ბედნიერება
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„მე მჯერა მოულოდნელი ბედნიერების ─ არ შეიძლება ყველაფერს ბრძოლა სჭირდებოდეს ─ რაღაც თავისითაც მოდის, თუკი ღირსი ხარ.“ | |
| — შონ აბრამი |
„ბედნიერება დაკარგულ სათვალეს ჰგავს ─ ყველგან ეძებ, ბოლოს კი აღმოაჩენ, რომ ცხვირწინ გქონია.“ | |
| — ალბერტ აინშტაინი |
„ზეცის ნათება, ხეების შრიალი, ბეღურების ჭიკჭიკი, გამვლელთა სახეები ─ სწორედ ამ წვრილმანებში შეიძლება იპოვო უმაღლესი ბედნიერება.“ | |
| — რიუნოსკე აკუტაგავა |
„ბედნიერება ─ ეს არის ნიჭი, აფასებდე იმას, რაც გაქვს, და არა იმას, რაც არ გაგაჩნია.“ | |
| — ვუდი ალენი |
ბ
[რედაქტირება]„სხვათა ბედნიერებათა სოფლისათა უყურე გულგრილად, ამაყად და გრწამდეს, რომ იგინი შეურჩენელნი არიან!“ | |
| — ნიკოლოზ ბარათაშვილი |
ციტატის წყარო: “წერილი მაიკო ორბელიანისადმი” (1842 წ.)
„ადამიანი ვალდებულია ბედნიერი იყოს, მაგრამ არ არის; ამიტომ ისე იქცევა, ვითომ ბედნიერია.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„არაფერი არ არის იმაზე უფრო ძვირფასი და მშვენიერი, ვიდრე ის, რომ მოგქონდეს ადამიანებისთვის ბედნიერება.“ | |
| — ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი |
„ადამიანები ბედნიერების ძებნის სხვადასხვა გზებს ირჩევენ და ის ფაქტი, რომ ზოგჯერ ბედნიერება ჩვენს არჩეულ გზაზე არ არის, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გზა შეგეშალა ან დაიკარგე.“ | |
| — ჯექსონ ბრაუნი |
„ყოველი ადამიანი მეორის ასლი უნდა იყოს და მაშინ ყველა ბედნიერი იქნება, რადგან პირველი ვეღარ დაჩრდილავს მეორეს.“ | |
| — რეი ბრედბერი |
ციტატის წყარო: “451º ფარენჰაიტით” (1953 წ.)
„ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია სატელევიზიო კედლის დაშლა და აწყობა, გაცილებით ბედნიერია მასზე, ვინც ცდილობს გაზომოს და გამოიანგარიშოს სამყარო, რადგან სამყაროს ისე ვერ გაზომავ და გამოიანგარიშებ, შენი თავი არარაობად და მიუსაფრად რომ არ მოგეჩვენოს.“ | |
| — რეი ბრედბერი |
ციტატის წყარო: “451º ფარენჰაიტით” (1953 წ.)
„არავინაა ბედნიერი, თუ მას არ ჰყავს ამ ბედნიერების მოწმე.“ | |
| — პიერ ბუასტი |
გ
[რედაქტირება]„ჩვენი წინაპრებისათვის ზნეობრივი განმართლების და განღმრთობის გზა იყო მთავარი და არა პიროვნული, ამსოფლური ბედნიერება.“ | |
| — ზვიად გამსახურდია |
„უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა, იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება ─ ბულბულს, შესაძლოა, ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტვრინოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
ციტატის წყარო: “დავით აღმაშენებელი” (1962 წ.)
„ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად.“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
ციტატის წყარო: “დავით აღმაშენებელი” (1962 წ.)
„ბედნიერებაა, როცა ის, რასაც ფიქრობ, რასაც ამბობ და რასაც აკეთებ, ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.“ | |
| — მაჰათმა განდი |
„სიხარულის მიზეზის გამორკვევა ყოველთვის არ არის აუცილებელი, არ ღირს.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)
„ბედნიერება ადამიანური ძალისხმევის შედეგია ─ იბრძვი, მისკენ მიისწრაფი და ხანდახან მთელ მსოფლიოში მოგზაურობით ეძებ მას. მიაღწევთ თუ არა ბედნიერებას, არ მოდუნდეთ ─ მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლა განაგრძეთ. თუკი სამუდამო ბედნიერება გსურთ, მთელი ძალისხმევით იცურეთ ზემოთ.“ | |
| — ელიზაბეტ გილბერტი |
ციტატის წყარო: “ჭამე, ილოცე, შეიყვარე” (2006 წ.)
