შინაარსზე გადასვლა

გაზაფხული

ვიკიციტატიდან
  •  

ყოველ გაზაფხულს მგალობელი ჩიტივით ვხვდები,
ყოველ გაზაფხულს მოაქვს ჩემთვის უცნობი ხმები...

  — ხუტა ბერულავა
  •  

„[...] გული ისე სავსეა, მოქმედების წყურვილი ისე მძაფრად გეუფლება, როგორც გაზაფხულის ბოლოს.“

  — გურამ გეგეშიძე

|- |   | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

[...] რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ ─ მზე გამარჯვების.

  — მირზა გელოვანი

|- |   | ციტატის წყარო: “ნუ მწერ”

  •  

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

  — ტერენტი გრანელი
  •  

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება,
მოვა დღეები წყურვილების და გაგიჟების.

  — პეტრე გრუზინსკი
  •  

„როდესაც ჩვენს გულში გაზაფხული იღვიძებს, ჩვენს არსებაში ფარფატებენ ყოველგვარი წუთიერი ოცნებები, რომელნიც სხვა დროს უყურადღებოდ რჩებიან.“

  — რაბინდრანათ თაგორი

|- |   | ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ.“

  — ოტია იოსელიანი
  •  

„ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარი და გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს:ან ხვნა–თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ!“

  — ოტია იოსელიანი
  •  

ხედავ, გაზაფხული ვარდის საუფლოსა
რარიგ ამშვენებს და კრთება ასკილიც?

  — ანა კალანდაძე

|- |   | ციტატის წყარო: “მოდის გაზაფხული”

  •  

„აქ გაზაფხულის მოსვლას ყვავილების კალათები თუ გაუწყებთ, მოვაჭრეებს რომ მოაქვთ გარეუბნიდან ─ აქ გაზაფხული ბაზარში იყიდება.“

  — ალბერ კამიუ

|- |   | ციტატის წყარო: “შავი ჭირი” (1947 წ.)

  •  

„აუცილებელია დავინახოთ მომავალი გაზაფხულის ნიშნები იმ მკვდარ ფოთლებში, რომლებიც გარშემო გვახვევია, აღვიჭურვოთ მოლოდინით და დაველოდოთ მის დადგომას.“

  — ფრანც კაფკა
  •  

ტურფა გაზაფხული მოვა,
ტურფა გაზაფხული მოდის,
ამას მეუბნება თოვა
და სითეთრე ტყემლის ტოტის...

  — მურმან ლებანიძე
  •  

ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..

  — გიორგი ლეონიძე

|- |   | ციტატის წყარო: “ყივჩაღის პაემანი”

  •  

გაშალე, მერცხალო, ფრთა;
შემოსე, ბალახო, კორდი.
გზა!
გაზაფხული მოდის!

  — მუხრან მაჭავარიანი

|- |   | ციტატის წყარო: “საგაზაფხულო” (1954 წ.)

  •  

ნეტავ, მე რომ არ ვიქნები, იმ წელს,
რანაირი გაზაფხული მოვა?

  — მანანა ჩიტიშვილი

|- |   | ციტატის წყარო: “ქარი ეხლა საალერსოდ მიწვევს...”

  •  

„მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული.“

  — აკაკი წერეთელი
  •  

სუნი მეცა გაზაფხულის, უცნაური ვიგრძენ ძალი...

  — აკაკი წერეთელი

|- |   | ციტატის წყარო: “გაზაფხული”

  •  

ზის გაზაფხული სამეფო ტახტზე,
ხვალის იმედით შუქმომფინარე.

  — გივი ჭიჭინაძე

|- |   | ციტატის წყარო: “საგაზაფხულო”

  •  

ეგ ელვა არ იყო ─
ღრუბლები გაზაფხულთან
შეხვედრას გილოცავენ.

  — ვაჟა ხორნეული
  •  

სივრცეში გაზაფხულის
სიჩუმე გამოჩნდა,
რომელიც მალე დაამშვენა
კვირტების მუსიკამ.

  — ვაჟა ხორნეული
  •  

„გაზაფხულს სჩვევია ზღუდეების მოშლა და გაფრენები; გაზაფხულს სჩვევია ალოგიკურობა.“

  — [[]]