შინაარსზე გადასვლა

ბრბო

ვიკიციტატიდან
  •  

„საზოგადოებრივი აზრი?! ─ ეს ხომ ყოველ მეძავ ქალზე გარყვნილი არსებაა!..“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„იქ, სადაც ყველა კუზიანია, გამართულად სიარული სიმახინჯედ ითვლება.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„ხალხის მართვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ის სულელია.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„ვისაც შეუძლია ბრბოს შეცდომაში შეყვანა, მისი მბრძანებელი ხდება, ხოლო ვინც ცდილობს ბრბოს გონზე მოყვანას, მის მსხვერპლად იქცევა.“

  გუსტავ ლე ბონი


  •  

„ყველაფერი, რაც გონიერ ადამიანს ცხოველისაგან განასხვავებს, საზოგადოებაში ცხოვრების შედეგია.“

  უილიამ გოდვინი
  •  

„ხალხი პატარა ბავშვივითაა: მოეფერე, აჭამე და ყველაფერს დამალავენ, დამუნჯდებიან და იქნებიან თბილნი.“

  ალექსანდრე დიუმა (უფროსი)
  •  

„ხალხი დამშეული ლომია, რომელიც ლოკავს მხოლოდ იმ ხელს, რომლითაც აჭმევენ, მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნის ის.“

  ალექსანდრე დიუმა (უფროსი)
  •  

„გასამართლება არ არსებობს მაყურებლების გარეშე.“

  პოლ ვალერი


  •  

„საშინელება ის კი არ არის ბრბო, რომ ქვებს გესვრის, არამედ ის, რომ ამ ბრბოში ნაცნობ სახეებს ხედავ.“

  პაულო კოელიო
  •  

„შეიძლება ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ.“

  აბრაამ ლინკოლნი
  •  

„ბრბო აღიქმება, როგორც დაბალგანვითარებული ცხოველების ერთიანობა, რომლებიც საშიშები ხდებიან, როცა არ მუშაობენ.“

  ჯორჯ ორუელი

  ციტატის წყარო: “პარიზისა და ლონდონის ფსკერზე” (1933 წ.)


  •  

„ბრბო, რომელიც ტაშს უკრავდა შენს მეფედ კურთხევას, ასევე დაუკრავს ტაშს შენთვის თავის მოკვეთას ─ ხალხს უყვარს სანახაობა.“

  ტერი პრატჩეტი
  •  

„საზოგადოება ვერ ითმენს ადამიანს, რომელიც მას არ ჰგავს.“

  გალაკტიონ ტაბიძე
  •  

„ბრბოს უყვარს, ყველანაირი უბედურება ერთ კონკრეტულ ადამიანს დააბრალოს.“

  ტაციტუსი
  •  

„უფრო ადვილია გაასულელო ადამიანები, ვიდრე დაარწმუნო ისინი, რომ მათ ასულელებენ.“

  მარკ ტვენი
  •  

„ის მისწრაფებანი, რომლებიც ცალკე ადამიანში იჩენს თავს, ყოველთვის ძლიერდება ბრბოში.“

  ლევ ტოლსტოი


  •  

„თუ ხალხმა ხელში აგიტაცა ნუ გაგეხარდება... კარგად დააკვირდი ─ იქნებ, კუბოში წევხარ?!“

  ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება კაცთა მოდგმა...“

  გოდერძი ჩოხელი

  ციტატის წყარო: “წითელი მგელი” (1988 წ.)

  •  

„კაცთა საზოგადოება თავისის სიმკვიდრისა, შეურყეველობისა და არსებობისათვის ყოველ ცალკე ადამიანისაგან ითხოვს იმოდენა სათნოებას, რომ ნაკლები შეუძლებელიღაა კაცთა კრებულად ცხოვრებისათვის.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„საზოგადოება მით უფრო ღირებულია, რაც უფრო მეტ გასაქანს აძლევს პიროვნებას; პიროვნება კი მით უფრო ღირებულია, რაც უფრო მეტ ანგარიშს უწევს საზოგადოებას.“

  — [[]]
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=ბრბო&oldid=55170“-დან