შინაარსზე გადასვლა

განშორება

ვიკიციტატიდან
  •  

„როცა შორდები მთას, მაშინ ამჩნევ მის მშვენიერებას, ასევეა მეგობრებთანაც.“

  ჰანს კრისტიან ანდერსენი
  •  

„საინტერესოა, რატომ ამბობენ ვიღაცაზე „თავს უშველაო“, როცა იგი მიდის. დარჩენით თავს ვერ უშველი?“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„სიყვარული განშორებაზე ძლიერია, მაგრამ განშორება ─ უფრო ხანგრძლივია...“

  იოსებ ბროდსკი
  •  

„მაშასადამე, არ არსებობს განშორებები ─ არსებობს ერთი დიდი შეხვედრა.“

  იოსებ ბროდსკი
  •  

უშენოდ დარჩენის ფობია,
უშენოდ დარჩენამ წალეკა.

  ზურაბ ბუდაღაშვილი


  •  

შეხვედრის წუთებს განშორება ვერ ანიავებს.

  ვალერიან გაფრინდაშვილი

  ციტატის წყარო: “მაისის ტრიოლეტები”

  •  

„მეგობარი ყველგან შეიძლება გყავდეს, თუნდაც ძალიან შორს, თუნდაც ძალზე იშვიათად ხედავდე, მაგრამ ქალი, რომელიც გიყვარს, ხომ ყოველთვის გვერდით გინდა გყავდეს?“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„ზოგჯერ ვიღაცის ან რაღაცის უკეთ დასანახად ახლოს მისვლა კი არა, შორს წასვლაა საჭირო...“

  რამაზ გიგაური
  •  

„ზოგჯერ ისიც მიდის, ვისაც მთელი გულით სურდა დარჩენა. მიდის, რათა წასვლის სიმძიმე ააცილოს მას, ვინც რჩება, ─ წასასვლელად გამზადებული.“

  გიორგი გოგსაძე


  •  

„განშორების ტკივილი არაფერია ხელახლა შეხვედრის სიხარულთან შედარებით.“

  ჩარლზ დიკენსი
  •  

„საშინელებაა მიუღწეველ იდეასთან განშორება, რომელსაც მთელი ცხოვრება შესწირე.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ნეტოჩკა ნეზვანოვა” (1849 წ.)


  •  

„ადამიანების ცხოვრება სხვადასხვა გზით მიდის ─ ძნელია დიდი ხნით შეაჩერო ვინმე შენს სიახლოვეს.“

  რაბინდრანათ თაგორი
  •  

„არასდროს შეიყვარო ისე, რომ მისმა წასვლამ არარაობად გაქციოს!“

  ირინა იოსებაშვილი
  •  

„დღეს შენით ყოფნა აუტანელია და ოდესმე უშენობას რა მოითმენს?!“

  ოტია იოსელიანი
  •  

„არ მინდა შენ ისე გიყვარდე, უჩემობა ვერ გადაიტანო. მე ორი სიკვდილით ვერ მოვკვდები...“

  ოტია იოსელიანი
  •  

„გაქცევა ყოველთვის არ არის სიმხდალე ─ არ უნდა გაჩერდე იქ, სადაც შენი ადგილი არ არის!“

  ოტია იოსელიანი
  •  

„არ შეაკავო ადამიანი, რომელიც შენგან მიდის... სხვანაირად შენთან ვერ მოვა ის, ვინც ცდილობს, მოვიდეს.“

  კარლ იუნგი


  •  

„ვინც მიდის, იმის სიყვარული რთული არაა.“

  ფრანც კაფკა
  •  

„რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო უახლოვდები ადამიანის გულს... სიშორე სიყვარულით გავსებს, ხოლო საყვარელი ადამიანის მონატრება ყოველ გამვლელში მის სახეს გახსენებს...“

  პაულო კოელიო
  •  

„ფეხს რომ ვერ იცვლი ადგილიდან, ეგაა სიყვარული; აბა, წასვლა ხომ ყველას შეუძლია ─ უკლებლივ ყველას!..“

  პაულო კოელიო
  •  

„ვისაც უგულოდ ემშვიდობებიან ─ დაბრუნებისას ბევრს არაფერს უნდა ელოდეს.“

  მილან კუნდერა

  ციტატის წყარო: “შეუცნობელი” ( წ.)

  •  

„ვინც გაბრაზებული წავა ─ აუცილებლად დაბრუნდება; ვინც წავა მშვიდი ─ უკან არასოდეს მოვა!“

  ლუკა კუხიანიძე

  ციტატის წყარო: “სუნთქვა ცალი ფილტვით” (2021 წ.)

