შინაარსზე გადასვლა

ბრძენი

ვიკიციტატიდან
  •  

„იმ ჭეშმარიტ ბრძენს, რომელმაც ბევრი თქვა, შეუძლია მოკლედ და ცხადად თქვას.“

  არისტოფანე
  •  

„გიყვარდეს და იყო ბრძენი, შეუძლებელია.“

  ფრენსის ბეკონი
  •  

„ჯერ უგუნური უნდა იყო, რომ მერე ბრძენი გახდე.“

  მამა გაბრიელი
  •  

„ჯერ არც ერთი მეფე ჭკვიან ვეზირებს არ გაუხდიათ ბრძენი.“

  კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„ერთი კაცი თავის უდიდეს სიბძნეშიაც შლეგად ითვლება მუდამ.“

  კონსტანტინე გამსახურდია

  ციტატის წყარო: “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.)

  •  

„არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას.“

  კონსტანტინე გამსახურდია

  ციტატის წყარო: “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.)

  •  

„ისეთი ბრძენნიც არიან ამ ქვეყნად, რომელთაც არც რამ ბრძნული უთქვამთ ოდესმე, არც გაუკეთებიათ, მაგრამ ბრძენის სახელი მოუხვეჭნიათ, რადგანაც თავიანთი სისულელის გამხელას, დუმილს არჩევენ მუდამ.“

  კონსტანტინე გამსახურდია

  ციტატის წყარო: “მთვარის მოტაცება” (1933-1934 წწ.)


  •  

„ბრძენი ხალხი თავიანთი მიმართულებებით დადიან.“

  ევრიპიდე
  •  

„ბრძენი ის არის, ვინც იცის საჭირო, ბევრი კი არა.“

  ესქილე
  •  

„ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს.“

  პოლ ვალერი
  •  

„როდესაც ბრძენი თითით მთვარეს გიჩვენებს, სულელი მხოლოდ თითს ხედავს.“

  კონფუცი
  •  

„ზოგი იდეა იმდენად აბსურდულია, მხოლოდ ინტელექტუალს შეუძლია მისი დაჯერება.“

  ჯორჯ ორუელი


  •  

კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა.

  შოთა რუსთაველი

  ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

„თქვენ ვერასოდეს ვერ შექმნით ბრძენებს, თუკი ბავშვებში სიცელქეს ჩაჰკლავთ.“

  ჟან-ჟაკ რუსო
  •  

ბრძენი ყველგან ჩანს სიბრძნით და მასზე ყვებიან არაკებს,
ის ბრიყვი თუთიყუშივით არასდროს ილაპარაკებს.

  საადი
  •  

„არავინ ყოფილა ბრძენი შემთხვევით.“

  სენეკა
  •  

„ყოველი ადამიანი ბრძენია მხოლოდ იმაში, რაც მან იცის.“

  სოკრატე
  •  

„ადამიანი შეიძლება იყოს სიბრძნის მოყვარული და არა ─ ბრძენი, ნამდვილი ბრძენი მხოლოდ ღმერთია, მხოლოდ ღმერთმა იცის ყველაფერი და არა ─ ადამიანმა.“

  სოკრატე
  •  

„აღფრთოვანება დაბრძენების საფუძველია.“

  სოკრატე
  •  

„ბრძენს უფლება აქვს, საკუთარ თავს ელაპარაკოს.“

  არჩილ სულაკაური

  ციტატის წყარო: “სალამურას თავგადასავალი” (1967 წ.)


  •  

„იმ კაცს ბრძენი არ ეთქმის, ვინც გარკვეულს გაურკვეველს ამჯობინებს.“

  სამუელ ჯონსონი
  •  

„ბრძენი ადამიანები თავიანთ განზრახვებს არ ამჟღავნებენ და არასდროს გამოხატავენ უარყოფით შეხედულებებს. ეს არ აძლევს სხვა ადამიანებს იმის საშუალებას, რომ გადაიღონ მათი იდეები და ჩაერიონ მათ გეგმებში.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

  •  

„არხების მშენებელი იმორჩილებს წყალს, მშვილდოსანი იმორჩილებს ისარს, მოქანდაკე იმორჩილებს ქვას, ბრძენი იმორჩილებს საკუთარ თავს.“

  — [[]]
  •  

„გუშინ ჭკვიანი ვიყავი და მინდოდა მსოფლიო შემეცვალა, დღეს ბრძენი ვარ ამიტომ შევცვლი საკუთარ თავს.“

  — [[]]