ბედი
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ყოველი ცხოვრება საკუთარ ბედს ქმნის.“ | |
| — ანრი ფრედერიკ ამელი |
ბ
[რედაქტირება]„ადამიანის დასაღუპად ზოგჯერ საუკეთესო გზაა, ნება დართო, თვითონ გადაწყვიტოს თავისი ბედი.“ | |
| — მიხეილ ბულგაკოვი |
ციტატის წყარო: “ოსტატი და მარგარიტა” (1966 წ.)
გ
[რედაქტირება]„ბედი ─ ეს არის შენი შინაგანი ბუნება. ის თავისებურად დაგატარებს ცხოვრების მიხლართულ-მოხლართულ გზებზე და ეს ბედი, ─ შენი შინაგანი ბუნება, განმსაზღვრელი და შემქმნელი შენი რაობისა, გეძლევა ერთხელ და სამუდამოდ და არასოდეს არ იცვლება.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)
დ
[რედაქტირება]„ჩვენ მეტისმეტად ვაკნინებთ განგების ძალას და ჩვენს წარმოდგენებს ვაწერთ მას, რამეთუ არ გვესმის მისი და ჯავრი მოგვდის.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
ე
[რედაქტირება]ვ
[რედაქტირება]„ბედი მის მხარესაა ვინც ბედავს.“ | |
| — ვერგილიუსი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]„სანამ არაცნობიერს არ გარდაქმნი ცნობიერად, მანამ ის წარმართავს შენს ცხოვრებას, რასაც ბედისწერას უწოდებ.“ | |
| — კარლ იუნგი |
კ
[რედაქტირება]„თუ ბედი მოგიძღვნის ლიმონს, გააკეთე მისგან ლიმონათი.“ | |
| — დეილ კარნეგი |
ლ
[რედაქტირება]„ადამიანი დიადი მაშინ იქნება, როცა იცის, როგორ გამოიყენოს ყოველივე ის, რასაც ბედისწერა მიუძღვნის.“ | |
| — ფრანსუა დე ლაროშფუკო |
„დიდი სათნოებით უნდა იყოს დაჯილდოებული კაცი, რომ ბედის წყალობას უფრო მეტი თავშეკავებით ეგებებოდეს, ვიდრე ბედის სიმუხთლეს.“ | |
| — ფრანსუა დე ლაროშფუკო |
მ
[რედაქტირება]„ბედისწერა ჩვენი საქციელის ნახევარს განაგებს, ხოლო მეორე ნახევრის მართვას ჩვენ გვანდობს.“ | |
| — ნიკოლო მაკიაველი |
ნ
[რედაქტირება]„თქვენი აზრების მართვით თქვენს ბედს მართავთ.“ | |
| — ფრიდრიხ ნიცშე |
ო
[რედაქტირება]„ბედით მონიჭებული ადამიანები არ იკარგებიან ─ ისინი, ვინც იკარგებიან, მხოლოდ გამოცდილებისთვის იყვნენ.“ | |
| — ოშო |
პ
[რედაქტირება]„ყოველი ბრძენი ადამიანი საკუთარ ბედს თავად ჭედავს.“ | |
| — ტიტუს მაქციუს პლავტუსი |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„სანამ ადამიანი ბედს არ ნებდება, ის თავის ბედზე უფრო ძლიერია.“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)
„ბედისადმი პასიური მინდობა დღევანდელი დინამიური ეპოქისათვის უცხოა.“ | |
| — ფრიც რიმანი |
არვის ძალუძს ხორციელსა განგებისა გარდავლენა... | |
| — შოთა რუსთაველი |
ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)
ს
[რედაქტირება]„მე შემხვედრია ადამიანები, რომლებიც თავად ანგრევდნენ უგუნურებით იმ ხიდს, რომელზეც უნდა გაევლოთ და ამას ბედს უწოდებდნენ.“ | |
| — ნანა სარიშვილი |
ტ
[რედაქტირება]ასეთია ნაზი ბედი, | |
| — გალაკტიონ ტაბიძე |
ციტატის წყარო: “მოვა... მაგრამ როდის?” (1919 წ.)
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]„ბედი გაბედვაა: ჯერ ნატვრის და შემდეგ ─ ცდის...“ | |
| — ნათია ფანჯიკიძე |
„ბედი ხან ბატონსა წყალობს, ხან გაუღიმებს მონასა.“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„ბედისწერა მეტისმეტად ძლევამოსილია.“ | |
| — მერი შელი |
ციტატის წყარო: “ფრანკენშტაინი” (1818 წ.)
„ვისაც არა სურს თავის ბედის სხვასთან გაყოფა, ამ ქვეყანაზე მისი ყოფნა არის არყოფნა.“ | |
| — უილიამ შექსპირი |
„რასაც ადამიანები ბედს უწოდებენ, არსებითად, მათივე ჩადენილ სისულელეთა გროვაა.“ | |
| — არტურ შოპენჰაუერი |
ჩ
[რედაქტირება]ც
[რედაქტირება]„ბედი ტრაგიკულ ფორმებში ახვევს სწორედ დიდ ადამიანებს.“ | |
| — შტეფან ცვაიგი |
ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი ─ კაცსა.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„ამ წუთისოფელში ბედი იმისია, ვინც ძლიერია, და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
„ბედი არსებობს იმდენად, რამდენადაც ადამიანს სჭირდება მისი არსებობა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, მას რომ გადააბრალოს თავისი მარცხიცა და წარმატებაც და ამით უფრო ასატანი გახადოს საკუთარი არსებობა მეორე ადამიანისთვის.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)
„ადამიანს ბედისა სჯერა და ყოველთვის სჯეროდა, ყოველთვის მის მოლოდინშია და იმის ჩამოსათვლელად, თუ რამდენნაირი სახელი მიუღია მას ადამიანის წარმოდგენაში, არც დრო ეყოფა და არც ქაღალდი.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)
ხ
[რედაქტირება]მას შეგახვედრებს უფალი, | |
| — ვაჟა ხორნაული |
ცაში არა ─ | |
| — ვაჟა ხორნეული |
ჯ
[რედაქტირება]„ასეც უთქვამთ: ბედის მორჩილი მონობაში მოკვდებაო...“ | |
| — მიხეილ ჯავახიშვილი |
ჰ
[რედაქტირება]რაც შენია, საბოლოოდ შენი გახდება; რაც არა, მას ვერასოდეს მიიღებ, როგორ ძლიერადაც არ უნდა ეცადო.