ბოროტება
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„ბოროტება სიკეთის ნაკლებობაა.“ | |
| — ალბერტ აინშტაინი |
„ბოროტი კაცი ცოდვაა, მკვდარ კაცზე უარესია...“ | |
| — ჭაბუა ამირეჯიბი |
ციტატის წყარო: “დათა თუთაშხია” (1962-1972 წწ.)
„ბოროტ ადამიანს კეთილი პირუტყვი სჯობიაო!“ | |
| — ჭაბუა ამირეჯიბი |
ციტატის წყარო: “ჭიამაია და ბოროტი კაცი”
ბ
[რედაქტირება]„უვარგისი მწერლებისთვის ბოროტება უფრო ძლიერი წყაროა შთაგონების, ენერგიის, დიაპაზონისა და მრავალფეროვნებისთვის, ვიდრე ─ სიკეთე.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ერთადერთი, რაც აუცილებელია ბოროტების ტრიუმფისთვის, საჭიროა რომ კარგმა ადამიანებმა არაფერი აკეთონ.“ | |
| — ედმუნდ ბერკი |
„იქნებ ვინც შეგნებულად ირჩევს ბოროტების დაკლაკნილ ბილიკს, რაღაცით მაინც უფრო ახლოა ღმერთთან, ვიდრე ის, ვისაც სიკეთის სწორ გზას იძულებით გაუყენებენ?“ | |
| — ენტონი ბერჯესი |
ციტატის წყარო: “მექანიკური ფორთოხალი” (1961 წ.)
„თუ ადამიანს ბოროტების ჩადენის საშუალება არა აქვს, მას არც სიკეთის ქმნა ძალუძს.“ | |
| — ენტონი ბერჯესი |
ციტატის წყარო: საპროგრამო შენიშვნა „მექანიკური ფორთოხლისთვის“ (2004 წ.)
„კაცი ან ქალი, რომელსაც ბოროტება არასოდეს ჩაუდენია, ვერასოდეს გაიგებს, რა არის სიკეთე.“ | |
| — ენტონი ბერჯესი |
ციტატის წყარო: გამოუქვეყნებელი ინტერვიუდან (1972 წ.)
„ჩვენ გარშემო არსებული ბოროტება მრავალფეროვანია, მასთან ურთიერთობა ნამდვილი საფრთხეა. მხოლოდ ხელოვანს შეუძლია მასთან მუშაობა, რადგან უფრო ობიექტურად ძალუძს მისი შეფასება. და შესაძლოა, არც ესაა სრულიად უსაფრთხო.“ | |
| — ენტონი ბერჯესი |
ციტატის წყარო: გამოუქვეყნებელი ინტერვიუდან (1972 წ.)
„დემონის ყველაზე დიდი ეშმაკობა ისაა, რომ დაგარწმუნოს მის არარსებობაში.“ | |
| — შარლ ბოდლერი |
„შეიძლება სულელი ვიყო, მაგრამ უშუალო ბოროტების არ მჯერა.“ | |
| — ჩარლზ ბუკოვსკი |
ციტატის წყარო: „ქალები“ (1978 წ.)
„რისი მაქნისია ეს შენი სიკეთე, დედამიწაზე რომ ბოროტება არ არსებობდეს?!“ | |
| — მიხეილ ბულგაკოვი |
ციტატის წყარო: “ოსტატი და მარგარიტა” (1966 წ.)
„ბოროტი ადამიანები არ არსებობენ დედამიწაზე, არიან მხოლოდ ─ უბედურები.“ | |
| — მიხეილ ბულგაკოვი |
გ
[რედაქტირება]დ
[რედაქტირება]„ბოროტება ბოროტებით არ იკურნება, მას სიყვარულით უწამლებ მხოლოდ.“ | |
| — ბასილი დიდი |
„ბოროტი ადამიანების ცხოვრება განგაშით არის სავსე.“ | |
| — დენი დიდრო |
„მე არ მინდა და არ შემიძლია დავიჯერო, რომ ბოროტება შეიძლება იყოს ადამიანის ნორმალური მდგომარეობა.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
„ხალხმა არ იცის თავისი სიკარგე და იმიტომ არიან ცუდნი.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)
„ბოროტი სული დიადი და მრისხანე სულია, და არა აქვს მას არც ჩლიქი, არც რქანი, თქვენივე მოგონილი.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)
„კერძო ბოროტება გასაკიცხი არ არის, თუ მთავარი მიზანი საკეთილოა.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)
ე
[რედაქტირება]„ბოროტის ნაბოძებისგან სიკეთეს ნურას მოელი.“ | |
| — ევრიპიდე |
ვ
[რედაქტირება]ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„იმისათვის, რომ რაიმე ნივთით სწორად სარგებლობა ისწავლო, ჯერ ის ბოროტად უნდა გამოიყენო.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
„ბოროტება იმდენად საშიში როდია, რამდენადაც დესპოტური ცდა სიკეთის დასანერგავად.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)
ი
[რედაქტირება]„გული სიყვარულით ისე უნდა აივსო, სიავისთვის ადგილი არ დაიტოვო.“ | |
| — ოტია იოსელიანი |
კ
[რედაქტირება]„ქვეყნად არსებული ბოროტება ყოველთვის უვიცობითაა გამოწვეული და კეთილ ნებას თითქმის ისეთივე ზიანის მოტანა შეუძლია, რაც ბოროტებას, თუკი მას ცოდნის შუქი არ ეფინება.“ | |
| — ალბერ კამიუ |
ციტატის წყარო: “შავი ჭირი” (1947 წ.)
