შინაარსზე გადასვლა

გამოცდილება

ვიკიციტატიდან
  •  

„ჩვენ ყოველთვის არ გამოგვაქვს გაკვეთილები მიღებული გამოცდილებიდან ─ წლების მატება სიბრძნის მატებას არ ნიშნავს.“

  ალფრედ ადლერი

  ციტატის წყარო: “ადამიანის ბუნების შეცნობისათვის” (1927 წ.)

  •  

„როდესაც ფულიანი ადამიანი ხვდება გამოცდილ ადამიანს, გამოცდილი მიდის ფულით, ხოლო ფულიანი ─ გამოცდილებით.“

  არქიმედე
  •  

„თუ ადამიანმა ბევრი რამ გამოსცადა, ცხოვრება გაიცნო, მას ნერვები უმაგრდება, ერთგვარ მოქნილობას იძენს, ამით საშუალება ეძლევა თავისი მგრძნობიარობა დაიმორჩილოს.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “გობსეკი” (1830 წ.)


  •  

„საკუთარი გამოცდილების ერთი წვეთი გერჩივნოთ სხვების ერთ ტონა რჩევებს.“

  მაჰათმა განდი
  •  

„სიბრძნე გამოცდილების ასულია.“

  ლეონარდო და ვინჩი
  •  

„გამოცდილება შეცდომების ერთიანი ჯამია.“

  ფრანსუაზ საგანი

  ციტატის წყარო: “გიყვართ ბრამსი?” (1959 წ.)

  •  

„გამოცდილება ─ ეს სკოლაა, სადაც გაკვეთილები მეტად ძვირი ღირს, მაგრამ ეს ერთადერთი სკოლაა, სადაც მართლა შეისწავლი.“

  ბენჯამინ ფრანკლინი


  •  

„ჩვენ გამოცდილებიდან ვსწავლობთ იმას, რომ ადამიანი არასდროს სწავლობს საკუთარი გამოცდილებიდან.“

  ბერნარდ შოუ
  •  

„გამოცდილება საუკეთესო სკოლაა, უბრალოდ აქ სწავლა ძვირი ღირს.“

  ჰაინრიხ ჰაინე
  •  

„გამოცდილება ის არ არის, რაც შეგემთხვა ─ არამედ ის, როგორი ინტერპრეტაციაც გაუკეთე მომხდარს.“

  ოლდოს ჰაქსლი
  •  

„ყველა მოვლენა, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, მხოლოდ შეცნობის გამოცდილებაა. მიღებული გამოცდილება არ უნდა გავაიგივოთ პიროვნებასთან ან მის თვითშეფასებასთან. ჩვენ არ უნდა შემოვიფარგლოთ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების ჩარჩოებით.“

  ლუიზა ჰეი

  ციტატის წყარო: “მართე შენი ბედი”

გამოცდილება ჭკუის გვირგვინიაო