შინაარსზე გადასვლა

განქორწინება

ვიკიციტატიდან
  •  

„განქორწინება ყველაფერს ორზე ამრავლებს: ჩნდება ორი ბინა, ორი საშობაო ზეიმი, ორი საძინებელი, გაორებული არსებობა.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„განქორწინება მსოფლიო ომზე მეტი კი არ არის. ამით არავინ მომკვდარა.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„გაყრილი მშობლები უფრო ახალგაზრდებს ჰგავდნენ, ვიდრე მათი შემაწუხებელი შვილები.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„ვფიქრობ, გაყრილი მშობლების შვილებს ხშირად უვითარდებათ მიზიდულობა ილუზიებისადმი, რაც შიზოფრენიასთან ახლოს დგას.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„ოჯახური თერაპია ─ განქორწინებაა. მხოლოდ ეს ერთი თერაპია მუშაობს და სამწუხაროდ, მას ყველაზე ნაკლებად იყენებენ.“

  მიხეილ ლაბოვსკი
  •  

„თუ ქორწინება მალე დაინგრა, მასში თანაგრძნობის ნაკლებობა იყო. ასეთი ქორწინება შედგა პროექციებზე და მოლოდინებზე დაფუძნებული წმინდა ემოციური მიჯაჭვულობის გამო.“

  დალაი ლამა XIV

  ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”

  •  

„განქორწინების თავიდან აცდენის ყველაზე შესაფერისი დრო ─ ქორწინებაში შესვლამდეა.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”

  •  

„ნუ მისცემთ ქედმაღლობის, ბრაზის და პარტნიორზე მაღლა დადგომის ყალბ მოსაზრებებს იმის საშუალებას, რომ მიგიყვანონ ქორწინების დარღვევამდე, როცა თქვენი გული მთლიანად ეკუთვნის ადამიანს, რომლის მიტოვებასაც აპირებთ.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”

  •  

„საქორწინო კავშირი ირღვევა მცირე პრობლემების დიდი რაოდენობით დაგროვების გამო, რომელთა თავიდან აცილება და დაძლევა შეიძლებოდა, ადამიანებს რომ სცოდნოდათ, როგორ გაეკეთებინათ ეს და ამის სურვილიც ჰქონოდათ.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)