არჩევანი
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„აუცილებელია არჩევანი: არ შეიძლება ერთდროულად გინდოდეს ფული და თანაგრძნობა.“ | |
| — მარსელ აშარი |
ბ
[რედაქტირება]„როცა საზოგადოება გიტოვებთ არჩევანს თოთო ბავშვის ტირილსა და ცოლის გარეშე ფართიზე წასვლას შორის, აღარ უნდა გაგიკვირდეთ, რომ დასავლეთში მარტოხელა დედების რაოდენობა მატულობს.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
|- | | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ღვთისშვილს არჩევანის უფლება თუ არ აქვს, იმას ადამიანიც აღარ ეთქმის!“ | |
| — ენტონი ბერჯესი |
|- | | ციტატის წყარო: “მექანიკური ფორთოხალი” (1962 წ.)
„სულ ორ რამეს შორისაა არჩევანი გასაკეთებელი ან არჩევანი საერთოდ არ არსებობს.“ | |
| — ენტონი ბერჯესი |
|- | | ციტატის წყარო: “მექანიკური ფორთოხლის” პროლოგი პიესა მუსიკალური აკომპანემენტით (1986 წ.)
„მორალური არჩევანისთვის უნდა არსებობდეს ის, რაც მას ეწინააღმდეგება. სხვა სიტყვებით, ბოროტება. ასევე სიკეთეც. და უნდა არსებობდეს ის ნეიტრალური არეალი, სადაც არ არის საჭირო ამ მორალური არჩევანის გამოყენება ─ როდესაც ღვინოს ვაგემოვნებთ, სიყვარულს ვეძლევით ან მუსიკას ვუსმენთ.“ | |
| — ენტონი ბერჯესი |
|- | | ციტატის წყარო: საპროგრამო შენიშვნა „მექანიკური ფორთოხლისთვის“ (2004 წ.)
გ
[რედაქტირება]„ცხოვრებაში ორი არჩევანია მთავარი: საით წახვიდე და ვისთან ერთად.“ | |
| — ჯეფრი გიტომერი |
„ყოველთვის ყველაზე რთული გზა აირჩიეთ ─ მასზე კონკურენტებს ვერ შეხვდებით.“ | |
| — შარლ დე გოლი |
დ
[რედაქტირება]„როცა არჩევანს ვერ აკეთებს ადამიანი, შენ უნდა გაეცალო, რადგან გაიხლიჩება მისი სული.“ | |
| — ნოდარ დუმბაძე |
ე
[რედაქტირება]ვ
[რედაქტირება]ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]კ
[რედაქტირება]„ადრე თუ გვიან, მოდის დრო, როცა არჩევანი უნდა გაკეთდეს დაკვირვებასა და მოქმედებას შორის. ადამიანად ჩამოყალიბება სწორედ ამას გულისხმობს.“ | |
| — ალბერ კამიუ |
„სწორედ თავისუფალი არჩევანი აყალიბებს პიროვნებას. ყოფნა საკუთარი თავის არჩევას ნიშნავს.“ | |
| — ალბერ კამიუ |
ლ
[რედაქტირება]მ
[რედაქტირება]„თქვენი ცნობიერება ფლობს არჩევანის ძალას, მაგრამ ქვეცნობიერება იქცევა მიღებული მითითებების შესაბამისად.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
|- | | ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”
„გზა ჯანმრთელობისკენ, ბედნიერებისკენ, სულიერი სიმშვიდისკენ და აყვავებისკენ ძევს არჩევანის გაკეთების უნარში ─ როდესაც სწორად აზროვნებას ვისწავლით, შევწყვეტთ ტკივილის, სიღარიბის და გაჭირვების არჩევას.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
|- | | ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”
„სამი რამაა ადამიანში ღვთაებრივი: თავისუფლება, სიყვარული და სიცოცხლე! ჰოდა, როცა არ გეცოდინება, რა გზას დაადგე, შენს თავს ჰკითხე ის, რის გაკეთებასაც აპირებ, ემსახურება თუ არა ამ სამს თუ რომელიმეს აზიანებს?“ | |
| — ვახტანგ მოსიაშვილი |
|- | | ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]„კაცობრიობის არჩევანი თავისუფლებასა და ბედნიერებას შორის მერყეობს; უმეტესობას ბედნიერება ურჩევნია.“ | |
| — ჯორჯ ორუელი |
„ხალხი, რომელიც ირჩევს მოღალატეებს, მექრთამეებს, მატყუარებს, ქურდებსა და თაღლითებს, მსხვერპლი არ არის ─ თანამონაწილეა.“ | |