„ბრძენნი ამბობდნენ და ამბობენ, რომ საუკეთესო წყარო ადამიანის ბედნიერებისა მოსიყვარულე გულიაო.“ | |
| — იაკობ გოგებაშვილი |
„არსებობს ბედნიერების დაკარგვის სამი სახე: წარსულით ცხოვრება, მომავლის შიში და აწმყოს არდაფასება.“ | |
| — გოეთე |
„სრული ბედნიერების ჟამს თითოეული დღე მთელი სიცოცხლეა!“ | |
| — გოეთე |
დ
[რედაქტირება]„ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ შეგიძლია იყიდო ახალი გემი და გაემგზავრო ბედნიერებისკენ.“ | |
| — ჯონი დეპი |
„რომ იყო ბედნიერი, არ უნდა იყო მშიერი.“ | |
| — დენი დიდრო |
„ბედნიერება არ არის რაიმე გზაზე. ბედნიერება თავადაა გზა.“ | |
| — ბობ დილანი |
„ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება ─ ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)
„ადამიანი რომ სრულ ბედნიერებას მიაღწევს, მაშინ ჟამი აღარ იქნება, ვინაიდან აღარც არის საჭირო.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)
„თავგანწირვაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)
ე
[რედაქტირება]„დიდები ყველაფერში ეძებენ ბედნიერებას, პატარები კი ─ ყველაფერში პოულობენ მას.“ | |
| — ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი |
„ბედნიერებასთან მის ძიებას არ მივყავართ. თუ მის ძებნას დაიწყებ, დაჯდები და იქნები მჯდომარე, არ გეცოდინება, რომელ მხარეს მიენდო. მაგრამ შენ შრომობ ხელების ჩამოუშვებლად, შენ ქმნი და, ამის სანაცვლოდ, ჯილდოვდები ბედნიერებით.“ | |
| — ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი |
„ბედნიერება ხელებისა და ტვინის სიმარჯვეა.“ | |
| — სერგეი ესენინი |
ვ
[რედაქტირება]„ბედნიერება მისი ხვედრია, ვინც ბევრს შრომობს.“ | |
| — ლეონარდო და ვინჩი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„ჭეშმარიტი სიხარული ყველგან თანაბრად მივა და ზედმეტი ზრუნვა, რომ ფუფუნებით მოკაზმული შეხვდე მას, ნიშნავს ─ სამუდამოდ დაჰკარგო ის.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
ი
[რედაქტირება]„ადამიანები უფრო ხშირად მხოლოდ მიწიერი სიბრძნით ცხოვრობენ და ამიტომაც ვერ აღწევენ ჭეშმარიტ ბედნიერებას. ისინი ეძებენ ბედნიერებას მოჩვენებითს, ფუჭს, წარმავალს, ბედნიერებას, რომელსაც თან სდევს უბედურება.“ | |
| — ილია II |
„თუ ჩვენ ბედნიერება გვინდა, უნდა ვიცოდეთ, რომ ბედნიერება ─ ეს არის სიხარული, სიხარული კი სიყვარულისგან მომდინარეობს ─ რაც მეტ სიყვარულს გასცემს ადამიანი, მით უფრო მეტად ივსება ამ გრძნობით.“ | |
| — ილია II |
„ბედნიერება კარზეც რომ მოგადგეს, თუ მისი ფასი არ იცი და კარები ფართოდ არ გაუღე ─ რად გინდა?!“ | |
| — ოტია იოსელიანი |
„ბედნიერი უკან მოხედვას ვერ ახერხებს, წუთისოფელი ხელიდან ისე გამოეცლება.“ | |
| — ოტია იოსელიანი |
„ბედნიერების წყურვილია, რომ ადამიანს მწყურვალს სტოვებს...“ | |
| — ოტია იოსელიანი |
კ
[რედაქტირება]„ცხოვრების თავიდან დასაწყებად სულაც არ არის საჭირო, ბედნიერი იყო.“ | |
| — ალბერ კამიუ |
ციტატის წყარო: “შავი ჭირი” (1947 წ.)
