შინაარსზე გადასვლა

ბილწსიტყვაობა

ვიკიციტატიდან
  •  

„რა თქმა უნდა, შეურაცხყოფის პატიება და დავიწყება ─ კეთილი საქმეა, მაგრამ მაინც არ ვარგა.“

  — ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„კაცი, რომელიც საკუთარ დედაზე შეიგინება, ის ერთი ჩასუნთქვის ღირსიც კი არ არის!“

  — ნოდარ დუმბაძე
  •  

„ის, ვინც მუდამ იგინება, არ არის საშიში: ის ფიქრობს უფრო მეტ ბოროტებას, ვიდრე შეუძლია, რომ გააკეთოს.“

  — ლუკ დე კლაპიე ვოვენარგი
  •  

„თუ საუბარში მოწინააღმდეგე შეურაცხყოფაზე გადადის, ე.ი. თქვენ ის დაამარცხეთ.“

  — პაულო კოელიო
  •  

„როცა ვინმე ბინძური სიტყვებით მოგმართავს, ეს შეურაცხყოფა არ არის; არც საწყენია ─ მხოლოდ ამტკიცებს, რამდენად უმწეოა ეს ადამიანი.“

  — ჰარპერ ლი
  •  

„ავი სიტყვა გითხრას ვინმემ, შენ ცუდი არ აკადრო, ასწავლე, რისი თქმა სჯობია, ჩხუბიც მოსვლია ცოდვილ ხალხს. ასეც ხდება ხოლმე. მერე მიდით, აპატიეთ ერთმანეთს და მორჩით დავიდარაბას. ჯიბრზე თუ დაუდგებით – თქვენთვისვე იქნება უარესი.“

  — ლევ ტოლსტოი
  •  

„პირველი ადამიანი, რომელმაც ქვის ნაცვლად ისროლა გინება, იყო ცივილიზაციის შემქნელი.“

  — ზიგმუნდ ფროიდი
  •  

„სულმდაბალი ღირსეულს ლანძღვით გაუსწორდება, როცა ხედავს, რომ ღირსებით მას ვერ გაუტოლდება!“

  — საადი შირაზელი
  •  

„როცა გაძაგონ ─ დაფიქრდი.“

  — ილია ჭავჭავაძე
  •  

„შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ.“

  — ილია ჭავჭავაძე
  •  

„ბილწსიტყვაობა რეალიზმის ენა არაა, თუმცა ეკრანის მესვეურნი მას სწორედ ასე ასაღებენ.“

  — [[]]