ბუნების შეცნობისათვის” (1927 წ.)
