ბავშვი
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]ბ
[რედაქტირება]„არის ტენდენცია სიცოცხლის დასაწყისის გაიდეალებისა, მაგრამ ბავშვი დასაწყისში არის პაკეტივით, რომელსაც კვებავენ, ატარებენ და აძინებენ. ბინისა და საკვების მიხედვით პაკეტი ნელ-ნელა შიდა განაწესს ემორჩილება.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„ბავშვების ყოფა ძალიან ერთფეროვანია, ამიტომ ისინი თავს ისე იქცევენ, როგორც შეუძლიათ.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ჩვენ, ბავშვები ხო სულ ამას ვაკეთებთ, ველოდებით... ველოდებით როდის გავიზრდებით.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„მე არასოდეს ვუბრაზდები ბავშვს დაუმორჩილებლობის გამო, რადგან ამით ის თვითდამკვიდრებას ცდილობს.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„ბავშვის გვერდით ყოფნა მშობელს ამცირებს.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„ბავშვი უმეცარია, მაგრამ ბრმა არ არის.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„ბავშვებს მშვენივრად ესმით ყველაფერი, რასაც ეუბნებით, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია არა სიტყვები, არამედ ინტონაციები.“ | |
| — ლიზ ბურბო |
ციტატის წყარო: “სექსუალობა და გრძნობადობა” (1998 წ.)
გ
[რედაქტირება]„ბავშვებისგან სწავლა ჩვენთვის არანაკლებ სასარგებლოა.“ | |
| — მაქსიმ გორკი |
„აგრძნობინეთ ბავშვს, რომ გიყვართ და მაშინ ნახავთ, რომ საჭირო არ არის ცემა-ტუქსვა, რადგან თქვენი სიყვარული გამოიწვევს მის სიყვარულსაც.“ | |
| — ვილჰელმ გრიმი |
დ
[რედაქტირება]„ბევრი ბავშვი სიმახინჯემდე გულგრილია, მაგრამ თუკი ვინმეს შეიყვარებენ, საბოლოოდ შეიყვარებენ.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “ნეტოჩკა ნეზვანოვა” (1849 წ.)
„მსოფლიოს მთელი სიმდიდრე არ ღირს ბავშვის ერთ ცრემლად.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
„ბავშვები მშვენივრად ამჩნევენ მშობლებს პატარები ვგონივართ და ისე ფიქრობენ, ვერაფერს მივხვდებითო. სინამდვილეში კი ძნელად გამოაპარებთ რასმე.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
„ბავშვებთან ურთიერთობით სული იკურნება.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ე
[რედაქტირება]ვ
[რედაქტირება]„არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს.“ | |
| — ვოლტერი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„უბედურია სწორედ ის ბავშვი, რომლისთვისაც უთვალავ სათამაშოს თავი მოუბეზრებია.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
„ბავშვი ზვირთსწრაფ მდინარესა ჰგავს. არ ღირს მიეცე სასოწარკვეთას, თუ მის ზედაპირზე რაიმე ნაკლი შენიშნე, რადგან თვით მისი სისწრაფე ─ ყველაზე უკეთესი წამალია მის მოსარჩენად. საშიშია მხოლოდ უმოძრაობა ─ აი, როდისაა საჭირო ფხიზელი თვალი.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
„ბავშვის გონება ითვისებს იმას, რასაც იგებს, მაგრამ იმასაც, რასაც ვერ ჩასწვდა, ერთი საფეხურით მაღლა აჰყავს მისი გონება.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
ი
[რედაქტირება]„ბავშვები იზრდებიან მშობლების მაგალითით და არა ─ მათი საუბრით.“ | |
| — კარლ გუსტავ იუნგი |
„ყველაზე მძიმე ტვირთი, რაც შეიძლება ბავშვს დააწვეს, არის მშობლების შეუმდგარი ცხოვრება.“ | |
| — კარლ გუსტავ იუნგი |
კ
[რედაქტირება]„ცუდი საქმეა, როცა ბავშვს აჩვევენ, ყველაფერს ისე უყუროს, როგორც სათამაშოს. ყველაზე საჭიროა, ასწავლონ ბავშვს გარჯა-მუშაობა.“ | |
| — იმანუელ კანტი |
„ყველა ბავშვი არ არის უშიშარი და არა აქვს იმდენი ნებისყოფა, რომ ფარულ სიკეთეს ჩასწვდეს.“ | |
| — ფრანც კაფკა |
ციტატის წყარო: “წერილი მამას” (1919 წ.)
