გულწრფელობა
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]ბ
[რედაქტირება]„თუ რომელიმე თქვენი მეგობარი უჭკუოა, თქვენ მის პატიოსნებასა და გულწრფელობაზე ლაპარაკობთ.“ | |
| — ონორე დე ბალზაკი |
ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)
„აქამდე მეგონა, რომ გულწრფელობა მოსაწყენი იყო.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„ვერ გავიზარდეთ, რადგან არასოდეს გამოგვითქვამს საკუთარი აზრი.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„საკუთარ თავს ვადანაშაულებ 1990 წლიდან მოყოლებული საკუთარი ჭუჭყიანი თეთრეულის გამომზეურებაში.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)
„ზედმეტი გულახდილობა სხვა არაფერია, თუ არა სულიერი უძლურება.“ | |
| — ფრენსის ბეკონი |
გ
[რედაქტირება]„ქალებს ყოველთვის აქვთ მოთხოვნილება ვიღაცას მთლიანად გადაუშალონ გული.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)
დ
[რედაქტირება]„არიან ადამიანები, რომელთაც მიკიბულ-მოკიბულობა არ უყვართ და მხოლოდ მასკარადის დროს ინიღბებიან.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “ორეული” (1846 წ.)
„პატიოსანი და მგრძნობიარე ადამიანი გულახდილია, საქმიანი კი გისმენს და ილუკმება და ბოლოს შენც მიგაყოლებს.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)
„თუ გინდა რომ არავინ დაგიჯეროს, საკუთარი თავი უნდა ითამაშო.“ | |
| — ფიოდორ დოსტოევსკი |
ე
[რედაქტირება]„დარჩე იმად, ვინც ხარ ─ უდიდესი მიღწევაა სამყაროში, რომელიც მუდმივად იმის ცდაშია, რომ სხვა ადამიანად გაქციოს.“ | |
| — რალფ ემერსონი |
ვ
[რედაქტირება]ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]„გულწრფელობა ადვილია მაშინ, როცა სრული სიმართლის თქმას არ აპირებ.“ | |
| — რაბინდრანათ თაგორი |
ი
[რედაქტირება]„მეგობარს გული გადავუშალე და მომეჩვენა: ამ საუბარში რაღაც დავკარგე და გავღარიბდი მყისვე დავტოვე მისი ოთახი.“ | |
| — ტაკუბოკუ ისიკავა |
კ
[რედაქტირება]„მიყვარს წრფელი, უპირფერო ადამიანები... ადამიანები, რომლებიც გიღიმიან და არ გიწევს ფიქრი იმაზე, ეს ღიმილია ყალბია თუ ნამდვილი.“ | |
| — ია კარგარეთელი |
„შემრცხვა საკუთარი თავის, როცა მივხვდი, რომ ცხოვრება მასკარადი იყო, მე კი მასზე ჩემი ნამდვილი სახით გამოვცხადდი.“ | |
| — ფრანც კაფკა |
„გულწრფელისგან შეცდომაც ასატანია, მაგრამ ფარისევლისგან „წმინდანობაც“ ─ აუტანელი!“ | |
| — პაატა კვარაცხელია |
ლ
[რედაქტირება]„უძლური კაცი გულწრფელი არ იქნება.“ | |
| — ფრანსუა დე ლაროშფუკო |
„გულწრფელობამ შესაძლოა ბევრი მეგობარი ვერ შეგძინოს, თუმცა გაპოვნინებს სწორედ მათ, ვინც გჭირდება.“ | |
| — ჯონ ლენონი |
მ
[რედაქტირება]„გულწრფელად ლაპარაკი კი არ არის ძნელი, ძნელია გულწრფელად მოსმენა.“ | |
| — ლაშა მარგიანი |
„ყოველთვის ის თქვი, რასაც ფიქრობ! ახლობლები გაგიგებენ, ზედმეტები ─ დაგტოვებენ!“ | |
| — ტონი მონტანა |
ციტატის წყარო: კინოფილმი “ნაიარევი სახე” (1983 წ.)
