გიორგი ლეონიძე
იერსახე
გიორგი ლეონიძე (დ. 8 იანვარი, 1900, პატარძეული — გ. 9 აგვისტო, 1966, თბილისი) — ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე.
ციტატები
[რედაქტირება]„ცა რომ ქაღალდად გადაიქცეს, ღამის ჰაერი ─ მელნად, ვარსკვლავები გადამწერებად მყავდეს და იმაზე მეტი ასოები დავსვა ქაღალდზე, რაც ზღვაში ქვიშაა და თევზია, მაინც ვერ გამოვხატავ ჩემს სიყვარულს ჩემი ერისადმი.“ |
„თუმც ჩემთვის დედას კალამი არ გამოუცხვია, მაგრამ ასე მგონია, პურის კალამი მიჭირავს ხელთ და იმ ქართული პურის მადლითა და სიმართლით ქაღალდზე გადამაქვს ის, რაც დამავალა დედამ და ჩემმა მშობელმა ხალხმა!“ |
ციტატის წყარო: “მშობლიურ ხეთა ჩრდილებში”
