შინაარსზე გადასვლა

ასაკი

ვიკიციტატიდან
  •  

„ოცდაათი წლის ახალგაზრდა არ გამიგია მე ─ ახალგაზრდა არის თხუთმეტი წლის! ოცი წლის კაცია უკვე ─ კაცი! თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს!“

  ოტია იოსელიანი


  •  

„დაითვალე შენი ასაკი მეგობრებით და არა ─ წლებით; დაითვალე შენი ასაკი ღიმილით და არა ─ ცრემლით.“

  ჯონ ლენონი
  •  

„ახალგაზრდობის წყარო არსებობს და ის გონების, შემოქმედებისა და ნიჭისაგან შედგება, რომელიც თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში შეგაქვთ. თუ ამ წყაროდან წლის დალევას ისწავლით, საკუთარ ასაკს ნამდვილად აჯობებთ.“

  სოფი ლორენი
  •  

„ასაკი ის არ არის, თუ რამდენი წლის ხარ, არამედ ის, თუ როგორ გრძნობ მას.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„ნამდვილი მამაკაცი ისაა, რომელსაც ყოველთვის ახსოვს ქალის დაბადების დღე და არასდროს იცის, რამდენი წლისაა ის.“

  მერილინ მონრო
  •  

„20 წლის ასაკში სახე ბუნებისგან გაქვთ ბოძებული, 50 წლის ასაკში ─ მას თავად ქმნით.“

  კოკო შანელი
  •  

„თითოეულ ქალს აქვს ის ასაკი, რომელსაც იმსახურებს.“

  კოკო შანელი
  •  

„ქალისთვის ასაკი არაფერს წარმოადგენს ─ შესაძლოა, 20 წლის ასაკშიც საოცრად გამოიყურებოდეთ და 40 წლის ასაკშიც ყველას ატყვევებდეთ.“

  კოკო შანელი
  •  

„ჩემი ასაკი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დღეა დღეს და იმ ადამიანებზე, რომლებთანაც ვსაუბრობ.“

  კოკო შანელი


  •  

„ასაკი ─ უბრალოდ ციფრია, რომელიც არაფერს ნიშნავს. ის არ გმატებს არც ტვინს და არც სიბრძნეს. ჭკუას შენი ცხოვრებისადმი მიდგომა გმატებს.“

  — [[ ]]
  •  

„ზრდასრულს ასაკი კი არა, საკუთარ ცხოვრებაზე აღებული პასუხისმგებლობა გხდის.“

  — [[ ]]
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=ასაკი&oldid=41101“-დან