შინაარსზე გადასვლა

დავით კლდიაშვილი

ვიკიციტატიდან

დავით კლდიაშვილი (დ. 10 სექტემბერი [ძვ. სტ. 29 აგვისტო], 1862, ზედა სიმონეთი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი — გ. 24 აპრილი, 1931, იქვე, დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში) — ქართველი მწერალი, საქართველოს სახალხო მწერალი (1930).

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„რასაც ვწერდი, მხოლოდ ადამიანის სიყვარული მაწერინებდა!“

  •  

„გავა დრო, სკოლა გაქრება, ნაწერებიდან კი მხოლოდ ის დარჩება, რომელიც ადამიანისადმი სიყვარულით არის სავსე.“

მის შესახებ

[რედაქტირება]
  •  

„თუ დავით კლდიაშვილი ერთის ხელით გულს დაგიკოდავს, მეორეს ხელით მალამოს წასცხებს. თუ გულის ამრევ სურათს დაგიხატავთ, თანაც ამ სურათის სასაცილო მხარეს დაგანახვებთ.“

  კიტა აბაშიძე
  •  

„ნამდვილი იმერეთი ჩვენ დავით კლდიაშვილმა დაგვანახა [...] როგორც შემოქმედი, პირდაპირ შეერწყა იმერეთს, მის ყოფასა და მის შვილებს.“

  გრიგოლ კიკნაძე
  •  

„ვისაც დავით კლდიაშვილის კომედიებში ტრაგედია ვერ დაუნახავს, მას უფლება არა აქვს იფიქროს, რომ იცინის დავით კლდიაშვილის სიცილით.“

  კოტე მარჯანიშვილი