„ფუფუნებისკენ მიდრეკილება ყველაზე დიდი ბოროტებაა ადამიანის ცხოვრებაში.“ | |
| — იმანუელ კანტი |
„ნუ მისცემ ბოროტებას იმის შანსს, რომ დაგარწმუნოს, თითქოს მის საიდუმლოებებს შეიცნობ.“ | |
| — ფრანც კაფკა |
„ბნელი ფიქრები, რომელთა საშუალებითაც შენში ბოროტებას უღებ კარს ─ ეს არა შენი, არამედ ბოროტების ფიქრებია.“ | |
| — ფრანც კაფკა |
„ბოროტი ადამიანის ცქერითა და სმენით თავადაც ბოროტდები.“ | |
| — კონფუცი |
თუმცა იცვალა გველმა პერანგი ─ | |
| — ივანე კრილოვი |
„ქერათმიანების გამო ქვეყანაში ბევრი ბოროტება ხდება.“ | |
| — აგათა კრისტი |
ლ
[რედაქტირება]„ბოროტი ადამიანები ბუზებს ჰგვანან, რომლებიც ადამიანის სხეულზე დადიან და მხოლოდ მის წყლულებზე შეჩერდებიან ხოლმე.“ | |
| — ჟან დე ლაბრიუიერი |
მ
[რედაქტირება]„ნებისმიერი ბოროტება ისტორიაში ჩადენილია სიკეთის და პროგრესის სახელით!“ | |
| — მერაბ მამარდაშვილი |
„ბოროტება არის ცხოვრების კანონების არასაკმარისად ღრმა ან არასწორი გაგება ან ადამიანის ძალის არაგონივრული გამოყენება.“ | |
| — ჯოზეფ მერფი |
ციტატის წყარო: “როგორ მოვიზიდოთ ფული”
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]„ბოროტება საკუთარ თავს ვნებს.“ | |
| — იოანე ოქროპირი |
„ბიზნესი საზიზღარი და აუცილებელი ბოროტებაა სამყაროში.“ | |
| — ოშო |
პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა? | |
| — შოთა რუსთაველი |
ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)
„ყველანაირი ბოროტება უძლურებისგან იბადება.“ | |
| — ჟან-ჟაკ რუსო |
„საიდან წარმოსდგება ბოროტმოქმედებანი, თუ არა ადამიანთა შორის არსებული დამღუპველი უთანასწორობისაგან?!“ | |
| — ჟან-ჟაკ რუსო |
ს
[რედაქტირება]„ბოროტება, რომელიც გგონია, შეგრჩა ─ შენი შვილების გზაზე დატოვებული ბომბია...“ | |
| — მიგელ დე სერვანტესი |
„ბევრად უფრო ბნელა, როცა ნათელი გადადის, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, საერთოდ რომ არ იყოს სინათლე.“ | |
| — ჯონ სტეინბეკი |
ტ
[რედაქტირება]„ყველა ბოროტების სათავე ფულის უქონლობაა.“ | |
| — მარკ ტვენი |
„ბოროტება მხოლოდ ჩვენშია, ანუ იქ არის, საიდანაც მისი ამოღება შეიძლება.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„განკიცხვის ღირსია ყოველი ნაძალადევი რეფორმა, იმიტომ რომ იგი ოდნავადაც ვერ გამოასწორებს ბოროტებას, ვიდრე ადამაინები ისეთებად დარჩებიან, როგორნიც არიან, იმიტომ კიდევ, რომ სიბრძნე არ საჭიროებს ძალადობას.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]„ბოროტი არ იბადება არადროს კაცი! მის გაბოროტებაში გამზრდელი, მშობლები და თვითონ ჩვენა ვართ დამნაშავე!“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
და თუ რომ კაცი ვერ იზამს ავსა, | |
| — ვაჟა-ფშაველა |
ციტატის წყარო: “ვის ჰქვიან კაცი?”
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„ახლა ამის ნაკლებობას უდიდეს ბოროტებად მივიჩნევ ─ მე არ მყავს მეგობარი.“ | |
| — მერი შელი |
ციტატის წყარო: “ფრანკენშტაინი” (1818 წ.)
„გულქვა დიაცი სატანაზედ უარესია.“ | |
| — უილიამ შექსპირი |
„ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა, თუნდ დასამალად დედამიწა გადაეფაროს.“ | |
| — უილიამ შექსპირი |
ჩ
[რედაქტირება]ც
[რედაქტირება]ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„ავი და ბოროტი გულში არ ჩაიდო, თორემ დაგამძიმებს და ამ მზიან ქვეყანაზე სიარული გაგიჭირდება.“ | |
| — ილია ჭავჭავაძე |
ციტატის წყარო: “გაიზრდები და დაგავიწყდება”
„ვერავითარი მანკიერება ვერ მოგვერევა, თუკი სულიერად მზად ვიქნებით მის აღსაქმელად, მისი სიავკარგის გასაანალიზებლად.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “სიცოცხლისათვის” (1988 წ.)
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა ადამიანს არ ხდის სიკეთის მიმდევრად.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
„ვერ ვხვდები, რატომ არ შეიძლება კაცი იყოს ისეთი ბოროტი, როგორიც ბუნებაა.“ | |
| — ადოლფ ჰიტლერი |
„ბოროტი აზრები სულის თვითმკვლელობაა.“ | |
| — ვიქტორ ჰიუგო |
„მარტოხელა კაცი ყოველთვის ბოროტია.“ | |
| — კორეული ანდაზა |
ბოროტების გარეშე სიკეთე არ იარსებებდა