შინაარსზე გადასვლა

გაუნათლებლობა

ვიკიციტატიდან
  •  

„გაუნათლებლობა რა “მაგარი” რამეა ─ ყველაფერი იცი!“

  ალბერტ აინშტაინი
  •  

„განათლებულსა და გაუნათლებელ ადამიანს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც მკვდარსა და ცოცხალს შორის.“

  არისტოტელე
  •  

„თუ თქვენს უვიცობას დამალავთ, მუჯლუგუნებს არავინ წაგკრავთ და ვეღარაფერს ისწავლით.“

  რეი ბრედბერი

  ციტატის წყარო: “451º ფარენჰაიტით” (1953 წ.)

  •  

ჰგავს უხორთუმოს სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია!

  დავით გურამიშვილი
  •  

უსწავლელი ვაჟიკაცი სიბერის დროს გაწბილდების.

  დავით გურამიშვილი
  •  

„თუ არ წაიკითხავ არაფერს, არ გააცნობიერებ ─ ვერაფერს გაიგებ… გაუნათლებელია ერი და ქვეყანა ─ ამაშია საქმე!“

  ოტია იოსელიანი
  •  

„ადამიანს შინაგანი ინტელექტი თუ არ გააჩნია, მთელი წიგნსაცავებიც რომ ჰქონდეს წაკითხული, განათლებისგან მაინც შორს დარჩება და მისი წიგნთან მუშაობა მხოლოდ ამპარტავნების დაკმაყოფილების უშრეტი წყარო იქნება. ფსევდოგანათლებულობაა აგრეთვე, ისეთი ტერმინებით საუბარი, რომლის გაგება ლექსიკონის გარეშე შეუძლებელია.“

  პაატა კვარაცხელია
  •  

„ყველაფერი ამაზრზენი, გაუნათლებლობიდან მოდის.“

  ლაო-ძი
  •  

„შენი ყველა შესაძლებლობა შეიძლება უკვალოდ გაქრეს მხოლოდ იმიტომ, რომ შენს მშობლებს არა აქვთ საკმარისი ფული, რომ მოგცენ საჭირო განათლება.“

  ვახტანგ მოსიაშვილი

  ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)

  •  

„უმეცრებაი სამი სახე არს, პირველი ─ არცა სმენა და არცა სწავლა. მეორე ─ იჭვით ცოდნა და არა მართლად სხვის გამოკითხვამდე. მესამე ─ არცა მართლად ცოდნა და არცა სხვის კითხვა.“

  სულხან-საბა ორბელიანი
  •  

„გაუნათლებელ ადამიანს, რომელსაც შრომის ჩვევა ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი, ფულზე მეტად მუშაობა სჭირდება.“

  ჯორჯ ორუელი

  ციტატის წყარო: “პარიზისა და ლონდონის ფსკერზე” (1933 წ.)

  •  

„კეთილი უვიცობა ცუდ ცოდნაზე უმჯობესია.“

  იოანე ოქროპირი
  •  

„ჭეშმარიტი უმეცრება არ არის ცოდნის არარსებობა, არამედ მისი შეძენის უარყოფა.“

  კარლ პოპერი
  •  

„ადამიანი, რომელიც არ კითხულობს, არაფრით განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელმაც კითხვა არ იცის.“

  მარკ ტვენი
  •  

„სახელმწიფოს ძალა ეფუძნება ერის უმეცრებას, მან იცის ამის შესახებ და ამიტომაც ყოველთვის იბრძოლებს განათლების წინააღმდეგ. დროა გვესმოდეს ეს.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„უვიცობა ─ დაუშვებელი ფუფუნებაა; ის ნებისმიერ განათლებაზე უფრო ძვირი დაგიჯდებათ.“

  დონალდ ტრამპი

  ციტატის წყარო: “არასოდეს დანებდე!” (2008 წ.)


  •  

„გაუნათლებელს ადამიანს არ უყვარს თავისუფლება, არ იბრძვის მის მოსაპოვებლად.“

  ვაჟა-ფშაველა
  •  

„უმეცრებასავით თამამი არა იქნება რა.“

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “ენა” (1901 წ.)

  •  

„აქ არ არის სიბნელე, მაგრამ აქაურობა სავსეა უვიცობით.“

  უილიამ შექსპირი
  •  

„უმეცრება და უსწავლელობა ─ სანამ ამას არ მოვიშორებთ, თვალი არ აგვეხილება.“

  აკაკი წერეთელი


  •  

„ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონება-გახსნილი, გულ-ანთებული კაცები არა ჰყავს.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„დაუნდობლობა, შური, მტრობა, უსამართლობა, ძარცვა-გლეჯა, ჩხუბი, ცემა-ხოცვა ეკონომიურს გაუწყობლობის გამო, და სხვა ბევრი ამგვარი ნაყოფი უმეცრებისა ─ ვრცლად არის მოფენილი ჩვენს ცხოვრებაში.“

  ილია ჭავჭავაძე

  ციტატის წყარო: “ჩვენი ხალხი და განათლება” (2 მაისი, 1886 წ.)

  •  

„დანაშაულია, როცა არ იცი და არც გაღელვებს შენი უვიცობა. კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, როცა არ იცი და ჯიუტად გაიძახი ვიციო!“

  ოთარ ჭილაძე


  •  

„ერი, რომელსაც სურს იყოს თავისუფალი და გაუნათლებელი, ვერასდროს იქნება თავისუფალი.“

  თომას ჯეფერსონი


  •  

„განათლებული ადამიანი მუდამ მაღლდება გონებაში და შორსმჭვრეტელობაში, გაუნათლებელი ადამიანი კი მუდამ ქვევით ეშვება უვიცობასა და სიბილწეში.“

  ჩინური სიბრძნე