შინაარსზე გადასვლა

ბესიკ ხარანაული

ვიკიციტატიდან

ბესიკ ხარანაული

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

არც ერთი ყლუპით,
არც ერთი გროშით,
არც ერთი ღერით,
არც ღონითა,
და არცა ჭკუით:
─ ერთი ცრემლით მეტი ვარ თქვენზე!

  ციტატის წყარო: “პოეტი”

  •  

„ტალახი მოსცილდება სამოსელს, საკუთარი საქციელი, კაცს არ მოსცილდება.“

  •  

„ეგეთი ვარ, ჩემთვის მირჩევნია ყოფნა...“

  •  

„დაანებე თავი! ყველა ისეთია, როგორიც უნდა იყოს ─ გამოსწორებაში შენ შეიცვლები.“

  •  

„რაც ხალხში ვიცხოვრე, იმდენ ხანს რომ ტყეში მეცხოვრა, ხეებს ხომ მაინც გავარჩევდი ერთმანეთისგან.“

  •  

„მინდა სადმე დავჯდე და ვიტირო ჩემი მრავალსაუკუნოვანი გულუბრყვილობა.“

  •  

„ნახეს კაცი, ერთი წამით რომ ისვენებდა და წაიღეს უმალ ამბავი, კარგად არისო.“