„ვერასოდეს გახდებით ბედნიერი, თუკი ყოველთვის მისი არსის ძიებაში იქნებით.“ | |
| — ალბერ კამიუ |
„ვისაც სხვისი ბედნიერება უხარია, თავადაც აუცილებლად იქნება ბედნიერი.“ | |
| — ია კარგარეთელი |
„ისე მოიქეცი, თითქოს უკვე ბედნიერი ხარ და ნამდვილად გახდები ბედნიერი.“ | |
| — დეილ კარნეგი |
„ბედნიერებაზე მხოლოდ ჩვენი გონებრივი დამოკიდებულება ახდენს გავლენას და არა გარემო პირობები.“ | |
| — დეილ კარნეგი |
„ბედნიერების მოპოვების ერთადერთი ხერხია არა მადლიერების მოლოდინი, არამედ მადლის ქმნა მისგან მიღებული სიხარულის გამო.“ | |
| — დეილ კარნეგი |
„თეორიულად არსებობს სრული ბედნიერების შესაძლებლობა: გჯეროდეს შენში რაღაც ურყევის არსებობის და არ ილტვოდე მისკენ.“ | |
| — ფრანც კაფკა |
„როდესაც ბედნიერების ერთი კარი იკეტება, მეორე აუცილებლად იღება, მაგრამ ჩვენი იმდენ ხანს ვუყურებთ დახურულ კარს, რომ ვეღარ ვამჩნევთ იმ ერთს, რომელიც გაიღო ჩვენთვის.“ | |
| — ჰელენ კელერი |
„არაფერი განსაჯო ─ იქნები ბედნიერი; დაივიწყე ყველაფერი ─ იქნები უფრო ბედნიერი; შეიყვარე ყველაფერი ─ იქნები უბედნიერესი.“ | |
| — ჯეკ კერუაკი |
„ბედნიერება არ არსებობს, ან შემთხვევით იმ გრძნობას ეძახიან, რასაც მსხვერპლის გაღება იწვევს. ყველაზე დიდი ბედნიერება მსხვერპლის გაღებაა.“ | |
| — ყარამან კიკვიძე |
„ბედნიერების საიდუმლო იმაშია, რომ ნახო ყველაფერი ის, რითაც ცხოვრება მშვენიერია, და ამავე დროს, არასოდეს დაივიწყო ის წვრილმანები, რომლებიც ბედნიერებას განიჭებს.“ | |
| — პაულო კოელიო |
„ბედნიერებაა, როცა შენი ესმით; დიდი ბედნიერება, როცა სიყვარულის ობიექტი ხარ, მაგრამ ნამდვილი ბედნიერებაა, როცა გიყვარს.“ | |
| — კონფუცი |
ლ
[რედაქტირება]„უმაღლესი ბედნიერება არის თავისუფლების მიღწევა, სადაც აღარ არის შფოთვა ─ ეს არის ნამდვილი, განგრძობადი ბედნიერება. ის უფრო უკავშირდება გონებას და გულს, ვიდრე სხეულს.“ | |
| — დალაი ლამა XIV |
„თუ ღმერთს უნდა შენი ბედნიერება, იგი წაგიყვანს რთული გზებით, რადგან მარტივ გზაზე ბედნიერება არ შეგხვდება.“ | |
| — დალაი ლამა XIV |
„ბედნიერება არ არის მზა ─ ის ჩვენი ქმედებებიდან გამომდინარეობს.“ | |
| — დალაი ლამა XIV |
„ჭეშმარიტად ბედნიერები რომ გავხდეთ, უნდა გვქონდეს სულიერი სიმშვიდე, ის კი ეძლევა მხოლოდ მას, ვისაც თანაგრძნობა შეუძლია.“ | |
| — დალაი ლამა XIV |
ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”
„ბედნიერება მხოლოდ იქაა, სადაც ვუყვარვართ და სჯერათ ჩვენი.“ | |
| — მიხეილ ლერმონტოვი |
„ადამიანთა უმეტესობა ბედნიერია იმდენად, რამდენადაც გადაწყვეტს, იყოს ბედნიერი.“ | |
| — აბრაამ ლინკოლნი |
„ნუ გამოედევნები ბედნიერებას, ეძებე ადგილი, სადაც ის თავად გეწვევა. ეს ადგილი თქვენი თავია და გზა მისკენ ─ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარება.“ | |
| — მიხეილ ლიტვაკი |
„ბედნიერება ─ ეს სწორად დეგეგმილი და ორგანიზებული აქტივობების პროდუქტია.“ | |
| — მიხეილ ლიტვაკი |
მ
[რედაქტირება]„ბედნიერების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო.“ | |
| — ნელსონ მანდელა |
„არ არსებობს წამალი, რომელსაც შეუძლია მოარჩინოს ის, რისი მორჩენაც ბედნიერებას შეუძლია.“ | |
| — გაბრიელ გარსია მარკესი |
„ადვილად მიღწეული ბედნიერება შეუძლებელია, დიდხანს გაგრძელდეს.“ | |
| — გაბრიელ გარსია მარკესი |
„ყველას მთის მწვერვალზე სურს ცხოვრება, ის კი არ იციან, რომ ნამდვილი ბედნიერება ციცაბო კლდეზე ასვლაშია.“ | |
| — გაბრიელ გარსია მარკესი |
„ნამდვილი ბედნიერება არასოდეს არის ეგოისტური.“ | |
| — ლუის ა. მარტინესი |
ციტატის წყარო: “სანაპიროსკენ” (1904 წ.)