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]„თუ ხარ ისეთი, როგორიც ხარ ─ ხარ ლამაზი.“ | |
| — ოშო |
პ
[რედაქტირება]ჟ
[რედაქტირება]„უმჯობესია, ეზიზღებოდე ყველას იმის გამო, რაც ხარ, ვიდრე უყვარდე ის ─ რაც არ ხარ!“ | |
| — ანდრე ჟიდი |
ციტატის წყარო: “შემოდგომის ფოთლები”
რ
[რედაქტირება]ს
[რედაქტირება]„წარმატების და ბედნიერების ყველაზე მართებული ფორმულა არის, იყო ის, ვინც ხარ.“ | |
| — მერილ სტრიპი |
„რაც უფრო ღია და გულწრფელი იქნებით საკუთარი სექსუალობის მიმართ, მით უფრო მეტს შეიტყობთ თქვენი ნამდვილი „მე“-ს შესახებ.“ | |
| — Stewart & Janet Swerdlow |
ციტატის წყარო: “სექსუალობის ჭეშმარიტი არსი” (2005 წ.)
ტ
[რედაქტირება]„არ შეიძლება, ყველგან იმის თქმა, რასაც ფიქრობ.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„მე მხოლოდ იმ გულწრფელი სიტყვების მეშინია, რომლებიც ვერ ვთქვი და ლაქებად შემომრჩა სულში...“ | |
| — ნიკოლოზ ტოტოღაშვილი |
უ
[რედაქტირება]„იყავით ის, ვინც ხართ ─ სხვა როლები უკვე განაწილებულია.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
„ცოტა გულწრფელობა სახიფათოა, ხოლო დიდი გულწრფელობა ─ საბედისწერო.“ | |
| — ოსკარ უაილდი |
ფ
[რედაქტირება]„საკუთარ თავთან აბსოლუტური გულწრფელობა ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქოლოგიური ვარჯიშია.“ | |
| — ზიგმუნდ ფროიდი |
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„სულის სიღრმეში არავინ ჩაახედო და ფსკერს ვერავინ აგიმღვრევს.“ | |
| — მირზა შაფი |
„მანამ, სანამ სულს გადმოღვრი, იმაში დარწმუნდი, რომ „ჭურჭელს“ არ გასდის.“ | |
| — ჯორჯ ბერნარდ შოუ |
ჩ
[რედაქტირება]ც
[რედაქტირება]„ის, ვინც ერთხელ მაინც იყო გულწრფელი საკუთარ თავთან, სამუდამოდ გულწრფელი დარჩა.“ | |
| — შტეფან ცვაიგი |
ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]„ზურგს უკან ყველა ღაღადებს, პირშიმთქმელი კი ძვირია.“ | |
| — აკაკი წერეთელი |
ჭ
[რედაქტირება]„ტკივილი და სიბრაზე ადამიანს უფრო გულახდილს ხდის, უფრო გულწრფელს, ვიდრე მერეა, როცა სიბრაზე გადაუვლის და ტკივილიც ჩაუწყნარდება.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)
ხ
[რედაქტირება]„დღეს, სრულიად მოულოდნელად, ჩემი მეგობარი ისე გაშიშვლდა, ისე გაშიშვლდა, ისე გაშიშვლდა, რომ იქცა სარკედ, საიდანაც ჩემი მტერი შემომყურებდა.“ | |
| — ბესიკ ხარანაული |
ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„გულღია და გულწრფელი ხალხისა არაფერი მჯერა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი ნაამბობი ერთმანეთს ემთხვევა.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
„პირდაპირობა კარგი თვისებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, აფერისტები მეტად უყვართ დღევანდელობაში.“ | |
| — ენტონი ჰოპკინსი |
ქალს შეუძლია გულწრფელობის გამო კაცს აპატიოს
„ცოდვა გამჟღავნებული სჯობიაო.“ | |
| — [[]] |
„მიეცი ადამიანს ნიღაბი და ის გახდება, ვინც სინამდვილეში არის.“ |
ციტატის წყარო: კინოფილმი “ბნელი რაინდი” (2008 წ.)
„იშვიათია ადამიანი, ვინც ამბობს იმას, რასაც ფიქრობს; და კიდევ უფრო იშვიათი - ის, ვისაც იგი მოსწონს.“ | |
| — [[]] |
„ადამიანის გულთან მიმავალი ყველაზე მოკლე გზა არის გულწრფელობა!!!“ | |
| — [[]] |
„თქვენ ცრუობთ, რათა უკეთესი გამოჩნდეთ, ვიდრე ხართ სინამდვილეში და გავიწყდებათ, რომ საუკეთესო, რაც ადამიანშია ─ გულწრფელობაა.“ | |
| — [[]] |