ბავშვობა
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]ბ
[რედაქტირება]„ბავშვობის მონატრება იმ ხალხს სჭირს, ვისთვისაც ძვირფასია ეპოქა, როცა მათ უვლიდნენ.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„ტვინი ბავშვობას ასხვაფერებს ან ალამაზებს, ან აუარესებს, რომ უფრო საინტერესო გახადოს, ვიდრე იყო.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„თუ კოშმარული ბავშვობა არ მქონია, რატომ ამყოფებს ტვინი ჩემს მეხსიერებას ძილის მდგომარეობაში?“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„ძნელია გონს მოეგო უბედური ბავშვობის შემდეგ, მაგრამ ალბათ შეუძლებელია გონს მოეგო ნალოლიავები ბავშვობის მერე.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
გ
[რედაქტირება]„ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე, გახსოვდეს, რომ სულ პატარა დაიბადე.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
„ცხოვრების გზაზე თანდათანობით ადამიანს თითქმის აღარაფერი უკვირს, მაგრამ არასოდეს აღარ არის ის ისეთი წრფელი და უშუალო, როგორიც ბავშვობისას იყო.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
ციტატის წყარო: “სტუმარი” (1970 წ.)
„ბავშვობაში ნასვამ წყაროსთანა საოცნებო და გემრიელი არც რა ყოფილა დედამიწაზე.“ | |
| — ლევან გოთუა |
დ
[რედაქტირება]ე
[რედაქტირება]ვ
[რედაქტირება]ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]„ბავშვობას და ყრმობას ადამიანი კი არ შორდება ─ რაც დრო გადის, უახლოვდება; პატარაობისას გინდა, რომ მოზრდილი იყო, მალე დაკაცდე, დამოუკიდებლობა მოიპოვო და ამდენად გაურბიხარ, თორემ მოწიფულობაში თვალი უკან გრჩება და ბავშვობას მართლა თუ ვერ უბრუნდები, იქ კი ტრიალებ...“ | |
| — ოტია იოსელიანი |
„ბავშვობა სანამ ბავშვი ხარ, მანამ უნდა ნახო და მერე, მთელი სიცოცხლე, იმით უნდა იცოცხლო...“ | |
| — ოტია იოსელიანი |
კ
[რედაქტირება]„ყველაზე დიდი ბედნიერება, რაც შეიძლება შენს ცხოვრებაში მოხდეს, არის ის, რომ გქონდეს ლაღი ბავშვობა.“ | |
| — აგათა კრისტი |
ლ
[რედაქტირება]„ადამიანის ცხოვრებაში ერთადერთი პერიოდი, როდესაც ის მისგან დამოუკიდებლად არის დამოკიდებული ვინმეზე და შეგვიძლია მძევლად მოვიაზროთ, არის ბავშვობა.“ | |
| — მიხეილ ლაბოვსკი |
„არასდროს არის გვიან იქონიო ბედნიერი ბავშვობა, თუმცა მეორე ბავშვობა მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.“ | |
| — დალაი ლამა XIV |
მ
[რედაქტირება]„ბავშვობას უჰაეროდ, ლაჟვარდისფერი ცის გარეშე, ბავშვობა არ ჰქვია. ბავშვობა სიცილის, ხვევნა-კოცნის, ახალგაზრდა სულის ჯანმრთელი გამოვლინებების გარეშე ─ არ არის ბავშვობა.“ | |
| — ლუის ა. მარტინესი |
ციტატის წყარო: “სანაპიროსკენ” (1904 წ.)
„ნამდვილი ადამიანი მაშინ ხარ, როცა პატარა ხარ, მერე, ვიღაცა ხარ, იმის ნახევარიც არა, ბავშვობაში რომ იყავი...“ | |
| — აკა მორჩილაძე |
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„ბავშვობა გრძელდება იქამდე, სანამ პირველად შეიცნობ ბოროტებას.“ | |
| — რომენ როლანი |
ს
[რედაქტირება]ტ
[რედაქტირება]უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]„სამოთხე სხვა არაფერია, თუ არა ცალკეული ადამიანის ჯგუფური ოცნება ბავშვობაზე.“ | |
| — ზიგმუნდ ფროიდი |
„ადამიანის სულის საიდუმლო ბავშვობის ფსიქიკურ დრამებშია დამალული ─ ჩასწვდით ამ დრამებს და განკურნება მოვა.“ | |
| — ზიგმუნდ ფროიდი |
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]ჩ
[რედაქტირება]„ძვირფასი, ტკბილი, დაუვიწყარი ბავშვობა! რატომაა, რომ ეს შეუნაცვლებელი და სამუდამოდ წარსულში გადასული, უკან დაუბრუნებელი დრო, უფრო კაშკაშა, მხიარული და მდიდრული გვეჩვენება, ვიდრე ის სინამდვილეში იყო?“ | |
| — ანტონ ჩეხოვი |
ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება ჩვენი ბავშვობა, რადგან ჩვენი სიბერე ჩვენს ბავშვობაშივე იდგამს ფეხს; ბავშვობაში ეყრება საფუძველი იმ სულიერ ხერხემალსაც, რომლის სიმტკიცე განსაზღვრავს ჩვენს პიროვნულ თვისებებს, ჩვენი ადამიანურობის ხარისხს.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “სიცოცხლისათვის” (1988 წ.)
„ბავშვობა მხოლოდ მაშინ აჩენს სინანულის გრძნობას, როცა კარგა ხნის დამთავრებულია იგი.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)
„არასოდეს არ უნდა დაივიწყო შენი ბავშვობის ბაღი, როგორც არ უნდა გადაასხვაფეროს, გაახმოს, გამოკაფოს იგი დრომ და ომებმა...“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “მარტის მამალი” (1987 წ.)
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„თუ ჩაიხედებით ყველაზე ბოროტი ადამიანის წარსულში, დაინახავთ საშინელ, ველურ ბავშვობას.“ | |
| — ლუიზა ჰეი |
ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”
„ბავშვობა მთავრდება მაშინ, როცა გიხმობენ არა ─ საჭმელად, არამედ საჭმლის მოსამზადებლად.“ | |
| — [[]] |