აღზრდა
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ყველას, ვისაც აღზრდა აკლია, აკლია ადამიანობაც.“ | |
| — შალვა ამონაშვილი |
ბ
[რედაქტირება]„ჩვენი შვილები ცუდად არიან გაზრდილნი, იმიტომ, რომ ისინი საერთოდ გაუზრდელები არიან. რაც უნდა იყოს, ჩვენ მათ აღზრდაში ყველაზე ნაკლებად ვმონაწილეობთ. ისინი მულტფილმების არხების შვილები არიან. ამიტომ მადლობა Disney Channel-ს, ის მსოფლიო ძიძაა.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
გ
[რედაქტირება]დ
[რედაქტირება]„არაფერია იმაზე ძნელი, თავიდან აღზარდო ცუდად აღზრდილი.“ | |
| — ჟორჟ ჟაკ დანტონი |
„კარგი აღზრდა ბედნიერების სამკაულია და თავშესაფარია უბედურების დროს.“ | |
| — დემოკრიტე |
ე
[რედაქტირება]„ცუდია ის აღმზრდელი, რომელსაც თავისი ბავშვობა არ ახსოვს.“ | |
| — ვოლფრამ ფონ ეშენბახი |
ვ
[რედაქტირება]„ადამიანებად ჩვენ გვხდიან დედა და მამა, ადამიანურად კი ─ აღზრდა.“ | |
| — კარლ ვებერი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„აღზრდის მთელი სიძნელე მაშინ წამოიჭრება, როცა ბავშვს სახლში გამოკეტავენ და მისგან სრულ წესრიგს მოითხოვენ.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
ი
[რედაქტირება]კ
[რედაქტირება]„ადამიანის ადამიანად ქცევა მხოლოდ აღზრდის ნაყოფია.“ | |
| — იმანუელ კანტი |
ლ
[რედაქტირება]მ
[რედაქტირება]ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]„აღზრდა, რამდენადაც ეს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული, არის ქვეყნად არსებული ყოველგვარი კეთილისა და ბოროტების, ბედნიერებისა და უბედურების უპირველესი წყარო.“ | |
| — რობერტ ოუენი |
„არ არსებობს აღზრდაზე უმაღლესი ხელოვნება. მხატვარი და მოქანდაკე მხოლოდ უსიცოცხლო ქანდაკებას ქმნიან, ბრძენი აღმზრდელი კი ქმნის ცოცხალ სახეს, რომლის ცქერაც ღმერთსაც უხარია და ადამიანებსაც.“ | |
| — იოანე ოქროპირი |
პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„გაზარდო ადამიანი ინტელექტუალად, მაგრამ მორალისა და ეთიკის გარეშე ─ ნიშნავს შექმნა ყველაზე დიდი საფრთხე საზოგადოებისთვის.“ | |
| — თეოდორ რუზველტი |
„ადამიანები მუდამ იქნებიან ისეთნი, როგორებადაც მათ ქალები ქმნიან, ამიტომ თუ თქვენ გსურთ შექმნათ დიადი და სათნო ადამიანები, შთააგონეთ ქალებს, თუ რა არის სიდიადე და სათნოება.“ | |
| — ჟან-ჟაკ რუსო |
„ჭეშმარიტი აღზრდა უფრო ვარჯიშით ხდება, ვიდრე წესებით.“ | |
| — ჟან-ჟაკ რუსო |
ს
[რედაქტირება]ტ
[რედაქტირება]„უფროსი ბავშვების აღზრდისას მშობლები მუდამ ჭკუას ძალას ატანენ, უნდათ რაღაც არაჩვეულებრივ ადამიანებად აქციონ.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
უ
[რედაქტირება]„თუ გინდა ადამიანი გააფუჭო, მისი ხელახლა აღზრდა დაიწყე.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
ფ
[რედაქტირება]„ახალთაობის წესიერად აღზრდისათვის საჭიროა დედაენაზე სწავლება, დრომდის მაინც აუცილებლად, სამშობლოს ისტორიის და ლიტერატურის შესწავლა.“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]ჩ
[რედაქტირება]„უფრო მარტივია ნაციის მართვა, ვიდრე ოთხი შვილის აღზრდა.“ | |
| — უინსტონ ჩერჩილი |
„კარგი აღზრდა იცავს ადამიანებს ცუდად აღზრდილებისაგან.“ | |
| — ლორდი ჩესტერფილდი |
„კარგი აღზრდა იმით კი არ გამოიხატება, რომ საწებელს სუფრასთან არ დაღვრით ─ არამედ იმით, რომ არ შეიმჩნევთ, როცა ეს სხვას დაემართება.“ | |
| — ანტონ ჩეხოვი |
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა? | |
| — აკაკი წერეთელი |
ციტატის წყარო: “გამზრდელი”
ჭ
[რედაქტირება]„განათლება შეიძლება გქონდეს საშუალო, მაგრამ აღზრდა უნდა გქონდეს ─ უმაღლესი!“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„წვრთნა ზნე-ხასიათისა ზრდაა, გარკვევაა მისის სულიერის ვინაობისა...“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„დედები უნდა გაერთიანდნენ! თუ ქალები შეთანხმებულად იმოქმედებენ, შევძლებთ აღვზარდოთ მამაკაცების ახალი თაობა, რომელსაც ის ღირსებები ექნება, რაზეც ვსაუბრობთ.“ | |
| — ლუიზა ჰეი |
ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”
ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყრმა ნახო ავად ზრდილი! როგორც არ უნდა გავზარდოთ შვილი, ის მაინც ჩვენ დაგვემგვანება, ამიტომ ჯობია ჯერ საკუთარი თავი აღვზარდოთ.
„კარგი აღზრდა ნიშნავს უნარს, მოითმინო ცუდად აღზრდილი ადამიანები შენ გვერდით.“ | |
| — [[]] |
„კარგად აღზრდილი გოგო ის კი არ არის, ვისაც მშობლები მკაცრად ექცევიან ─ არამედ ის, ვისაც მშობლებმა სრული თავისუფლება მისცეს, ის კი მაინც ღირსეულად იქცევა.“ | |
| — [[]] |
„არ აღზარდოთ თქვენი შვილები ისე, რომ მათი ცხოვრების მიზანი სიმდიდრე იყოს. აღზარდეთ ისინი ისე, რომ მიზნად ბედნიერება დაისახონ. რომ როცა გაიზრდებიან, ესმოდეთ ცხოვრებისეული ღირებულებები და არა ─ საგნების ფასები...“ | |
| — [[ ]] |
„შენი სწორად აღზრდილი შვილი შეიძლება ვიღაცის იმედი გახდეს!“ | |
| — [[ ]] |
„არასდროს დაივიწყო ხელები, რომელმაც გაგზარდა.“ | |
| — [[ ]] |
„მამაკაცი, რომელიც ქალს პატივს სცემს და იცის მასთან მოქცევა, კარგი ქალის აღზრდილია.“ | |
| — [[ ]] |