  •  

„ვინც შენგან წავიდა, შენზე მეტი სურს, მაგრამ შენზე ნაკლებს მიიღებს.“

  ლუკა კუხიანიძე


  •  

„განშორება ანელებს მსუბუქ გატაცებას, მაგრამ ამძაფრებს ბობოქარ ვნებას ─ ისევე, როგორც ქარი აქრობს სანთელს, მაგრამ აჩაღებს ხანძარს.“

  ფრანსუა დე ლაროშფუკო
  •  

„ფეხს რომ ვერ იცვლი ადგილიდან, ისაა სიყვარული... აბა, წასვლა ყველას შეუძლია ─ უკლებლივ ყველას!“

  იოსებ მთავრიშვილი
  •  

„თუ გიყვარს ─ გაუშვი; თუკი გეკუთვნის ─ აუცილებლად დაგიბრუნდება.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„სასიყვარულო ომში იმარჯვებს ის, ვინც პირველი გარბის ბრძოლის ველიდან.“

  ანრი მატისი

  ციტატის წყარო: Henri Matisse Quotes

  •  

„შეიძლება მჭიდროდ შეკრათ ორი ადამიანი თოკით, და მაინც ერთმანეთისაგან შორს დარჩნენ.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”

  •  

„თუ ოდესმე დადგება დრო, როცა ერთად ყოფნა აღარ შეგვეძლება, შემინახე შენს გულში და მე იქ სამუდამოდ დავრჩები.“

  ალან მილნი

  ციტატის წყარო: “ვინი პუჰი”

  •  

„თუ გინდა გაიგო, რა არის ცხოვრებაში შენი, ყველაფერი უნდა გაუშვა ─ რაც დარჩება, ის არის შენი.“

  ზურაბ მხეიძე


  •  

„განშორებისას სიხარულს არ გრძნობ, მაშინაც კი, როცა სასოწარკვეთილებას ემშვიდობები.“

  ერიხ მარია რემარკი
  •  

„არ შეიძლება, ადამიანებს მთელი გულით მიეჯაჭვო ─ ეს ცვალებადი და საეჭვო ბედნიერებაა; უარესია ─ გული მთლიანად ერთ ადამიანს მისცე. აბა, რა დაგრჩება მაშინ, როცა ის წავა? ის კი ყოველთვის მიდის...“

  ერიხ მარია რემარკი
  •  

„შესაძლოა, ადამიანი გიყვარდეს, გიყვარდეს მთელი არსებით, ─ თუმცა მის გვერდით ყოფნა აღარ გსურდეს.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„მე მომწონს როგორც მიდიან ლამაზი და ამაყი ქალები ─ სწრაფად და მიზანმიმართულად, ქუსლების კაკუნით და კარების ჯახუნით... შეიძლება შემდეგ ისინი სიმწრისგან ხმამაღლა ტირიან, მაგრამ... ისინი მიდიან შესანიშნავად!“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)

  •  

„წასვლა ყოველთვის არაა გამოსავალი ─ განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი თავიც თან მიგაქვს...“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ნასესხები სიცოცხლე” (1959 წ.)

  •  

„არასოდეს გამოეკიდო იმას, ვინც გაგირბის ─ ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას, ვინც მხოლოდ იმიტომ გარბის, რომ ჰგონია, გამოეკიდებიან!“

  ერიხ მარია რემარკი
  •  

„როცა ვუთხარი შენი დანახვა არ მინდა-მეთქი ─ ადგა და ოთახში შუქი ჩააქრო... სხვა უბრალოდ ადგებოდა და დამტოვებდა... აი, რატომ ავირჩიე ის!“

  ერიხ მარია რემარკი
  •  

„განშორებას მხოლოდ ისინი ახერხებენ, ვინც თვალებით ხედავს, რადგან მათთვის, ვინც გულით გრძნობს და სულით უყვარს ─ განშორებები არ არსებობს!“

  ჯალალედინ რუმი
  •  

„ნამდვილი სიყვარული ის კი არაა, რომელიც განშორებას უძლებს, არამედ ის, რომელიც სიახლოვეს უძლებს.“

  ელენ როულენდი


  •  

„ვინც შენს გვერდით ყოფნას არ თვლის შენაძენად, ის არც შენს არყოფნას მიიჩნევს დანაკარგად...“

  აჰმედ ას-საირი
  •  

„განშორების ხანმოკლეობა სიხარულს ვერ შეამცირებს, რამეთუ განშორება იგივე სიკვდილია და ერთადერთი, რაც მათ განასხვავებს, კვლავ შეხვედრის იმედი გახლავთ.“

  ჟოზე სარამაგუ

  ციტატის წყარო: “იესოს სახარება” (1991 წ.)


