შინაარსზე გადასვლა

გონება

ვიკიციტატიდან
  •  

„ადამიანის ტვინის პოტენციალი შეუზღუდავია ─ შეცვალეთ აზროვნება და შეიცვლება თქვენი ცხოვრებაც.“

  ალბერტ აინშტაინი


  •  

„გონება სასტიკია ─ გული ჯობია გონებას.“

  გოეთე
  •  

„ადამიანის გონება ვერასოდეს ჩაწვდება უზენაესს.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “ქვეცნობიერების მართვის ტექნიკა”


  •  

„სიყვარული და გონება ყველა ასაკში მტრობენ ერთმანეთს.“

  ჯეინ ოსტინი

  ციტატის წყარო: “სიამაყე და ცრურწმენა” (1795-1796 წწ.)

  •  

„ბრძენ ზედამხედველს ─ გონებას მიჰყევი მთელი შენი ცხოვრება,“

  პითაგორა
  •  

„იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია ─ ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი,“

  პლატონი
  •  

„სიხარულიც და მწუხარებაც იმით ჰგვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.“

  პლატონი


  •  

„ნუ დახარჯავ თუნდაც წუთს ვიღაცისთვის იმის მტკიცებაში და ახსნაში, რასაც მისი გონება ვერასდროს ჩაწვდება!“

  მიხაილ ჟვანეცკი


  •  

„არავითარი ავტორიტეტი არ უნდა ბატონობდეს გონებაზე; პირიქით, გონება უნდა ბატონობდეს ავტორიტეტზე და გზას უჩვენებდეს მას.“

  პიერ რამუსი


  •  

„ძლიერი გონების პატრონნი მსჯელობენ იდეებზე, საშუალო გონებისანი ─ მოვლენებზე, სუსტნი კი ─ ხალხზე.“

  სოკრატე


  •  

„ჯანსაღი გონება და ბედნიერება შეუძლებელი კომბინაციაა.“

  მარკ ტვენი
  •  

„მომავლის დამპყრობლები გონების დამპყრობლები არიან.“

  უინსტონ ჩერჩილი
  •  

„აქედანვე მოუხმე გონების რჩევას ─ არ გეტყვი, რომ იგი ყოველთვის სწორად წარგმართავს, რადგან არც ადამიანის გონებაა უცოდველი, მაგრამ დაინახავ, რომ მისი ხელმძღვანელობა ყველა სხვაზე სარწმუნოა.“

  ლორდი ჩესტერფილდი

  ციტატის წყარო: “წერილები ვაჟიშვილს” (1749 წ.)

  •  

„ყველა ადამიანს გააჩნია გონება, რომელიც მას წარმართავს და სურვილი იმისა ─ სხვებმაც შენსავით იმსჯელონ ─ იმას წააგავს, რომ მოინდომო, შენი სიმაღლისა და აღნაგობის გახადო ყველა.“

  ლორდი ჩესტერფილდი

  ციტატის წყარო: “წერილები ვაჟიშვილს” (1749 წ.)


  •  

„ბევრის ცოდნა გონებას ვერ გაწვრთნის.“

  ჰერაკლიტე
  •  

„უქმად ყოფნას მოსდევს სნეულება და მანკიერება, ხოლო გონების გამიზნული ვარჯიში მხნეობისა და გაკაჟების საწინდარია.“

  ჰიპოკრატე
  •  

„არასოდეს გააბედინოთ გულს, გონებაზე მაღლა დადგეს, თორემ ─ პრობლემები გექნებათ.“

  უიტნი ჰიუსტონი