„საყვარლის ყოლა მკლავებში ─ აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი.“ | |
| — გი დე მოპასანი |
„ადამიანი ბედნიერებისთვისაა დაბადებული.“ | |
| — ზურაბ მხეიძე |
ნ
[რედაქტირება]„მთავარია, ბედნიერი იყო ─ არ აქვს მნიშვნელობა რა დასკვნას გამოიტანს ფსიქიატრი.“ | |
| — ჯეკ ნიკოლსონი |
„ადამიანები გისურვებენ ყოველგვარ ბედნიერებას, მაგრამ შეგიძულებენ, როგორც კი ის გექნება.“ | |
| — რობერტ დე ნირო |
ო
[რედაქტირება]„კაცი მხოლოდ მაშინაა ბედნიერი, როცა არ ფიქრობს, რომ მისი ცხოვრების მიზანი ბედნიერებაა.“ | |
| — ჯორჯ ორუელი |
„ზოგჯერ ბედნიერებისთვის უნდა იბრძოლო ─ საკუთარ თავთანაც კი!“ | |
| — ჯეინ ოსტინი |
„სხვა ადამიანს არ შეუძლია მას ბედნიერება წაართვას იმიტომ, რომ მას არ მიუცია იგი მისთვის.“ | |
| — ოშო |
პ
[რედაქტირება]„ბედნიერად ცხოვრების დიდი მეცნიერება იმაში მდგომარეობს, რომ იცხოვრო აწმყოთი.“ | |
| — პითაგორა |
„უზენაესი ბედნიერება მეფეთა ხვედრია.“ | |
| — პინდარე |
„სხვათა ბედნიერებას რომ ვეძებთ, საკუთარს ვპოულობთ.“ | |
| — პლატონი |
„სინამდვილეში, ადამიანი ბედნიერია ─ ის ცხოვრობს მოლოდინში, რომ ბედნიერება წუთი-წუთზე დადგება.“ | |
| — ედგარ ალან პო |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„როგორც ჩანს, ბედნიერება იმისთვისაა შექმნილი, რომ მეგობრებს გაუნაწილო.“ | |
| — ჟან რასინი |
„ბედნიერება იწყება შენით და შენითვე თავდება ─ ეს ხომ ასე უბრალო რამეა...“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)
„ბედნიერებისთვის სულაც არ არის საჭირო, გქონდეს ლამაზი სახლი, დიდი გარდერობი ან სხვა მეშჩანური ნივთები ─ ჭეშმარიტი ბედნიერება სულ სხვა რამეში გამოიხატება!“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
„ბედნიერება არ არის ის, რასაც სამომავლოდ გადადებ, არამედ ის, რასაც ქმნი აწმყოში.“ | |
| — ჯიმ რონი |
ს
[რედაქტირება]„ხანდახან საჭიროა, რამე არ იცოდე, ან რამე გამოტოვო, რომ ბედნიერება შეინარჩუნო.“ | |
| — ელჩინ საფარლი |
„ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ბედნიერება არსებობს: გიყვარდეს და უყვარდე.“ | |
| — ჯორჯ სენდი |
„ბედნიერებამ არასოდეს არ იცის ზომა.“ | |
| — სენეკა |
„ბედნიერ ადამიანად შეიძლება ჩავთვალოთ ის, ვინც უკვე აღიარებს, რომ თავის მიზანს მიაღწია.“ | |
| — სოკრატე |
„ნურავის უწოდებ ბედნიერს, ვიდრე ცოცხალია.“ | |
| — სოლონი |
„ბედნიერება არ არის სულმოკლე კაცის მეგზური.“ | |
| — სოფოკლე |
ტ
[რედაქტირება]„თუ არც სიხალისეა, არც ბედნიერება, არც სხვა რამე, ჩვენ უნდა შევქმნათ, გესმის? ჩვენ უნდა შევქმნათ ბედნიერება!“ | |
| — გალაკტიონ ტაბიძე |
„არ არსებობს ბედნიერების გასაღები ─ მისი კარი ყოველთვის ღიაა.“ | |
| — დედა ტერეზა |
„ნორმალური ფსიქიკა და ბედნიერება აბსოლუტურად შეუსაბამო კომბინაციაა.“ | |
| — მარკ ტვენი |
„ისე უნდოდა ბედნიერება, ისე მიისწრაფოდა მისკენ, რომ ერთი არასწორი სიტყვა და სულ იოლად შეიძლებოდა მისთვის გულისტკენა.“ | |
| — კოლმ ტოიბინი |
ციტატის წყარო: “ბრუკლინი” (2009 წ.)
