ამპარტავნება
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, ზემოდან არ შეხედონ თანატოლს, რომელმაც ცუდი ნიშანი მიიღო ან არასწორი საქციელი ჩაიდინა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ამგვარი დამოკიდებულება მათში არასრულფასოვნების კომპლექსს განავითარებს და სიმამაცეს დათრგუნავს.“ | |
| — ალფრედ ადლერი |
|- | | ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)
ბ
[რედაქტირება]„არც ერთი მამაკაცი არაა ქალების მიმართ ისეთი აგრესიული და ქედმაღალი, როგორც ის, ვისაც საკუთარ მამაკაცობაში ეპარება ეჭვი.“ | |
| — სიმონ დე ბოვუარი |
„ქალთან შედარებით სრულიად ჩვეულებრივ მამაკაცსაც კი თავი ნახევრად ღმერთი ჰგონია!“ | |
| — სიმონ დე ბოვუარი |
გ
[რედაქტირება]„ამპარტავნებას აქვს ერთი ძალიან საინტერესო თვისება: არავითარ შემთხვევაში შენზე უპირატესს არ დაგანახებს ─ სულ შენ ხარ სხვაზე დიდი...“ | |
| — გიორგი გვასალია |
„ყველაზე ჩლუნგი, ლაყე თავები ყველაზე მეტად ამპარტავნობენ!“ | |
| — გოეთე |
სძულს ღმერთსა ამპარტავნობა მეტადრე გლახა მწირისა. | |
| — დავით გურამიშვილი |
კაცს მართებს დაბლაც დახედვა, | |
| — დავით გურამიშვილი |
დ
[რედაქტირება]„სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს.“ | |
| — ანტონი დიდი |
ე
[რედაქტირება]„საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანების გზები თვითგანადგურებისკენ მიდის.“ | |
| — ეზოპე |
ვ
[რედაქტირება]„უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე აქვთ.“ | |
| — ვოლტერი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„თუ თავისუფლებას მისცემ ამპარტავნებას, უფრო ძნელად დასაძლევი გახდება იგი.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
|- | | ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
ი
[რედაქტირება]კ
[რედაქტირება]„ამპარტავნება საკუთარ თავს ისე უყურებს, თითქოს სარკეში ღმერთი დაენახოს და ვერ ხვდება, რომ ეს უბრალოდ დამტვერილი მინაა.“ | |
| — სერენ კიერკეგორი |
ლ
[რედაქტირება]მ
[რედაქტირება]„ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება, ზემოდან უცქიროს მეორეს, როცა მას წამოდგომაში ეხმარება.“ | |
| — გაბრიელ გარსია მარკესი |
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]„ამპარტევნებისაგან დაიბადების მოუსმინარობა, თავდაჯერებულობა და ცუდდიდებობა.“ | |
| — სულხან-საბა ორბელიანი |
„ამპარტავანი ეს არს თავისის ნაქმარის მამწონებელი და უმსგავსო დიდების მოყვარე, გულმაღალი და სწავლის მოთაკილე, გულმაღალი, მზვაობარი და ზესთამჩენი, რომელს ენებოს თავი თვისი სხვისა უმაღლესად და უკეთესად გამოაჩინოს.“ | |
| — სულხან-საბა ორბელიანი |
„ამპარტავნება გონების სიმწირის დადასტურებაა.“ | |
| — იოანე ოქროპირი |
პ
[რედაქტირება]„უმიზეზოდ თვითგანდიდება შეჰფერით მხოლოდ უგუნურთ.“ | |
| — პინდარე |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„რაც უფრო პრიმიტიულია ადამიანი, მით უფრო მაღალი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე.“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
„იმ სამოქალაქო პირს, ვის სიტყვასაც ადრე დიდი წონა არ ჰქონდა, უფრო მეტად უვარდება თავში სამხედრო სამსახურში ყოფნისას.“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
|- | | ციტატის წყარო: “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” (1929 წ.)
ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა. | |
| — შოთა რუსთაველი |
|- | | ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)
ს
[რედაქტირება]„საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანია.“ | |
| — სოფოკლე |
ტ
[რედაქტირება]„ყველაფერი შენი ამპარტავნობისაგან გჭირს.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„მსხვერპლად თავის დადება სისულელეა, სიგიჟეა. ეს ამპარტავნობაა, ამით სურს კაცს, რომ განერიდოს სამართლიანად მოვლენილ უბედურებას, ანდა სხვისი ბედნიერების შური ჩაიკლას გულში.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„თუ იყოყოჩებთ და პატივმოყვარეობის ჭაობში ჩაეფლობით, მაშინ მზად იყავით პიედესტალიდან ჩამოგდებისთვის ─ მე ასეთი რამ დამემართა.“ | |
| — დონალდ ტრამპი |
|- | | ციტატის წყარო: “არასოდეს დანებდე!” (2008 წ.)
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]ქ
[რედაქტირება]„ადამიანის გარშემო, რომელსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, მეგობრების ნაცვლად მარტოსულობა ისადგურებს ხოლმე.“ | |
| — ლევან ქართლელი |
ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]ჩ
[რედაქტირება]ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]ხ
[რედაქტირება]„რაც უფრო სულმდაბალია ადამიანი, მით უფრო მაღლა სწევს ცხვირს ─ ის ცხვირით მიიწევს იმისკენ, რასაც სულით ვერ შესწვდა!“ | |
| — ომარ ხაიამი |
ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„მას, ვინც ერუდიციითა და განსწავლულობით იწონებს თავს, არც ერთი აქვს და არც ─ მეორე.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
„შენი თავი მაყიდინა იმ ფასად, როგორი ღირებულებაც ჩემს თვალში გაქვს და მერე იმ ფასში გამაყიდინა, როგორი წარმოდგენაც საკუთარ თავზე გაქვს.“ | |
| — ებრაული გამოთქმა |