შინაარსზე გადასვლა

ბრძოლა

ვიკიციტატიდან
  •  

„არ შეიძლება ყველაფერს ბრძოლა სჭირდებოდეს ─ რაღაც თავისითაც მოდის, თუკი ღირსი ხარ.“

  — შონ აბრამი
  •  

ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.

  — ლადო ასათიანი

|- |   | ციტატის წყარო: “საქართველოში”

  •  

„რატომ უნდა ებრძოლო დანარჩენ მსოფლიოს, თუ ის ისედაც არ არსებობს შენთვის.“

  — ფრედერიკ ბეგბედერი

|- |   | ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ყოველივე ცოცხალი ბრძოლის შედეგია.“

  — ბესარიონ ბელინსკი
  •  

„იბრძოლე იმისთვის, რაც გაღელვებს. გჩაგრავენ? ─ იბრძოლე! რამე არ მოგწონს? ─ იბრძოლე! უფლებებს მხოლოდ ბრძოლაში მოიპოვებ.“

  — კახა ბენდუქიძე
  •  

„სიკეთისა და წესიერებისათვის თუ სულ თქვენისთანა დამპლები და ჩათლახები იბრძვიან, ღმერთმანი, კაია, რომ თქვენს მხარეს არა-ვარ...“

  — ენტონი ბერჯესი

|- |   | ციტატის წყარო: “მექანიკური ფორთოხალი” (1962 წ.)

  •  

„ბრძოლას დასასრული არასოდეს აქვს. დაზავებას ყოველთვის მოსდევს კიდევ უფრო ხანგრძლივი და სასტიკი ბრძოლა.“

  — ენტონი ბერჯესი

|- |   | ციტატის წყარო: გამოუქვეყნებელი ინტერვიუდან (1972 წ.)

  •  

„ცოცხლობდე, ნიშნავს ─ იბრძოდე; იბრძოდე ─ ნიშნავს ცოცხლობდე.“

  — პიერ ბომარშე
  •  

„ბრძოლაში მორალური და ფიზიკური ელემენტების შეფარდება ისეთივეა, როგორც სამი ერთთან.“

  — ნაპოლეონ ბონაპარტი
  •  

„ვინც იბრძვის, შეიძლება დამარცხდეს, ხოლო ის, ვინც არ იბრძვის, უკვე დამარცხებულია.“

  — ბერტოლტ ბრეხტი
  •  

„როცა ადამიანი საკუთარ თავთან იწყებს ბრძოლას ─ უკვე რაღაცად ღირს.“

  — ჰაინრიხ ბრიუნინგი
  •  

„არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი.“

  — კონსტანტინე გამსახურდია

|- |   | ციტატის წყარო: “დიდოსტატის მარჯვენა” (1938-1939 წწ.)

  •  

„გონიერი მეფე უნდა ეცადოს, რამდენსამე მტერს არ შეებრძოლოს ერთად.“

  — კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„ვინც ციხეს ერთბაშად მოუნდომებს აღებას, მას აღებულიც დაეკარგება.“

  — კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„არსებობისათვის ბრძოლა უმოწყალოა.“

  — გურამ გეგეშიძე
  •  

„საქართველოდან გაქცევას ბრძოლა სჯობიან!“

  — იაკობ გოგებაშვილი
  •  

„მხოლოდ ისაა თავისუფლებისა და სიცოცხლის ღირსი, ვინც ყოველდღე იბრძვის მისთვის.“

  — გოეთე
  •  

„სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.“

  — ფიოდორ დოსტოევსკი

|- |   | ციტატის წყარო: “ძმები კარამაზოვები” (1878 წ.)

  •  

„ხელჩაქნეული, ყველაფერზე შემრიგებელი, უსულგულო, უმეცარი ხომ ლეშია, დაუმარხავი მკვდარია, რომელიც იშლება, იხრწნება და მიწის მიმყრელი კაცი არ ჩანს.“

  — ოტია იოსელიანი
  •  

„ბრძოლაში მაინც დავღუპულიყავით… მათხოვრებად ვიხოცებით...“

  — ოტია იოსელიანი
  •  

„ჯობია, შენი ოცნებების მისაღწევად იბრძოლო და დამარცხდე, ვიდრე უბრძოლველად გეწვიოს დამარცხება და ვერც კი გაიგო, რა იყო ამის მიზეზი.“

  — პაულო კოელიო
  •  

„რას უნდა ნიშნავდეს მხიარულება მაშინ, როცა გული სავსეა სევდით? ნიშნავს ბრძოლას ─ არავისთან. უჩაფხუტოდ, უიარაღოდ...“

  — ლუკა კუხიანიძე
  •  

„ქალებსა და მამაკაცებს შორის ბრძოლაში მამაკაცები დამარცხდებიან, რადგან მათ უფრო მეტად უყვართ ქალები, ვიდრე პირიქით.“

