შინაარსზე გადასვლა

გადაწყვეტილება

ვიკიციტატიდან
  •  

„გადაწყვეტილების სისწორის შემოწმების შესაძლებლობა ძალიან გვიან ჩნდება ─ მაშინ, როცა შეცდომების გამოსწორება უკვე შეუძლებელია.“

  — ალფრედ ადლერი

|- |   | ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)

  •  

„თითქმის ყოველთვის გვავიწყდება გავაშუქოთ ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება რამე ფსიქოლოგიური სინათლით, ამ გადაწყვეტილებების გამომწვევი იდუმალად შეცნობილი მიზეზების აუხსნელად.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “ეჟენი გრანდე” (1833 წ.)

  •  

„ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება ახალი პრობლემის მიზეზი ხდება.“

  — არტურ ბლოხი

|- |   | ციტატის წყარო: “მერფის კანონები” (1982 წ.)

  •  

„ძალიან ადვილად შეიძლება იმის შემოწმება, კარგ გადაწყვეტილებას იღებთ თუ ცუდს, შეამოწმებთ რა, ხომ არ არის ის მოტივირებული შიშით.“

  — ლიზ ბურბო

|- |   | ციტატის წყარო: “ფული და სიუხვე”

  •  

„ძალიან ხშირად სწორედ პენსიაზე გასვლის შემდეგ ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას დაკავდეს იმით, რაც ყოველთვის უნდოდა.“

  — ლიზ ბურბო

|- |   | ციტატის წყარო: “ფული და სიუხვე”

  •  

„თქვენი ყველა შიში და მრწამსი იმ გადაწყვეტილებების შედეგია, რომლებიც ბავშვობაში ან სიყმაწვილეში, ტრავმული გამოცდილების გავლენით, მიიღეთ.“

  — ლიზ ბურბო

|- |   | ციტატის წყარო: “სექსუალობა და გრძნობადობა” (1998 წ.)

  •  

„გადაწყვეტილების მიღება ადვილია, მისი განხორციელებაა ძნელი.“

  — გურამ გეგეშიძე

|- |   | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„თუ ხედავთ წარმატებულ ბიზნესს, გამოდის, რომ ოდესღაც ვიღაცამ რისკიანი გადაწყვეტილება მიიღო.“

  — პიტერ დრაკერი
  •  

„ცხოვრებაში არ არის მზა გადაწყვეტილებები ─ ცხოვრებაში არის მოძრავი ძალები, რომელიც უნდა შექმნა და გადაწყვეტილებებიც თავისით მოვა.“

  — ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
  •  

„სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი გამოცდილების შედეგად მოდის, ხოლო გამოცდილება არასწორი გადაწყვეტილებების მიღების შედეგად გვეძლევა.“

  — თომას ედისონი
  •  

„ერთადერთი ადამიანი, რომელიც შეიძლება გახდეთ, არის ის ადამიანი, რომელიც მტკიცედ გადაგიწყვეტიათ, რომ იყოთ.“

  — რალფ ემერსონი
  •  

„ყველაფერი ცუდი გარკვეული მიზეზით ხდება, თუმცა ზოგჯერ მიზეზი მხოლოდ სიბრიყვე და მცდარი გადაწყვეტილებაა.“

  — ჯანი ვერსაჩე
  •  

„გონებადაკარგული ხალხი ერთბაშად წყვეტს რთულ საკითხებს.“

  — რაბინდრანათ თაგორი

|- |   | ციტატის წყარო: “ოთხი ცხოვრება” (1914 წ.)

  •  

„გვიან მიღებული სწორი გადაწყვეტილება, ყოველთვის მცდარი აღმოჩნდება.“

  — ლი იაკოკა
  •  

„მე ვარ ის, ვინც გადავწყვიტე, რომ ვიყო.“

  — კარლ გუსტავ იუნგი
  •  

„დამატებითი დრო გადაწყვეტილების მისაღებად არ გაგხდის უფრო დარწმუნებულს.“

  — გრენტ კარდონი
  •  

„სწორი გადაწყვეტილება ყოველთვის მოდის სიმშვიდის მდგომარეობაში.“

  — ჯოზეფ მერფი

|- |   | ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”

  •  

„თუ თქვენ გადაწყვიტეთ მოქმედება, ჩაკეტეთ კარები ეჭვისთვის.“

  — ფრიდრიხ ნიცშე
  •  

„შიშის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის არასწორი გადაწყვეტილებაა.“

  — ტონი რობინსი
  •  

„სწორი გადაწყვეტილებები გამოცდილების შედეგია, ხოლო გამოცდილება ─ არასწორი გადაწყვეტილებების.“

  — უილიამ როჯერსი
  •  

„არ ღირს აჩქარება, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ; ჩემი რეკომენდაციაა, აუცილებლად აიღოთ ტაიმ-აუტი და იფიქროთ, რისთვის ხართ მზად.“

  — დონალდ ტრამპი

|- |   | ციტატის წყარო: “არასოდეს დანებდე!” (2008 წ.)

