დავიწყება
| ანბანური საძიებელი : ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა
[რედაქტირება]„მე არ დამვიწყებიხარ... ყოველთვის ვფიქრობდი შენზე, როგორც მიტოვებულ სახლზე, რომელშიც აღარასდროს შევაღებ კარს.“ | |
| — შონ აბრამი |
„მე თუ მკითხავ, არაფრის და არავის დავიწყება არ ღირს ─ პირიქით, კარგად უნდა გახსოვდეს შენი შეცდომები, რომ ყელში წაგიჭიროს მაშინ, როცა ისევ დააპირებ ვინმეს ნდობას.“ | |
| — დანტე ალიგიერი |
ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს, | |
| — ლადო ასათიანი |
ციტატის წყარო: “ბარდნალა”
ბ
[რედაქტირება]„ყველას ახსოვს წარსული; თუ ივიწყებ, რა აზრი აქვს ცხოვრებას?“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„საკუთარი მეობა უნდა დაივიწყო, მეხსიერება უნდა დაკარგო, რომ შეგიყვარონ.“ | |
| — ფრედერიკ ბეგბედერი |
ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)
„მეგობრობის დავიწყება, მტრობისაგან განსხვავებით, არაფრით არ შეიძლება...“ | |
| — ენტონი ბერჯესი |
ციტატის წყარო: “მექანიკური ფორთოხალი” (1962 წ.)
„მართალია, ოდნავ მრცხვენია წარსულის გახსენების, მაგრამ არც დავიწყება მსურს რაიმესი.“ | |
| — შარლ ბოდლერი |
„დავიწყება ─ აი, ერთადერთი შურისძიება და ერთადერთი მიტევება.“ | |
| — ხორხე ლუის ბორხესი |
გ
[რედაქტირება]„მე არ მესმის, როგორ შეიძლება ისეთი ქალი დაივიწყო, თუნდაც ერთხელ ძლიერ რომ გყვარებია?!“ | |
| — კონსტანტინე გამსახურდია |
ციტატის წყარო: “დიონისოს ღიმილი” (1925 წ.)
„ვინც უფრო მალე ივიწყებს ყოფილ კეთილდღეობას, ან ყოფილ უბედურებას, ის უფრო ბედნიერია.“ | |
| — გურამ გეგეშიძე |
ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)
„მე მგონი ნამდვილი სიყვარული საკუთარი თავის დავიწყებაა უფრო.” | |
| — გურამ გეგეშიძე |
დ
[რედაქტირება]ე
[რედაქტირება]„მეგობრის დავიწყებაზე დიდი სევდა ამქვეყნად არ არსებობს.“ | |
| — ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი |
„ადამიანები ვერ შესძლებდნენ ეცხოვრათ, ღმერთებს რომ დავიწყების უნარი არ მიეცათ.“ | |
| — ევრიპიდე |
„მოყენებულ ზიანს აპატიებ, მაგრამ ვერ დაივიწყებ.“ | |
| — ეზოპე |
„ადამიანები დაივიწყებენ იმას, რაც თქვი... იმასაც, რაც გააკეთე... მაგრამ არასოდეს დაივიწყებენ იმას, რაც იგრძნეს შენი წყალობით.“ | |
| — მაია ენჯელოუ |
ვ
[რედაქტირება]„ყველაზე ბედნიერი წუთები, რაც კი ოდესმე განგვიცდია, მაშინაა, როდესაც მთლიანად გვავიწყდება საკუთარი თავი.“ | |
| — სვამი ვივეკანანდა |
„მე არავინ მავიწყდება ─ უბრალოდ, ვაკვირდები ვის ვახსოვარ...“ | |
| — ვოლტერი |
ზ
[რედაქტირება]თ
[რედაქტირება]ი
[რედაქტირება]„დიდი ხნით უსაშველოდ შეყვარებულ ქალთან პირველი პაემანი გახსოვთ? ─ გახსოვთ, აბა რა ჯანდაბა დაგავიწყებთ!“ | |
| — ოტია იოსელიანი |
„ამბობენ, ძილი ხანმოკლე სიკვდილიაო... ძილი რომ ვერ მავიწყებს შენს თავს, ვერც სიკვდილი დამავიწყებს?!“ | |
| — ოტია იოსელიანი |
კ
[რედაქტირება]„სულ მახსოვს, რომ უნდა დაგივიწყო...“ | |
| — იასუნარი კავაბატა |
„მამაკაცს ყოველთვის ეხსომება 3 ქალი: პირველი, ბოლო და ერთადერთი.“ | |
| — კიპლინგი |
„საშინელება ის კი არ არის, რომ მოგატყუეს ან გაგქურდეს, საშინელება ისაა, რომ შენ ეს არ გავიწყდება.“ | |
| — კონფუცი |
„იმ ადამიანთა დავიწყება შეუძლებელია, რომელთა გვერდით ყოფნისას ჩვენ ყველაფერი დავიწყებული გვქონდა...“ | |
| — ლუკა კუხიანიძე |
ლ
[რედაქტირება]მ
[რედაქტირება]„სიკვდილი იმიტომ კი არ მოდის, რომ ბერდები, არამედ იმიტომ, რომ გივიწყებენ.“ | |
| — გაბრიელ გარსია მარკესი |
„დავიწყება? რა თქმა უნდა, უწყალო დროთა რბოლას ეს აუცილებლივ მოჰყვება, მაგრამ ძალიან შორი, თუმცა უებარი საშუალებაა.“ | |
| — ლუის ა. მარტინესი |
ციტატის წყარო: “სანაპიროსკენ” (1904 წ.)
