შინაარსზე გადასვლა

გარეგნობა

ვიკიციტატიდან
  •  

„ჯანსაღი სული შეიძლება ავადმყოფ სხეულშიც იყოს, თუ ბავშვი, მიუხედავად ფიზიკური ნაკლისა, ცხოვრებას ვაჟკაცურად ხვდება.“

  — ალფრედ ადლერი

|- |   | ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)

  •  

„სულის ჩვევები ბოლოს და ბოლოს იმარჯვებენ ყველაზე უფრო ტლანქად მოხაზულ ნაკვთებზეც კი.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “ეჟენი გრანდე” (1833 წ.)

  •  

„უნდა ვაღიარო ჩემი სისუსტე ─ მე მუდამ განსაკუთრებულ გულისყურს ვაპყრობდი ადამიანის გარეგნობას.“

  — კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„გარეგნულს არ შეუძლია ისე შესცვალოს სული, რომ ვეღარ იგრძნო ის.“

  — გურამ გეგეშიძე

|- |   | ციტატის წყარო: “სტუმარი” (1970 წ.)

  •  

„გრძელ, უზრდელ ენას დიდი ცხვირი კიდევაც სჯობია.“

  — ლევან გოთუა
  •  

„არის ფიზიონომია, რომელიც ყველაზე უსახო და უმიზნო გარყვნილებასაც აღაგზნებს.“

  — ფიოდორ დოსტოევსკი

|- |   | ციტატის წყარო: “მარადი ქმარი” (1870 წ.)

  •  

„სიმაღლეში რა ჭკუა ყრია!.. მე ვენაცვალე პატარ-პატარა პროფესორებს.“

  — გურამ დოჩანაშვილი
  •  

„სარკეში სხეულივით სულის დანახვა რომ შეიძლებოდეს, ზოგიერთი სარკეს საერთოდ არ გაეკარებოდა.“

  — ოტია იოსელიანი
  •  

„ის, ვინც ლამაზად საუბრობს და მიმზიდველი გარეგნობა აქვს, იშვიათ შემთხვევაში არის ნამდვილად ადამიანური.“

  — კონფუცი
  •  

„ადამიანი ყოველთვის გარეგნობით აფასებს და არა შინაარსით, რადგან თვალი ყველას აქვს, გამჭრიახობა კი ─ ცოტას.“

  — ნიკოლო მაკიაველი
  •  

„ულამაზესი ფარშევანგის კუდის ქვეშ იმალება ჩვეულებრივი ქათმის უკანალი. ასე რომ, ნაკლები პათოსი, ბატონებო!“

  — ფაინა რანევსკაია
  •  

უშნომ ქვეყანა დააქცია და
მაინც ეხურა ნამუსის ქუდი,
ლამაზ ქალს ფიქრიც არ დასცალდა და...
უცებ შეარქვეს სახელი ცუდი.

  — ეთერ სამხარაძე
  •  

„რა ხანმოკლეა ქალური სიყვარული და რაოდენ ემორჩილება გარეგან იერს.“

  — ლევ ტოლსტოი
  •  

„განსჯი საკუთარ ვიზუალს მკაცრად და ცდილობ გაუმჯობესებას ყოველდღიურად საკუთარ თავს შესცქერი სარკეში, მაგრამ ვერ ცვლი იმ გარემოებას, რომ შენი ვიზუალი შენი შინაგანი სამყაროა, რომელიც სევდასავით ატყვია შენს სახეს.“

  — ოსკარ უაილდი

|- |   | ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)

  •  

„მხოლოდ გონებადახშულ უბრალო ადამიანთა ჩვეულებაა, არ შეაფასონ და არ განსაჯონ გარეგნული მშვენება.“

  — ოსკარ უაილდი

|- |   | ციტატის წყარო: “დორიან გრეის პორტრეტი” (1890 წ.)

  •  

„მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გამოიყურები ─ ყოველთვის არსებობს ადამიანი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზად მოეჩვენები.“

  — ფენი ფლეგი
  •  

„ანატომია ბედია.“

  — ზიგმუნდ ფროიდი
  •  

„რაც უფრო უმწიკვლოა ადამიანი გარედან, მით უფრო მეტი დემონი ჰყავს მას შიგნით.“

  — ზიგმუნდ ფროიდი
  •  

„ნუ განსჯით ადამიანებს გარეგნული შეუღწევლობით, რადგან მყინვარიც ცივია, თუმცა მის შიგნით ვულკანი გიზგიზებს.“

  — ლევან ქართლელი
  •  

„ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება შეამცირებს შენს მიდრეკილებას თვითდამანგრეველი ქცევებისკენ.“

  — დიპაკ ჩოპრა

|- |   | ციტატის წყარო: “როგორ დავძლიოთ მავნე ჩვევები” (1997 წ.)

  •  

„ხშირია ხოლმე, რომ, როცა სული ჭლექდება, ხორცის დღეობა მაშინ არის; როცა სული ჰყვავის, ხორცი დნება.“

  — ილია ჭავჭავაძე
  •  

„ვაი მას, ვისაც მხოლოდ სხეული უყვარს, ფორმები... ის, რაც ხილულია... დრო მას ყველაფერს წაართმევს!“

  — ვიქტორ ჰიუგო
  •  

„გარეგნობის დახვეწა გასაგებია, პრინციპულად შეცვლა კი ─ გაუგებარია: პირადი დისკომფორტია, საზოგადოებას ეჩვენო იმად, რაც სინამდვილეში არ ხარ.“

  — [[ ]]