  •  

„როცა საქმე გადაწყვეტილების მიღებას ეხება, გახდით საკუთარი თავის რედაქტორი და ამოჭერით უსარგებლო ყბედობა.“

  — დონალდ ტრამპი

|- |   | ციტატის წყარო: “არასოდეს დანებდე!” (2008 წ.)

  •  

„გადაწყვეტილების მიღებას დილის წამი სჭირდება და არა ─ ღამისთევა და ჭოჭმანი.“

  — დათო ტურაშვილი

|- |   | ციტატის წყარო: “ჩემი ირლანდიელი პაპა” (1999 წ.)

  •  

„ვისაც არ ჰყოფნის გადაწყვეტილების მიღების ნება, მას არ ჰყოფნის გონიერება.“

  — უილიამ შექსპირი
  •  

„ადამიანი განუწყვეტლივ ირჩევს რაღაცას, მაგრამ იმდენად მერყევია მისი ბუნება, ისე მალე ეცვლება აზრი, შეხედულება თუ სურვილი ─ ბოლოს აღარაფერი შერჩება ხოლმე ხელში.“

  — ოთარ ჭილაძე

|- |   | ციტატის წყარო: “მარტის მამალი” (1987 წ.)

  •  

„იმის გახსენება, რომ მალე უნდა გარდავიცვალო, მეხმარება ჩემი ცხოვრების ურთულესი გადაწყვეტილებების მიღებაში.“

  — სტივ ჯობსი
  •  

„უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის არა ის, თუ რას აკეთებთ, არამედ ის, რისი არგაკეთებაც გადაწყვიტეთ.“

  — სტივ ჯობსი
  •  

„უხასიათო კაცი ვერასოდეს ვერ მივა გადაწყვეტილებამდე.“

  — გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი
  •  

„საკუთარი თავის სიყვარული ნებისმიერი გადაწყვეტილების ქვაკუთხედია.“

  — ლუიზა ჰეი

|- |   | ციტატის წყარო: “წინ მხოლოდ კარგი გელოდებათ”

  •  

„თუ ვერ ასწრებთ საკუთარ თავთან განმარტოებას და შინაგან სიბრძნესთან ზიარებას, შეუძლებელია მუდამ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ.“

  — ლუიზა ჰეი

|- |   | ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

  •  

„გვიან მიღებული გადაწყვეტილებებები, როგორც წესი, გათენებისას კარგავენ ძალას.“

  — [[ ]]
  •  

„სიბრაზის დროს მიღებული გადაწყვეტილება შენს ცხოვრებას დაანგრევს.“

  — [[ ]]

|- |   | ციტატის წყარო: კინოფილმი “ბრონქსის ისტორია” (1993 წ.)

  •  

„არასდროს არაფერი არ გადაწყვიტო ემოციურად ─ ემოციები მალე დაილევა, ხოლო შენი გადაწყვეტილება დარჩება შენთან.“

  — [[]]
  •  

„ყველაზე რთული მაინც ის ყოფილა, რომ გაიგო ─ რომელი ხიდი გადაწვა და რომელზე გაიარო...“

  — [[]]
  •  

„პირველი ნაბიჯი სადმე მისასვლელად არის გადაწყვეტილება, რომ არ დარჩები იქ, სადაც ხარ.“

  — [[ ]]

“გადაწყვეტილებისა – ხან მიღება ჭირს, ხან – გაუქმება, ცხოვრება კი ორივეს ითხოვს და შესას- რულებლად (ზოგჯერ) მინიმალურ დროს იძლევა.” თუ აყოვნებთ გადაწყვეტილების მიღებას, ე.ი. თქვენ უკვე გადაწყვიტეთ ყველაფერი ძველებურად დატოვოთ.

სწორი გადაწყვეტილების მიღებას ყოველთვის არ მოაქვს შვება