„მარადიული შეცდომა იმ ადამიანისა, რომელიც ბედნიერებას სურვილთა განხორციელებად წარმოიდგენს.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
ციტატის წყარო: ანა კარენინა
„ბედნიერი რომ იყო, ერთი რამაა საჭირო, ─ ვინმე გიყვარდეს, ისე გიყვარდეს, რომ მსხვერპლად დაედო ამ სიყვარულს.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„ადამიანი ყოველთვის ბედნიერი უნდა იყოს; თუკი ბედნიერება მთავრდება, დაფიქრდი, რაში შეცდი.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„თუ გინდა იყო ბედნიერი ─ იყავი!“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„სანამ სიცოცხლეა, ბედნიერებაც არის ─ წინ ბევრი, ბევრი რამეა...“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„ბედნიერება არის სიამოვნება უსინანულოდ.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„პიროვნების ბედნიერება საზოგადოების გარეშე ისევე შეუძლებელია, როგორც მიწიდან ამოგდებული და რიყეზე გადაგდებული მცენარის ცხოვრება.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„უდიდესი ბედნიერებაა ცხოვრობდე იმ ადამიანთა შორის,ვისაც შენ ძულხარ,როცა შენ არ გძულს ისინი.ბედნიერებაა იყო ღარიბი,როცა ირგვლივ მიწიერი სიმდიდრის მოხვეჭას ლამობენ,შენ კი თავისუფალი ხარ საშინელი სიტყვისგან „ჩემია“. | |
| — დათო ტურაშვილი |
უ
[რედაქტირება]„როგორც კი ბედნიერებას ვეზიარებით, ადამიანის სული კეთილშობილებით აღივსება ხოლმე. მაგრამ თვით ბედნიერება ხშირად არ არის კეთილშობილ ადამიანთა ხვედრი.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
„ადამიანს უბრალოდ უნდა, რომ იყოს ბედნიერი, მაგრამ საზოგადოებას უნდა, რომ ის იყოს „კარგი“ და როცა ის „კარგია“ ─ იშვიათადაა ბედნიერი. მაგრამ როდესაც ის ბედნიერია, ის ყოველთვის კარგია.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)
„კარგად ვგრძნობთ თავს მაშინ, როცა ვართ ბედნიერები, მაგრამ ყოველთვის არ ვართ ბედნიერნი, როცა თავს კარგად ვგრძნობთ.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
ფ
[რედაქტირება]„ბედნიერება, რა თქმა უნდა, სიცრუეა, მხოლოდ იმისთვის მოგონილი, რომ ყველა ნატვრა, იმედი გააცამტვეროს.“ | |
| — გიუსტავ ფლობერი |
ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)
„დედამიწაზე არის ისეთი ადგილები, სადაც ბედნიერება ყვავილივით ხარობს, სწორედ ისე, როგორც ზოგიერთ მცენარეს სჭირდება განსაკუთრებული ნიადაგი, ზოგან კი სულაც ვერ იკიდებს ფეხს.“ | |
| — გიუსტავ ფლობერი |
ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)
„სანამ შეგიძლია უშიშრად ახედო ცას, სანამ გული წმინდა გაქვს, ბედნიერება მუდამ შენთანაა.“ | |
| — ანა ფრანკი |
ციტატის წყარო: “ანა ფრანკის დღიური” (1942-1944 წწ.)
