შინაარსზე გადასვლა

გურამ გეგეშიძე

ვიკიციტატიდან

გურამ გეგეშიძე (დ. 21 ივლისი, 1934, თბილისი — გ. 2 მარტი, 2020, იქვე) — ქართველი მწერალი და რომანისტი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„კარგი და ცუდი ყველგან არის, ყველა ქალაქში და ყველა ოჯახში, მაგრამ მე ის მწყინს, რომ ცუდები ჩაგრავენ კარგებს.“

|- |   | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„არ არსებობს საგანი, რომელიც თავის თავს წარმოადგენდეს ყველა შესაძლებელი თვალსაზრისით. ასევე ადამიანიც.“

|- |   | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„მოსაღამოება კი სასიამოვნო ტანჯვასავით აწვა გულს, როგორც პირველი სიყვარულის განცდა.“

|- |   | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„ძლიერი და ნიჭიერი კაცი ადვილად იცვლება და ეს ცვლა ზრდას ნიშნავს ყოველთვის.“

|- |   | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„ძნელია არსებობა, თუ არა გაქვს ბუდე, თუ არა გაქვს მიზანი.“

|- |   | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„ძალიან შეზღუდული, ეგოისტი და ბრიყვი უნდა იყო კაცი, რომ სულ გექეიფებოდეს ამ ცხოვრებაში.“

|- |   | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„ადამიანის სულის მოძრაობა განთავისუფლებული მისი „მე“-საგან არის სწორედ სიწმინდე.“

|- |   | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„არ ვარგა, როცა კაცი თავმოყვარეობაზე, ღირსებაზე და კეთილშობილურ სიამაყეზე უარს ამბობს იმ მიზეზით, თითქოს მისი სული უფრო მაღლა იდგეს ამ ცნებებზე.“

|- |   | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„თუ ყველას კარი გაუღე, შენი სახლი სტუმრებით გაივსება და ადგილი რომ აღარ დარჩება, პანღურს გკრავენ და გარეთ გამოგაგდებენ.“

|- |   | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„არ სწყინდებოდათ ერთად ყოფნა, რადგან უყვარდათ ერთმანეთი.“

|- |   | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„რა აზრი აქვს ისეთ უკვდავებას, როცა შენ აღარ იქნები, შენი პიროვნება მოისპობა? აღარ გემახსოვრება წარსული ცხოვრება, ყოველივე ის, რაც ოდესღაც გიყვარდა და გაინტერესებდა.“

|- |   | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„ის, რაც ერთხელ შეგემთხვევა, ყოველთვის მეორდება, დაუსრულებლივ, სულ სხვადასხვა სახით, რადგან ბევრი რამ იცვლება შენში, ოღონდ არა შენი არსი.“

|- |   | ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„არც მუსიკას, არც ფერს, არაფერს არ შეუძლია ადამიანის სული მთლიანად მოიცვას და ნათელჰყოს.“

|- |   | ციტატის წყარო: “სტუმარი” (1970 წ.)

  •  

„ის, რისი მოდრეკაც შეუძლებელია, ტყდება ხოლმე.“

|- |   | ციტატის წყარო: “სტუმარი” (1970 წ.)

  •  

„სულიერად მხნე და მტკიცე ადამიანი თავს კი არ იტყუებს, კი არ ინიღბება, არამედ განსაცდელსა და სიდუხჭირეს უსწორებს თვალს.“

|- |   | ციტატის წყარო: “სტუმარი” (1970 წ.)

  •  

„ჭაბუკობის დროინდელი სიყვარული კი გულგრილ კანონად ქცეულ აუცილებელ სიგიჟეს უფრო ჰგავს, სახადივით მოსახდელს...“

|- |   | ციტატის წყარო: “სტუმარი” (1970 წ.)

  •  

„ძალზე ძნელია ზუსტი სახელი მოუნახო ქალისა და კაცის ურთიერთსწრაფვას.“

|- |   | ციტატის წყარო: “სტუმარი” (1970 წ.)

  •  

„.“

|- |   | ციტატის წყარო: “სტუმარი” (1970 წ.)

  •  

„.“

|- |   | ციტატის წყარო: “სტუმარი” (1970 წ.)