  — ანდრე მორუა
  •  

„როცა რაიმე მიზნისთვის ბრძოლა გიწევს, ისე არ უნდა გაწირო თავი, რომ გამარჯვებულმა ნადავლით ტკბობა ვერ შეძლო.“

  — კახა ნადირაძე

|- |   | ციტატის წყარო: “კოჭლი მამალი”

  •  

„პირველი დარტყმა ─ ნახევარი ბრძოლაა.“

  — ნაპოლეონ I
  •  

„ურჩხულებთან მებრძოლს მართებს ფიქრი იმაზე, რომ თავად არ იქცეს ურჩხულად.“

  — ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„ვირთხებს ორთაბრძოლა კი არ უნდა გაუმართო ─ უბრალოდ, უნდა გაანადგურო!“

  — ერიხ მარია რემარკი
  •  

„იბრძოლე იმ ცოტაოდენისთვის, რაც შენთვის ძვირფასია!“

  — ერიხ მარია რემარკი

|- |   | ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)

  •  

„ჩვენ არ ვიბრძვით, ჩვენ თავს ვიცავთ განადგურებისაგან.“

  — ერიხ მარია რემარკი

|- |   | ციტატის წყარო: “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” (1929 წ.) თავი VI

  •  

„რაც უფრო რთულია ბრძოლა, მით უფრო დიდია ტრიუმფი!“

  — ტონი რობინსი
  •  

ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან.

  — შოთა რუსთაველი

|- |   | ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)

  •  

„ადამიანები, ვისაც უდიდესი სურვილი აქვთ იბრძოლონ, ყოველთვის ჩააყენებენ თავიანთ თავს ყველაზე ხელსაყრელ პირობებში საბრძოლველად.“

  — ლევ ტოლსტოი
  •  

„ადამიანი არსად არ არის იმაზე უფრო თავისუფალი, როგორც ბრძოლის დროს, სადაც საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება.“

  — ლევ ტოლსტოი
  •  

„უფრო დაბალი სულიერი დონის ადამიანებთან წარმატებით ბრძოლაც კი არ შეიძლება!..“

  — ჰერბერტ უელსი
  •  

„კაცებო, არასდროს შეებრძოლოთ ქალებს! გამარჯვებაც და დამარცხებაც ─ ორივე თქვენი სირცხვილი იქნება!“

  — ბრიუს უილისი
  •  

„ზენაართან ბრძოლა არ შეიძლება.“

  — გიუსტავ ფლობერი

|- |   | ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)

  •  

კაცს მას ვეძახი, ვისაც ბრძოლაში
შუა გადუტყდა ერთგული ხმალი,
მაგრამ მიიწევს მკერდ-სისხლიანი,
რომ მაინც მტერთგანს მოსთხაროს თვალი.

  — ვაჟა-ფშაველა

|- |   | ციტატის წყარო: “ვის ჰქვიან კაცი?”

  •  

„შენ მიხვდი, რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ ომი და მაინც ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს.“

  — ირაკლი ჩარკვიანი

|- |   | ციტატის წყარო: “მაიმუნები ვართ”

  •  

„ხშირად მეკითხებიან: „რისთვის ვიბრძვით?“ გიპასუხებთ: „შეწყვიტეთ ბრძოლა და მაშინ გაიგებთ!“

  — უინსტონ ჩერჩილი
  •  

„ძლევამოსილი ლაშქარი ჯერ გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო პირობებს ქმნის და მხოლოდ ამის შემდეგ ესწრაფვის ბრძოლაში ჩაბმას.“

  — სუნ-ძი
  •  

„თავის მოსულელებაც ერთგვარი სახეა ბრძოლისა, მით უფრო, როცა სხვა აღარაფერი შეგიძლია.“

  — ოთარ ჭილაძე

|- |   | ციტატის წყარო: “გოდორი” (2003 წ.)

  •  

„ბრძოლა იწყება გამარჯვების შემდეგ.“

  — ვიქტორ ჰიუგო
  •  

„ცოდნასთან ბრძოლა უფრო ადვილია, ვიდრე რწმენასთან.“

  — ადოლფ ჰიტლერი
  •  

„ვისაც სურს სიცოცხლე, აცალეთ, რომ იბრძოლოს, ხოლო ვისაც არ სურს ბრძოლა, ის არ იმსახურებს სიცოცხლეს.“

  — ადოლფ ჰიტლერი
  •  

„ჩვენ, ადამიანებს, არ გვაქვს საკმარისი ძალა ბრძოლისთვის; ბრძოლისთვის, რომელიც უდიდესი ტკბობით სრულდება.“

  — [[ ]]
  •  

„ბრძოლა რომ არ არსებობდეს, სიცოცხლეც არ იქნებოდა.“

  — [[ ]]
  •  

„ბრძოლის დროს თუ ტელეფონი დუმდა, გამარჯვების დროს ნურავის უპასუხებ...“

  — [[]]

ბრძოლას თავისი დანაკარგები აქვს.

ქარიშხალს რომ შეებრძოლო, ქარი უნდა გამოიარო.