შინაარსზე გადასვლა

გმირი

ვიკიციტატიდან
  •  

„კაცი ვერასდროს გახდება გმირი, თუ გვერდით კარგი ქალი არ ჰყავს.“

  შალვა ამონაშვილი
  •  

„ის, ვისაც ჭრილობის მიღების ეშინია, გმირი ვერასდროს გახდება.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„სნობებს ხშირად ბრალს სდებენ ზედაპირულობაში. არ დაგვავიწყდეს, რომ მათაც შეიძლება მოუწიოთ გმირობის ჩადენამ ქარაფშუტობის ჟამს.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„სჯობს იყო მოხერხებული და ცოცხალი, ვიდრე გმირი და მკვდარი.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„გმირთა ცხოვრებამ გაამდიდრა ისტორია, ხოლო ისტორიამ შეამკო გმირთა მამაცობა.“

  ჟან დე ლა ბრუიერი

  ციტატის წყარო: “ხასიათები, ანუ ჩვენი საუკუნის ზნე-ჩვეულებანი” (1839 წ.)

  •  

„ნამდვილი გმირები ხანდახან ტანმორჩილნი არიან და უჩინარნი.“

  კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„შეუძლებელია ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად.“

  გოეთე


  •  

„გმირობის რწმენა გმირს ქმნის.“

  ბენჯამინ დიზრაელი
  •  

„გმირი ის კი არ არის, ვისაც არ ეშინია; გმირი ის არის, ვისაც ეშინია და მაინც მიდის...“

  ნოდარ დუმბაძე

  ციტატის წყარო: “ნუ გეშინია, დედა” (1971 წ.)


  •  

„გმირი ჩვეულებრივ ადამიანზე 5 წუთით მეტხანს არის მამაცი.“

  რალფ ემერსონი
  •  

„როგორ პირობებშიც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანთა ესა თუ ის ჯგუფი, მასში ყოველთვის იღვიძებს გმირული სული.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„უმჯობესია, გმირის ქვრივი იყო, ვიდრე ─ ლაჩრის ცოლი.“

  ნიკოლოზ კარამზინი
  •  

„თითქმის ყველა ქალს შესწევს უნარი, უმაღლესი გმირობა ჩაიდინოს სიყვარულის გამო.“

  ალექსანდრე კუპრინი
  •  

უბედურია ქვეყანა,
რომელსაც
გმირი
სჭირდება!

  მურმან ლებანიძე

  ციტატის წყარო: 1989 წ.

  •  

„დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან.“

  ნიკო ლორთქიფანიძე


  •  

„მძიმე სამუშაოთი დამაშვრალი ადამიანები ჭეშმარიტი გმირები არიან!“

  ლუის ა. მარტინესი

  ციტატის წყარო: “სანაპიროსკენ” (1904 წ.)

  •  

„არასოდეს მისცე შენში არსებულ გმირს დანებების უფლება!“

  ფრიდრიხ ნიცშე
  •  

ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი,
ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი,
წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდის,
თურმე ესეც გმირობაა დიდი.

  იოსებ ნონეშვილი


  •  

„გმირობა ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე პროფესიაა.“

  უილ როჯერსი
  •  

„ყოველი ჩვენგანი ვერ გახდება გმირი ─ ვიღაც ხომ მაინც უნდა დარჩეს ტაშის დამკვრელი.“

  უილ როჯერსი


  •  

„მეგობრისთვის ერთბაშად რაიმე გარემოებაში სიკვდილი არაა ისეთი გმირობა, როგორც მისთვის ყოველდღიურად რაიმე მსხვერპლის გაღება.“

  სტენდალი
  •  

„მაჩვენეთ გმირი და მე დავწერ ტრაგედიას.“

  ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
  •  

კაცი ბეჩავის მჩაგრავი
სად გაგონილა გმირიო!

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “მუტრუკი მიტომ მუტრუკობს”

  •  

„ჭეშმარიტი გმირობა ხომ გმირობაზე უარის თქმაა.“

  ირაკლი ჩარკვიანი
  •  

„მხოლოდ გადალახულ დაბრკოლებათა ჟამია სწორი საზომი ადამიანის გმირობისა.“

  შტეფან ცვაიგი
  •  

„რა მნიშვნელობა აქვს გმირობას, თუ ის არ იქნება აღწერილი.“

  შტეფან ცვაიგი


  •  

„გმირობა, რა სახისაც უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლია.“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა მამულისათვის თავის დადება, ნეტა იმ ვაჟკაცს, ნეტა იმ გმირსა, ის თავის ხალხში აღარ მოკვდება!“

  ილია ჭავჭავაძე
  •  

„ერი თავის გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა ჰსულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა ჰსურს და აგრეც არის, საცა ერი ერობს.“

  ილია ჭავჭავაძე

  ციტატის წყარო: “ერი და ისტორია” ( წ.)

  •  

„როდესაც მიდიან გმირები, სცენაზე ჯამბაზები გამოდიან.“

  ჰაინრიხ ჰაინე
  •  

„გმირს არ სჭირდება ლაპარაკი ─ როცა ის აღარ იქნება, მასზე სხვები ილაპარაკებენ.“

  — [[]]
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=გმირი&oldid=56515“-დან