„ბედნიერების გასაღები ვიპოვე ─ თავი შორს გეჭიროს იდიოტებისგან!“ | |
| — მორგან ფრიმენი |
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, | |
| — ვაჟა-ფშაველა |
ციტატის წყარო: “ჩემი ვედრება”
„აზრი სწორი და შრომა მედგარი, ბედნიერების მოსაპოვებლად ერთი სახსარი მხოლოდ ეგ არი.“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
ქ
[რედაქტირება]„ბედნიერ ადამიანებს სულაც არ აქვთ ყველაფერი საუკეთესო ─ მათ უბრალოდ შეუძლიათ დაინახონ საუკეთესო იმაში, რაც აქვთ...“ | |
| — ჯემალ ქარჩხაძე |
ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„ბედნიერი სიცოცხლე არ არსებობს; არსებობს ბედნიერი წუთები.“ | |
| — სებასტიან როკ ნიკოლა დე შამფორი |
„ნამდვილი ბედნიერება ძვირი არ ღირს. თუ მასში ბევრის გადახდა გვიწევს, ესე იგი, ის ყალბია.“ | |
| — კოკო შანელი |
„მე ყოველთვის ბედნიერი ვარ და იცი, რატომ? ─ იმიტომ, რომ არავისგან არაფერს ველოდები...“ | |
| — უილიამ შექსპირი |
„რა მძიმე ყოფილა სხვისი ბედნიერებით ტკბობა, როცა შენი საკუთარი არ გაგაჩნია.“ | |
| — უილიამ შექსპირი |
„ბედნიერი ვართ იმით, რომ მეტისმეტად ბედნიერნი არა ვართ და ბედს მაღლა ქოჩრის წვერზე არ ვაზივართ.“ | |
| — უილიამ შექსპირი |
„ბედნიერია ის კაცი, ვისაც შეუძლია იმის ატანა, რასაც ვერასდროს შეცვლის.“ | |
| — ფრიდრიხ შილერი |
„ბრძენმა შეიძლება მიაღწიოს ჭეშმარიტებას, მაგრამ მხოლოდ ფაქიზი სულის ადამიანს შეუძლია იყოს ბედნიერი.“ | |
| — ფრიდრიხ შილერი |
„ვერავინ აიტანდა მთელი ცხოვრება განუწყვეტლად ბედნიერებას ─ ეს იქნებოდა ჯოჯოხეთი დედამიწაზე.“ | |
| — ჯორჯ ბერნარდ შოუ |
„სრულ ბედნიერებას ორი მუდმივი მტერი ჰყავს: ტკივილი და მოწყენილობა.“ | |
| — არტურ შოპენჰაუერი |
ჩ
[რედაქტირება]„ვიბრძოლოთ ისეთი მსოფლიოსთვის, სადაც ყველა ბედნიერი იქნება.“ | |
| — ჩარლზ ჩაპლინი |
„რაც უფრო ბედნიერი ხარ, მით უფრო ახლოს ხარ სიკვდილთან და თუ არ მოკვდი, შეძლებ დიდხანს იყო ბედნიერი.“ | |
| — ირაკლი ჩარკვიანი |
ციტატის წყარო: “მშვიდი ცურვა” (2006 წ.)
ც
[რედაქტირება]„სულ სხვანაირად მიაბიჯებს ადამიანი, როცა იცის, რომ თან სიხარული მიაქვს...“ | |
| — შტეფან ცვაიგი |
ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]რომელია ყველაზე დიდი ბედნიერება? | |
| — აკაკი წერეთელი |
ციტატის წყარო: იონა მეუნარგიას ბლიცინტერვიუ
ჭ
[რედაქტირება]„გაუზიარებელი ბედნიერება გაზიარებულ უბედურებაზე მწარეა.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)
„ბედნიერება უნდა მოითმინო.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
„შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, მე თუ რაღაცით ვარ ბედნიერი?“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “ადამიანი გაზეთის სვეტში”
„ნებისმიერ ადამიანს მოაქვს ბედნიერება ─ ზოგს შენს გვერდით ყოფნით, ზოგს კიდევ არყოფნით!“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ხ
[რედაქტირება]„ნუ ეცდები იმის შენარჩუნებას, რაც მიდის და არ უარყო ის, რაც მოდის... და ბედნიერება თავად გიპოვის!“ | |
| — ომარ ხაიამი |
მეფეზე ბედნიერია ხვლიკი, | |
| — ვაჟა ხორნეული |
ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„ბედნიერია ის, ვინც საკუთარი ცხოვრება საკუთარი ხასიათის მიხედვით ააწყო.“ | |
| — გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი |
„ბედნიერება ადამიანს სხვადასხვა სახით ეწვევა.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
„ბედნიერება შენთვის უნდა შეინახო.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
„ბედნიერება არის კარგი ჯანმრთელობა და სუსტი მეხსიერება.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
„თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ისინი ბედნიერები ვერასოდეს იქნებიან.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
ციტატის წყარო: “მშვიდობით, იარაღო!” (1929 წ.)
