გიორგი ზდანოვიჩი
გიორგი (მაიაშვილი) ზდანოვიჩი (დ. 4 ნოემბერი, 1854 ან 14 იანვარი, 1855, ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია - 31 ივლისი, 1917, ქუთაისი, რუსეთის იმპერია) — ეკონომისტი, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი და ქართველი საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტი
„წერილი ჩვენ საზოგადოებრივ მოღვაწეთა მიმართ“, 1882
[რედაქტირება]ცვლილება ცხოვრების მარტოოდენ გარეგან პირობათა, გადაძრობა მარტო ოდენ პოლიტიკურის სამოსელისა გარეშე ღრმა ეკონომიურ ცვლილებათა, ცხოვრების დედა-ბურჯთა შეუცვლელად, თავის დღეში ვერ მოსწევს ხალხს სასურველს თავისუფლებას | |
„წერილი ჩვენ საზოგადოებრივ მოღვაწეთა მიმართ“, 1882 |
ციტატის წყარო: ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია, ტ. I, თბილისი, 2015. — გვ. 218
მხოლოდ ღრმა ეკონომიური ცვლილებისათვის ბრძოლა არის გზა ნამდვილი თავისუფლებისადმი, მხოლოდ საუკეთესო ეკონომიურის წეს-წყობილების დამყარება ეროვნულს დამოუკიდებლობითურთ, რასაკვირველია, ნამდვილად გაანთავისუფლებს ხალხს და მისცემს მას ჭეშმარიტს თავისუფლებას | |
„წერილი ჩვენ საზოგადოებრივ მოღვაწეთა მიმართ“, 1882 |
ციტატის წყარო: ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია, ტ. I, თბილისი, 2015. — გვ. 219
თავისუფლება უსაჭიროესი საგანია, მაგრამ ამ საგნით სარგებლობა ეთავაზება ეკონომიურად ძლიერს თავის ინტერესების დასაცველად. ასეთი გახლავთ ეს ქებული პოლიტიკური თავისუფლება ბურჟუაზიისა! ასეთია მისი სიღრმე და სიგანე, მისი ხატება | |
„წერილი ჩვენ საზოგადოებრივ მოღვაწეთა მიმართ“, 1882 |
ციტატის წყარო: ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია, ტ. I, თბილისი, 2015. — გვ. 222
„ჩვენი დედაკაცები და ახალი დრო“, 1891
[რედაქტირება]ძველებური დედა-კაცი არ იყო და არც შესაძლოა უსახო მეტხორცი რამ ყოფილიყო ძველებური ოჯახისა, ისეთი მეტხორცი, რომელიც მხოლოდ იმისთვის არის გამოსადეგი, რომ განუკითხველად ხმაამოუღებლივ და უდრტვინველად შეასრულოს ყოველივე ნება-სურვილი თავის კანონიერი ქმრისა. |
დედაკაცების ახალ თაობას, რომელიც მოწოდებული იყო ეცხოვრა ახალ ვითარებაში, რაკი დრო დადგა ახალი, უნდა შეეძინა საჭირო სწავლა-განათლება – ეს უმთავრესი იარაღი შეცვლილი წეს-წყობილებისა. |
ძნელი სათქმელი კია, რომ ვითომ ჩვენმა უკეთესმა კაცებმა არ იცოდნენ ერთის მხრივ, რაოდენად შეუსაბამოა მდგომარეობა ეხლანდელი დედაკაცისა ჩვენში, ხოლო, მეორეს მხრით, რაოდენად დიდებულია ის მნიშვნელობა, რომელიც მოწოდებულია იქონიოს დედაკაცმა ჩვენი ქვეყნისა და ცხოვრების აღორძინების საქმეში. |
რაგვარიც არ უნდა იყოს სოციალური მდგომარეობა დედაკაცისა, მისი ზნეობა, მისი ყოფაცხოვრება, მისი ზედ-მოქმედება ქვეყნის საქმეებზე მაინცა და მაინც მეტისმეტად დიდია და აუცილებელი. |
ისე არავითარი საქმე არ მოხერხდება, ბოლოს და ბოლოს არავითარი გასაკეთებელი არ გაკეთდება, რომ დედაკაცი არ ჩაერიოს ასე თუ ისე ამ საქმეში, იმ გასაკეთებელში. |
ის საზოგადო საქმე, რომლის წინააღმდეგნიც დედაკაცნი არიან, თუ სულ დაღუპული საქმე არ არის, მაინცა და მაინც ძალიან საეჭვო და საეგებიო საქმეა. |
ყოველ საზოგადო საქმეს, რომელსაც კი მოუპოვებია თანაგრძნობა დედაკაცებისა და თავის მიმხრეებად დაუგულებია, ცოტად თუ ბევრად, გამარჯვების იმედი უნდა ჰქონდეს. |
დედაკაცი ძალაა, მართალია, ჯერჯერობით დაფარულ-დაგუბებული და ჩვენ მიერ კარგად ვერ შეგნებული, მაგრამ, ყოველ ეჭვს გარეშე, მეტად დიდი და დაულეველი. |
სანატრელი და საბედნიერო ცოლ-ქმრობა ის ცოლ-ქმრობაა მხოლოდ, რომელიც ნებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ამ ცოლ-ქმრობაში ცოლიცა და ქმარიც სრული დამოუკიდებელია და ორივენი თანაბარი ფასისა და მნიშვნელობისანი არიან ერთმანეთისათვის. |
უსამართლობა არ გაქრება იმ დრომდე, ვიდრე დედაკაცნი ისევ ისინი იქნებიან, რანიც დღეს არიან, ესე იგი, უმწეონი და შეუჭირველნი ცხოვრებაში, და ვიდრე, თვითონვე არ იზრუნებენ თავიანთვის, ესე იგი, იმისთვის, რომ იშოვონ, შეიძინონ ის იარაღი, რომლის შემწეობითაც შეეძლოთ გაუმკლავდნენ და შეებრძოლონ მრავალგვარ განსაცდელს. [...] ევროპაშიც და რუსეთშიაც დედაკაცებმა დიდიხანია შეიგნეს ეს მარტივი ჭეშმარიტება და ფრიად მხნედ დაიწყეს დაცვა თავიანთ უფლებათა. |
საჭიროა ჩვენმა დედაკაცმა მოინდომოს, მოინდომოს სულითა და გულით, რომ აი ახლა მაინც ვეცდები წავიდე წინ და მივუახლოვდე, ან იქნება სულაც მივაღწიო იმ სამშვიდობო ნაპირს, იმ აღთქმულ კიდესაო. |
საჭიროა ჩვენმა დედაკაცმა მოინდომოს, მოინდომოს სულითა და გულით, რომ აი ახლა მაინც ვეცდები წავიდე წინ და მივუახლოვდე, ან იქნება სულაც მივაღწიო იმ სამშვიდობო ნაპირს, იმ აღთქმულ კიდესაო. |
სხვადასხვა
[რედაქტირება]პუბლიცისტმა ყოველთვის ჯეროვანი გარკვევით უნდა დაგვანახვოს რა იყო, იმის აზრით, წარსულში კარგი, გამოსადეგი მერმისისათვის და რა იყო ავი, არა-საქებური, რომელიც, სწორედ იმიტომ, რომ ავია, საუკუნოდ უნდა დამარხულ იქმნას ისტორიის არქივებში. |
