შინაარსზე გადასვლა

ბუნება

ვიკიციტატიდან
  •  

„ბუნება არაფერს არ სჩადის ტყუილ-უბრალოდ.“

  არისტოტელე
  •  

„მე მიყვარს ხალხი, მაგრამ ბუნებას ვაფასებ უფრო.”

  ჯორჯ გორდონ ბაირონი
  •  

„ადამიანები ოდითგანვე შეპყრობილნი იყვნენ საკუთარი ხელით აღმართული მთების ან ცად ატყორცნილი კოშკების შენების მანიით. ამით ისინი თავის თავს უმტკიცებენ, რომ ბუნებაზე უფრო ძლევამოსილნი არიან.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„ხალხი შეხედავს შენ მიერ დარგულ ხეს ან ყვავილს და გაცოცხლდები.“

  რეი ბრედბერი

  ციტატის წყარო: “451º ფარენჰაიტით” (1953 წ.)

  •  

„ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი ─ უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი ─ მდუმარეს, ხოლო ლაჩარი ─ გმირს.“

  კონსტანტინე გამსახურდია

  ციტატის წყარო: “დავით აღმაშენებელი” (1962 წ.)

  •  

„ყველაფერი, რაც ბუნების მიერ არის შექმნილი, უნდა გიყვარდეს.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„შენ გრძნობ ბუნების სიბრძნეს, რადგან გიყვარს ბუნება!“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)


  •  

„დიახ, ბუნებას დაცინვა უყვარს! მაშ, რისთვის გააჩენს ხოლმე ამ ქვეყნად უშესანიშნავეს ადამიანებს და მერე სასაცილოდ აიგდებს?!“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)

  •  

„სურნელება არის ფორმა, რომელსაც ყვავილში განასახიერებს ბუნების ყოვლისმძლე სიხარული.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„როცა ყვავილს მტვერი დაედება, შიგნით ის კვლავ სპეტაკი რჩება.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)

  •  

„ზოგიერთი ხე უკეთესად ხარობს, ტოტებს თუ შეაჭრიან.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)

  •  

„ადამიანი ბუნების შვილია; გარემო-ბუნების ხელყოფა მშობლის ხელყოფაა.“

  ოტია იოსელიანი
  •  

„ვისაც ერთი ძირი ხე არ დოურგავს, ის ჩრდილში არ უნდა შეუშვა, სულ პაპანაქებაში უნდა არონიო.“

  ოტია იოსელიანი
  •  

ატირდნენ მთები და
ლამის მეც ავტირდე,
ნაძვები დაღონდნენ
და მეც, მეც ვღონდები...

  ანა კალანდაძე
  •  

„ბუნების ყველა კანონი ფეხქვეშ გათელილი აღმოჩნდება, ნიადაგს რომ უცბად უარი ეთქვა შხამიანი მცენარეების გამოზრდაზე.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”

  •  

„თვითშენარჩუნების ინსტინქტი ბუნების პირველი კანონია.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”

  •  

„რა გამანადგურებელი, რა შეუბრალებელი არსებაა ადამიანი. რამდენი სხვადასხვა ცოცხალი არსება და მცენარე მოსპო თავისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად!“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„ბედნიერება ისაა, რომ ბუნებასთან იყო, მას ხედავდე და ესაუბრებოდე.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

ბუნება მბრძანებელია,
იგი მონაა თავისა,
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,
ზოგჯერ მქნელია ავისა; [...]
მაინც-კი ლამაზი არის,
მაინც სიტურფით ჰყვავისა!..

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “ღამე მთაში”

  •  

ტურფა რამ შექმნა ბუნება,
ასე რამ გააფერადა.

  ვაჟა-ფშაველა
  •  

„სულშეძრულსაც კი შეუძლია ბუნების სილამაზის შეგრძნება.“

  მერი შელი

  ციტატის წყარო: “ფრანკენშტაინი” (1818 წ.)

  •  

გადაგვარების მოსურნე
ბუნებისაგან კრულია!

  აკაკი წერეთელი

  ციტატის წყარო: “ღამურა”

  •  

„ხეს ვერ გაზრდი იმ დროზე ადრე, რაც ბუნებას დაუნიშნავს.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„კაცობრიობას უკვე საკმაო გამოცდილება აქვს იმისა, თუ რა სავალალოდ მთავრდება მისი თითქმის ყოველი ცდა ბუნების მარადიული წესრიგის დარღვევისა...“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “სიცოცხლისათვის” (1988 წ.)

  •  

„ვიდრე ბუნების ენას არ ვისწავლით, ყველა ცოდნა დამღუპველია.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “გოდორი” (2003 წ.)

  •  

კაცი ჭრიდა ხეს
(მწვანე ბინდში ელავდა ნაჯახი)
და ხე კაცს უჩრდილებდა,
სანამ ფესვზე დგომა შეეძლო.

  ვაჟა ხორნეული
  •  

„ბუნებას, როგორც დიდ მხატვარს, შეუძლია პატარა საშუალებითაც მიაღწიოს ყველაზე დიდ ეფექტს.“

  ჰაინრიხ ჰაინე
  •  

„ბუნება ─ დიდი მასწავლებელია ყველასთვის, ვისაც მისთვის ყურის გდება შეუძლია.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

  •  

„ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს არ სცემენ პატივს, იშვიათად ექცევიან პატივისცემით გარემოს და არც კი გრძნობენ აუცილებლობას, იზრუნონ მასზე.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”