| — ჯორჯ ორუელი |
პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„ცხოვრებაში ყველაზე რთულია, ისწავლო იმის გარჩევა, რომელი ხიდი დაწვა და რომელზე გადახვიდე.“ | |
| — ბერტრან რასელი |
„გახსოვდეს, ერთი არჩევანიც საკმარისია, რომ სამუდამოდ გარდაიქმნა.“ | |
| — ვერონიკა როთი |
ს
[რედაქტირება]„სიკვდილიც კი, არჩევანის წინაშე რომ ყოფილიყო, სიცოცხლეს აირჩევდა.“ | |
| — ჟოზე სარამაგუ |
„ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში აკეთებს არჩევანს, რადგან ─ არჩევანის არგაკეთებაც არჩევანია.“ | |
| — ჟან-პოლ სარტრი |
ტ
[რედაქტირება]„ვერ გავიგე, არჩევნებზე რატომ ირჩევს უმრავლესობა, როცა ჭკუა უმცირესობას აქვს.“ | |
| — მარკ ტვენი |
„ხმის მიცემა რომ რაიმეს ცვლიდეს, ჩვენ ამის უფლებას არ მოგვცემდნენ.“ | |
| — მარკ ტვენი |
უ
[რედაქტირება]„მე ვირჩევ მეგობრებს მათი იღბლით, ნაცნობებს ─ კარგი ხასიათით, ხოლო მტრებს ─ მათი ინტელექტით.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
„ცხოვრებაში არსებობს ორი ძირითადი არჩევანი:შეეგუო არსებულ პირობებს ან აიღო მათი შეცვლის პასუხისმგებლობა.“ | |
| — დენის უიეტლი |
ფ
[რედაქტირება]ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„ქალების უმრავლესობა ღამის პერანგს უფრო გონივრულად არჩევს, ვიდრე საკუთარ მამაკაცს.“ | |
| — კოკო შანელი |
ჩ
[რედაქტირება]„თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომს.“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„ადამიანი იმას კი არ ირჩევს, რაც მას უნდა, არამედ, იმას თანხმდება, რასაც თავზე ახვევენ… ანდა იღუპება.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
|- | | ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)
„ადამიანი განუწყვეტლივ ირჩევს რაღაცას, მაგრამ იმდენად მერყევია მისი ბუნება, ისე მალე ეცვლება აზრი, შეხედულება თუ სურვილი ─ ბოლოს აღარაფერი შერჩება ხოლმე ხელში.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
|- | | ციტატის წყარო: “მარტის მამალი” (1987 წ.)
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]„ყოველი ჩვენგანი შეიძლება გახდეს ველური ან წმინდანი განსაზღვრულ ვითარებაში; კარგი ადამიანი ცუდისგან მისი არჩევანით განირჩევა.“ | |
| — უილიამ ჯეიმსი |
ჰ
[რედაქტირება]„ჩვენ გვასწავლეს, რომ ცხოვრებაში ჩვენი არჩევანი შეზღუდულია. თუმცა ეს წარსულში იყო [...] დაბადებასა და სიკვდილს შორის მონაკვეთში ჩვენ თავად ვირჩევთ საკუთარ გზას.“ | |
| — ლუიზა ჰეი |
|- | | ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”
როცა განიკურნები, შენ აღარ იქნები ის, ვისაც აირჩევენ; შენ გახდები ის, ვინც აირჩევს.
„ნუ ირჩევ იმ ადამიანებს, ვინც შენ არ გირჩევს.“ | |
| — [[]] |
„ადამიანი საკუთარი შესაძლებლობებით კი არ ისაზღვრება, არამედ ─ იმ არჩევანით, რომელსაც ის ცხოვრებაში აკეთებს.“ | |
| — [[]] |
„როდესაც დგახარ არჩევანის წინაშე, აირჩიე ის, რაც ყველაზე რთულია გასაკეთებლად,რადგან სირთულე ჭეშმარიტების ნიშანია.“ | |
| — [[]] |
„იცით, არჩევანის გაკეთება როდისაა ყველაზე რთული?! ─ როცა ზუსტად იცი რომელი გზაა სწორი, მაგრამ ამ გზით წასვლა არ გინდა.“ | |
| — [[]] |
„არ არსებობს იოლი გზა ─ ჩემი ნებისმიერი არჩევანი ვიღაცას ტკივილს მოუტანს.“ | |
| — [[]] |
|- | | ციტატის წყარო: კინოფილმი “უბის წიგნაკი” (2004 წ.)