  •  

რაც უფრო შორს ხარ ─ მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი...

  გალაკტიონ ტაბიძე

  ციტატის წყარო: “რაც უფრო შორს ხარ” (1908 წ.)

  •  

მე არ მსურს, რომ ძალით გფლობდე,
წადი, წადი, სადაცა გსურს!

  გალაკტიონ ტაბიძე

  ციტატის წყარო: “გამოთხოვება”

  •  

„თუ თქვენი წასვლა ვერავინ შეამჩნია ─ ტყუილად არ წასულხართ!..“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„მინდოდა რომ დარჩენილიყო და ამიტომ გავუშვი...“

  ნიკოლოზ ტოტოღაშვილი


  •  

„ისწავლე ─ შენი არყოფნა აჩუქო მათ, ვინც არ აფასებს შენს ყოფნას.“

  ოსკარ უაილდი
  •  

„ყველა, ყოველთვის სამუდამოდ მიდის... დაბრუნება შეუძლებელია ─ ჩვენ მაგივრად ყოველთვის ვიღაც სხვა ბრუნდება.“

  მაქს ფრაი
  •  

„ჩვენ არ შეგვიძლია ხშირად შეგვიყვარდეს, რადგან ყოველი განშორებისას ვტოვებთ საკუთარი თავის ნაწილს.“

  ზიგმუნდ ფროიდი
  •  

„წასვლის სუნი აქვთ (სამუდამოდ) ერთხელ წასულებს.“

  თემურ შენგელაია


  •  

„განშორების ხანძარს ახლავს ერთგულება ძებნის...“

  ჯანსუღ ჩარკვიანი

  ციტატის წყარო: “ჩემი აღარა ხარ, მორჩა”


  •  

„საკუთარი თავის გარდა, ადამიანი ყველაფერს შეიძლება გაექცეს.“

  შტეფან ცვაიგი


  •  

უცნაურია ეს განშორება,
ჰგავს უცაბედად სიზმარს გაწყვეტილს.

  თამაზ ჭილაძე
  •  

„კაცს თუ წასასვლელი ეგულება ─ აუცილებლად წავა კიდეც, რადგან ყველას იქ ურჩევნია, სადაც თვითონ არ არის...“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” (1973 წ.)

  •  

მერჩია, სულ არ შეგხვედროდი,
რადგან მაშინვე
დაიწყო განშორებაც...

  ოთარ ჭილაძე
  •  

წამსვლელი თვითონ დგება და მიდის ─
ზღვებსაც აცოფებთ ზედმეტი წვეთი...

  ოთარ ჭილაძე
  •  

„სადაც არ უნდა წახვიდეთ ─ საკუთარ თავს ვერ გაექცევით...“

  ერნესტ ჰემინგუეი

მე არ ვიცი როგორ გეყო განშორების შესაგუებლად ის მიზეზი, რომ მართალი იყავი. მე ვერ გეტყოდი იმდენს ვერასდროს, რამდენსაც გეტყვის უჩემოდ ყოფნა... განშორება ლამაზი სიზმრის შემდეგ ნანახ კოშმარს ჰგავს.

  •  

„თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება.“

  — [[ ]]

განშორება გარემოებებზე გასამარჯვებლად ხშირად ერთადერთი გზაა

  •  

„როდესაც გადაწყვეტ საბოლოოდ წახვიდე ახალ გზაზე ─ წადი... მაგრამ არასოდეს მოიხედო უკან, რადგანაც აუცილებლად დაინახავ იმას, რის გამოც უკან დაბრუნება მოგინდება...“

  •  

„შენ უნდა შეეგუო, რომ წასვლა ზოგჯერ სამუდამოა, და მას აღარ მოსდევს - “მაინც მოხვედი?!”

  — [[]]

  ციტატის წყარო: ვინი პუჰი

თუ უკან დაბრუნება მოუნდება, არ დაგავიწყდეს როგორ დაგტოვა გახსოვდეს ის ისევ წავა; გაუშვით იდიოტები და კლოუნები თქვენი ცხოვრებიდან - ცირკი გასტროლებზე უნდა დადიოდეს.