„გიყვარდეს უცხო ბავშვებიც ─ სანამ გადაწყვეტ, როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინე.“ | |
| — იანუშ კორჩაკი |
ლ
[რედაქტირება]„თუ გინდათ ბავშვი კარგად იყოს, ჯერ თქვენ თავს მიხედეთ.“ | |
| — მიხეილ ლაბოვსკი |
მ
[რედაქტირება]„თუ ჩვენ მოვუსმენთ ბავშვს, რომელიც ჩვენში ცხოვრობს, ჩვენი თვალები ისევ იბრწყინებენ.“ | |
| — გაბრიელ გარსია მარკესი |
„ბავშვის ქცევა მისი ემოციური სამყაროს ენაა ─ სანამ გამოვასწორებთ ქცევას, უნდა მოვუსმინოთ იმას, რასაც ბავშვი გრძნობებით გვიყვება.“ | |
| — ზურაბ მხეიძე |
ნ
[რედაქტირება]„ქალი მამაკაცზე უკეთ უგებს ბავშვებს, მაგრამ მამაკაცი ქალზე უფრო ბავშვია.“ | |
| — ფრიდრიხ ნიცშე |
ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]„ყოველი ბავშვი ─ მხატვარია; რთული ისაა, რომ დარჩეს მხატვრად მას შემდეგ, რაც გაიზრდება.“ | |
| — პაბლო პიკასო |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]ს
[რედაქტირება]ტ
[რედაქტირება]უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]„ძალიან ხშირად ბავშვს ისეთი საგანი ართობს, რომელსაც სათამაშოსთან არაფერი აქვს საერთო.“ | |
| — ანატოლ ფრანსი |
ციტატის წყარო: “ღმერთებს სწყურიათ” (1912 წ.)
„ბავშვი მანამ მოლაშქრეობას შეძლებს, ჯერ ყბედობს და სახელიც მაშინ ერქმევა.“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„ახალგაზრდობა არაჩვეულებრივი რამაა ─ რა დასანანია, რომ ასე ტყუილად იფლანგება ბავშვებზე.“ | |
| — ჯორჯ ბერნარდ შოუ |
„ბავშვს თქვენი სიყვარული ყველაზე მეტად სწორედ მაშინ სჭირდება, როცა ის ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებს.“ | |
| — ლაიონელ შრაივერი |
ციტატის წყარო: “კევინზე უნდა დაგელაპარაკო” (2003 წ.)
ჩ
[რედაქტირება]„ბავშვები სუფთა იბადებიან ─ ადამიანებს მერე გვემღვრევა სული...“ | |
| — გოდერძი ჩოხელი |
ციტატის წყარო: “უმისამართო წერილი”
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ რასაც დიდ მდინარეში ვპოულობთ, იმას მის სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„ერთი უპატრონო ბავშვის გადარჩენა სამყაროს გადარჩენის ტოლფასია...“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
„ბავშვი საზარელი იარაღია, თუკი არადანიშნულებისამებრ გამოიყენებ.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “გოდორი” (2003 წ.)
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„პატარა ბავშვების ქცევაში ყოველთვის ზუსტად აისახება ის ემოციები და გრძნობები, რომლებსაც მოზრდილები განიცდიან.“ | |
| — ლუიზა ჰეი |
ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”
„უთხარით ბავშვებს, რომ საშიშია ყველაფრის დაჯერება, რასაც მშობლები, მასწავლებლები და მღვდლები ამბობენ.“ | |
| — ნაპოლეონ ჰილი |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„ასწავლეთ ბავშვებს, რომ ის ადგილი, რომელსაც ისინი ცხოვრებაში იკავებენ, იზომება იმ სამსახურის რაოდენობით და ხარისხით, რომელიც მათ ამ სამყაროს გაუწიეს.“ | |
| — ნაპოლეონ ჰილი |
ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)
„მცდელობა, განებივრებით ბავშვს შეუქმნა ბედნიერი ცხოვრება, არაკეთილგონივრულია.“ | |
| — ვიქტორ ჰიუგო |