„ხან წამიც გყოფნის, რომ სიცოცხლე დაგავიწყდეს, თუმცა ხან სიცოცხლეც კი არ გყოფნის, რათა წამი დაივიწყო...“ | |
| — ჯიმ მორისონი |
„თუ შენ გემახსოვრები, დაე, ყველა სხვამ დამივიწყოს.“ | |
| — ჰარუკი მურაკამი |
ნ
[რედაქტირება]ო
[რედაქტირება]პ
[რედაქტირება]„თუ გსურს, სამუდამოდ დაივიწყო რაიმე, მაშინ შთააგონე შენს თავს, რომ ეს აუცილებლად უნდა დაიმახსოვრო.“ | |
| — ედგარ ალან პო |
ჟ
[რედაქტირება]რ
[რედაქტირება]„სკლეროზის განკურნება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი დავიწყება.“ | |
| — ფაინა რანევსკაია |
„დავიწყება! რა სიტყვაა! მასშია შიში, ნუგეში, მოტყუება! ვინ შეძლებდა ცხოვრებას, დავიწყება რომ არა?! მაგრამ ვის შეუძლია დაივიწყოს ყველაფერი, რისი გახსენებაც არ სურს?!“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)
- განა ცოტაა ქვეყნად ერთი მეორის მსგავსი ადამიანი?! | |
| — ერიხ მარია რემარკი |
ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)
„ერთმანეთს არასდროს დავივიწყებთ, მაგრამ არც არასდროს დავუბრუნდებით...“ | |
| — ერიხ მარია რემარკი |
„ყოველთვის გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ყოველთვის ვავიწყდებოდით მერე...“ | |
| — გურამ რჩეულიშვილი |
ციტატის წყარო: “სიყვარული შემოდგომაზე” (1956 წ.)
ს
[რედაქტირება]ტ
[რედაქტირება]„დაივიწყეთ თქვენივე საკუთარი თავის და სხვისი შებრალება; დაივიწყეთ ყველაფერი და ყველაფერს გაიგებთ.“ | |
| — ტიციან ტაბიძე |
„ჩვენ არაფერს ვივიწყებთ, სიკეთის გარდა.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
„სწორად ცხოვრება ნიშნავს არაფერი არ გახსოვდეს.“ | |
| — ლევ ტოლსტოი |
უ
[რედაქტირება]ფ
[რედაქტირება]„გონებას იმის დავიწყება სჩვევია, რისი პატიებაც სინდისს უჭირს.“ | |
| — უილიამ ფოლკნერი |
„ავსა და კარგსა კაცისას როდი ივიწყებს სოფელი.“ | |
| — ვაჟა-ფშაველა |
ქ
[რედაქტირება]ღ
[რედაქტირება]ყ
[რედაქტირება]შ
[რედაქტირება]„ადამიანებს ავიწყდებათ, რომ წუთისოფელი წამიერი, ხანმოკლე და წარმავალია.“ | |
| — ე.ე შმიტი |
ჩ
[რედაქტირება]„უპატიებელი განა რა არის, მაგრამ დავიწყებაა შეუძლებელი...“ | |
| — ჩარლზ ჩაპლინი |
ც
[რედაქტირება]„ვერანაირ დანაშაულს ვერ დაივიწყებ, სანამ მის გამო სინდისი გქენჯნის.“ | |
| — შტეფან ცვაიგი |
ციტატის წყარო: “მოუთმენლობა გულისა” (1939 წ.)
ძ
[რედაქტირება]წ
[რედაქტირება]ჭ
[რედაქტირება]„რაც დრო გავა, უფრო მეტი და მეტი იქნება დასამახსოვრებელი, მაგრამ ყველაფრის დამახსოვრება უნდა შესძლოს კაცმა ─ უნდა შესძლოს! დავიწყება დამარცხებას ნიშნავს.“ | |
| — ოთარ ჭილაძე |
ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)
ხ
[რედაქტირება]ჯ
[რედაქტირება]ჰ
[რედაქტირება]„ყველაზე მტკივნეულია, დაკარგო საკუთარი თავი ვინმეს შეყვარების პროცესში და დაივიწყო, რომ შენც განსაკუთრებული ხარ.“ | |
| — ერნესტ ჰემინგუეი |
დაივიწყე, ვინც დაგივიწყა
„შენ ვერასოდეს დაივიწყებ იმას, ვინც ჩირაღდნით მოვიდა შენთან და სიბნელიდან გამოგიყვანა...“ | |
| — [[]] |
"თუ კამათობთ, მეორე დღეს რიგდებით და აღარ გახსოვთ რაზე იკამათეთ - ეს სიყვარულია. თუმცა სკლეროზიც ზუსტად ასე ვლინდება."
„ერთი წუთი არის საჭირო ვიღაცის შესამჩნევად, საათი ─ მოსაწონებლად, 1 დღე ─ შესაყვარებლად და მთელი ცხოვრება ─ დასავიწყებლად.“ | |
| — [[]] |
„და როცა დაივიწყებ მათ, ვინც არ ღირს გასახსენებლად ─ საკუთარ თავზე იმარჯვებ.“ | |
| — [[]] |
„არ გაბედო და არავის უსაყვედურო რატომ დაგავიწყდიო ─ ესე იგი, აღარ უნდიხარ და მორჩა!“ | |
| — [[]] |
„და ოდეს შენი დავიწყება მე გადავწყვიტე, წარმოიდგინე ─ ფიქრი ისევ შენით დავიწყე...“ | |
| — [[]] |
ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია