შინაარსზე გადასვლა

გამარჯვება

ვიკიციტატიდან
  •  

„ყველაზე რთული ტრიუმფი საკუთარ თავზე გამარჯვებაა.“

  არისტოტელე


  •  

„იმარჯვებს ის, ვინც მოწინააღმდეგის მოტყუებას შეძლებს.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„საკუთარი თავისა და სურვილების დაძლევა ომში გამარჯვებაზე უფრო დიდი გამარჯვებაა.“

  ბუდა
  •  

„თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვარებს.“

  კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„თავიდან ისინი ძაღლადაც არ გაგდებენ, შემდეგ დაგცინიან, ბოლოს კი გებრძვიან – ასეთია გზა გამარჯვებისკენ.“

  მაჰათმა განდი
  •  

„მართალმა კაცმა უნდა გაიმარჯვოს, ასეთია ბუნების კანონი.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„მთავარი ძალა, რაც გამარჯვებას ანიჭებს ერს საარსებო ბრძოლაში, არის ცოდნა და განათლება.“

  იაკობ გოგებაშვილი


  •  

„ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა არის გამარჯვება სიკვდილზე და ჩვენ ყოველწამიერად უნდა ვზეიმობდეთ ამას.“

  ჯონი დეპი
  •  

„ღვთის წყალობითა და შეწევნით უძლიერეს ეშმაკსაც ამარცხებს ადამიანი.“

  ალექსანდრე დიუმა
  •  

„საკმარისია შევინარჩუნოთ ნება და გონიერება და თავის დროზე ყველა დაბრკოლება ძლეული იქნება.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„გამარჯვებულებს არ ასამართლებენ!“

  ეკატერინე II დიდი
  •  

„თქვენი გამარჯვება მუდამ დროებითი იქნება.“

  ალბერ კამიუ

  ციტატის წყარო: “შავი ჭირი” (1947 წ.)

  •  

„ზოგჯერ გაიმარჯვებ, ზოგჯერ ისწავლი.“

  რობერტ კიოსაკი


  •  

„მე არ ვიპარავ გამარჯვებას!“

  ალექსანდრე მაკედონელი
  •  

„შენი გამარჯვებით მე არ დავმარცხდები, ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ.“

  გიზო ნიშნიანიძე
  •  

„იმარჯვებს ის, ვინც იცის – როდის იბრძოლოს და როდის არ იბრძოლოს.“

  სუნ ძი
  •  

„ხანდახან გიწევს რამდენჯერმე მოიგო ერთი და იგივე ომი საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად.“

  მარგარეტ ტეტჩერი
  •  

„საყოყმანო საქმეებში გამარჯვებული ის გამოდის, ვინც უფრო ჯიუტია.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„ბრძოლას ის იგებს, ვინც მტკიცედ გადაწყვიტა მისი მოგება.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„იმარჯვებს ის, ვინც ფიქრობს, რომ გამარჯვება შეუძლია.“

  როჯერ ფედერერი
  •  

„ნებისმიერ ფასად გამარჯვება“ ─ ეს არაა ჩემი დევიზი. ჩემი დევიზი ასე ჟღერს ─ „გამარჯვება, რაც შეიძლება ნაკლებ ფასად“.

  მაქს ფრაი
  •  

„მოხუცს შეიძლება შერჩეს გამარჯვების ჩვევა, მაგრამ გამარჯვების ჩვევას მხოლოდ ჭაბუკი იძენს.“

  ანატოლ ფრანსი

  ციტატის წყარო: „ანგელოზთა აჯანყება“ ( წ.)

  •  

„როდესაც ორი ადამიანი ჩხუბობს, იმარჯვებს მესამე.“

  უინსტონ ჩერჩილი


  •  

„ის, ვინც იმარჯვებს სხვაზე – ძლიერია, ხოლო ის, ვინც იმარჯვებს საკუთარ თავზე – უძლეველი.“

  ლაო ძი
  •  

„გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა ცუღლუტობაა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.“

  მიხეილ ჯავახიშვილი
  •  

„ვინც იმარჯვებს, ბრძოლა როდის შეუწყვეტია!“

  ერნესტ ჰემინგუეი

  ციტატის წყარო: „მშვიდობით, იარაღო!“ (1929 წ.)

  •  

„გამარჯვება მიდის იმ ადამიანებთან, რომელთაც იციან, რა სურთ ცხოვრებისგან, და დარწმუნებულები არიან, რომ ამას მიიღებენ.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

  •  

„ძლიერ პიროვნებებს საბრძოლველი არასდროს გამოელევათ... და მათთვის არც გამარჯვებით ტკბობა არსებობს...“

  — [[]]
  •  

„გამარჯვებული – ეს არის დამარცხებული, რომელმაც კიდევ ერთხელ სცადა.“

  — [[]]
  •  

„გამარჯვება ყოველთვის შესაძლებელია იმ ადამიანისთვის, ვინც უარს ამბობს წაგებაზე.“

  •  

„ჩემს ცხოვრებაში დაბრკოლებები იმისთვის არსებობს, რომ მე მათგან გამარჯვების ისტორიები შევქმნა.“