„ბედნიერება ყველაზე დიდებული რამაა ქვეყნად და მათთვის, ვისაც შეუძლია იყოს ბედნიერი, შეუძლია მისი ბედნიერება გახადოს წუხილზე ღრმაც.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
„ბედნიერება რომ ხორციელ სიამოვნებაში იყოს, მაშინ ბედნიერებად ჩათვლიდნენ ხარებს, როდესაც ისინი ბარდას ნახულობენ საჭმელად.“ | |
| — ჰერაკლიტე |
„ბედნიერება ტალანტია და არა რაიმე ხელშესახები საგანი.“ | |
| — ჰერმან ჰესე |
„ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება იმაში დარწმუნებაა, რომ ჩვენ ვუყვარვართ ─ ვუყვარვართ იმის გამო, ვინც ვართ, ან იმის მიუხედავად, რომ ისეთი ვართ, როგორიც ვართ.“ | |
| — ვიქტორ ჰიუგო |
მთავარია ბედნიერი ხარ თუ არა
„არ ელოდო, რომ უკეთესად გახდები ─ არ გახდები.. სირთულეები ყოველთვის იქნება.. ისწავლე იყო ბედნიერი ახლა, ამ წამს ─ სხვაგვარად ვერ მოასწრებ.“ | |
| — [[]] |
„გიხაროდეთ, ხალხო, სხვისი ბედნიერება, კარგად ყოფნა, წარმატება... და თქვენც ბედნიერები იქნებით!“ | |
| — [[]] |
„ცრემლებამდე ქალის მიყვანა ყველა კაცს შეუძლია, მაგრამ თვალები რომ ბედნიერებისაგან უბრწყინავდეს ─ ამას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ.“ | |
| — [[]] |
„შეუძლებელია, ბედნიერი იყო იქ, სადაც ადამიანთა უმრავლესობა უბედურია.“ | |
| — [[]] |
„ბედნიერი შეიძლება იყო სადაც გინდა, როგორც გინდა და როცა გინდა, მაგრამ არა ─ ყველასთან.“ | |
| — [[ ]] |
„ბედნიერება არ მოდის ─ მოდის უნარი ბედნიერების შემჩნევის.“ | |
| — [[ ]] |
„ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს წარსულით, არ აშინებს ხვალინდელი დღე და არ ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით.“ | |
| — [[ ]] |
„ბედნიერების დევნაში ხალხს ხშირად ცხოვრება გვავიწყდება...“ | |
| — [[]] |
„დიდი ბედნიერებაა, კაცმა იქონიოს ის, რაც სურს და კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, არ ისურვოს მასზე მეტი, რაც აქვს.“ | |
| — [[]] |
„საკუთარი თავის პოვნაა ბედნიერება ─ როცა იცი რა გინდა, ვინ გინდა, რატომ გინდა... ფიქრებში რომ არ იკარგები. ფეხზე მყარად რომ დგახარ, სიცოცხლე გიყვარს და როცა გტკენენ გულს, უბრალოდ ამბობ: „ესეც გაივლის!“ | |
| — [[]] |
„უპატრონეთ საკუთარ ბედნიერებას, რადგან ის, თქვენ გარდა, არავის უხარია...“ | |
| — [[]] |
„ბედნიერება, როდესაც თავში, გულში და სახლში ერთი და იგივე ადამიანია!“ | |
| — [[]] |
სწორი ნაბიჯის გადადგმა ადამიანს ყოველთვის არ ანიჭებს ბედნიერებას. დაუდევრებს ბედნიერება არ შველით. სოფოკლე