ანდრე მორუა
ანდრე მორუა (დ. 26 ივლისი, 1885, ელბეფი — 9 ოქტომბერი, 1967, ნეიი-სიურ-სენი) — ფრანგი მწერალი.
ციტატები
[რედაქტირება]„მე მეზღვაურს ვუწოდებ იმას, ვინც აფრააშლილი ცურავს და ქარისა და ტალღების ავ-კარგი გაეგება. სწრაფმავალი კატარღის თუ ორთქლის იახტის თანამედროვე მეზღვაური ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ მამაცი შოფერია, რომელიც ზღვაში სამარულო მანქანას მართავს.“ |
ციტატის წყარო: “მოგზაურობა ესთეტთა ქვეყანაში” (1927 წ.)
„განსაცდელი, ხელმოკლეობა, ტალახი, წვიმა და სიცივე არ მაშინებდა; მეშინოდა მხოლოდ ადამიანებთან უშუალო საქმის დაჭერისა.“ |
ციტატის წყარო: “მოგზაურობა ესთეტთა ქვეყანაში” (1927 წ.)
„სიძულვილი საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი, სურვილი მისგან გაქცევისა ─ დღეს გაცილებით უფრო გავრცელებული მოვლენაა, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო.“ |
ციტატის წყარო: “მოგზაურობა ესთეტთა ქვეყანაში” (1927 წ.)
„ნამდვილი ესთეტის ცხოვრება ძალიან მძიმეა, შექმნის პერიოდი, როგორც ჩანს, ისევე მტკივნეულია, როგორც მშობიარობა; შემოქმედებითი წვის შუალედებში შესვენების ხანმოკლე პერიოდები აღსავსეა მათთვის შიშითა და ძიებებით.“ |
ციტატის წყარო: “მოგზაურობა ესთეტთა ქვეყანაში” (1927 წ.)
„პოემა მხოლოდ სიტყვების ხელოვნური შეხამებაა, ყოველი მხატვარი მისტიფიკატორია, და ერთი საათი ჭეშმარიტი სიყვარულისა მთელი მსოფლიოს წიგნებად ღირს!“ |
ციტატის წყარო: “მოგზაურობა ესთეტთა ქვეყანაში” (1927 წ.)
